როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი წვერის საპარსი?

წვერსაპარსი ყველა ზრდასრული მამაკაცის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია ყიდვისას ყურადღება მიაქციონ თუ რამდენად მაღალი ხარისხის პროდუქციას შეიძენენ, რადგან დაიცვან კანი გაღიზიანებისაგან.

მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ დახვეწონ ელექტრო საპარსის მოდელები და გახადონ უფრო მეტად კომფორტულები.  

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი წვერის საპარსი?

არსებობს საპარსის 2 ტიპი - მექანიკური და ელექტრო

ორივე სახის საპარსს აქვს თავისი დადებითი თუ უარყოფითი მახასიათებლები. მამაკაცების გარკვეული რაოდენობა ირჩევს მექანიკურ საპარსს, ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მისი დაბალი ფასი. თუმცა მექანიკური საპარსის გამოყენებისას კანის გაღიზიანების მეტი რისკია.

ელექტრო საპარსის მთავარი დადებითი თვისებაა სწრაფი პარსვის შესაძლებლობა. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახლში, აბაზანაში, ასევე სატრანპორტო საშუალებაშიც. თუმცა მის უარყოფით მხარედაც ითვლება ის რომ, შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობიარე კანის გაღიზიანება. 

ელექტრო საპარსებსაც გააჩნია 2 სახეობა - როტორული და ბადისებრი

როტორული წვერსაპარსი - როგორც წესი, როტორულ წვერსაპარსს აქვს სამი მოძრავი წრიული საპარსი პირი. იგი არის ძალიან მოსახერხებელი მოკლე, არათანაბარი წვერისთვის. ძირითადად, ამ ტიპის წვერსაპარსებს გააჩნიათ სახის კონტურის გამეორების სისტემა. 

ბადისებრი წვერსაპარსი - ასეთი წვერის საპარსი გამოირჩევა ბადით, რომელიც კანს იცავს დაზიანებისგან. იგი ძალიან კომფორტულია გრძელი წვერისთვის. მიუხედავად ბადისებრი წვერსაპარსის დადებითი თბისებებისა შეიძლება ითქვას, რომ როტორული წვერსაპარსი უფრო სუფთად პარსავს. 

წმენდა - თუ არ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მშრალი და სველი ტიპის საპარსი, სულ მცირე უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი საპარსი შეგიძლიათ გაწმინდოთ გამდინარე წყლის ქვეშ. ზოგ საპარსს გააჩნია თვითწმენდის სისტემა, რაც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. 

წვერსაპარსის დამატებითი მახასიათებლები

ზოგიერთი მამაკაცის თანამედროვე ელექტრო წვერსაპარსი გამორჩეულია ტრიმერის ფუნქციითაც. ტრიმერი გამოიყენება წვერის, თმისა და ბაკების შესასწორებლად. არსებობს ტრიმერის 4 ტიპი, მაგალითად: მცურავი, უძრავი, ინტეგრირებული და გამოსაწევი ტრიმერი. 

კვების წყარო - წვერსაპარსის კვების წყარო შეიძლება იყოს, როგორც ელექტრო ქსელი, ასევე აკუმულატორი ან შეიძლება ორივე ერთად. თუკი წვერსაპარსი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სასურველია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც ავტომობილშიც დამუხტავთ.

ძირითადად, აკუმულატორით აღჭურვილ საპარსებს გააჩნიათ ლითიურ-იონური აკუმულატორები, რომლებიც საკმაოდ გავრცელებულია და საკმაოდ დიდი ხანი ძლებს. 

საპარსის თავების რაოდენობა - ძირითადად როტორული საპარსი სისტემები აღჭურვილია 2-3-5 საპარსი თავით, ბადისებრები კი 1-დან 4-მდე. სწორედ საპარსი თავების რაოდენობაზე არის დამოკიდებული პარსვის ხარისხი.

კომპლექტაცია - ძირითადად წვერსაპარსს კომპლექტაციაში მოყვება დამცავი ხუფი, რბილი ან უხეში სამგზავრო ჩანთა, საპარსის თავების გასაწმენდი სპეციალური ჯაგრისი და დასამუხტი სადენი ან დასამუხტი სპეციალური სადგარი.

პოპულარული მოდელები

მულტიფუნქციური საკრეჭი ტრიმერით 7-1-ში PHILIPS MG3720/15
მულტიფუნქციური საკრეჭი ტრიმერით 7-1-ში PHILIPS MG3720/15
Regular price 149.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
საპარს-საკრეჭი 9-1-ში PHILIPS MG3740/15
საპარს-საკრეჭი 9-1-ში PHILIPS MG3740/15
Regular price 350.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
4D წვერსაპარსი ტრიმერით Sencor SMS 5011SL
4D წვერსაპარსი ტრიმერით Sencor SMS 5011SL
Regular price 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
წვერსაპარსი Sencor SMS 4013RD
წვერსაპარსი Sencor SMS 4013RD
Regular price 99.00 ლარი 74 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი