როგორ შევარჩიოთ ბურღი სახრახნისი - პარამეტრები და შერჩევის კრიტერიუმები

 ყველა მამაკაცს, ვინ კი სახლში რაიმეს ამზადებს, აუცილებლად აქვს ბურღი სახრახნისი, რომელიც რთული დავალებების შესრულების თვალსაზრისით, ძალიან მოსახერხებელი მოწყობილობაა.

მართლაც, ამ ინსტრუმენტის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია  სარემონტო სამუშაოებისა და მცირე მშენებლობების წარმართვა. ავეჯის რესტავრაციისთვის, ფარდების ჩამოსაკიდებლად თუ თაროების დასამაგრებლად ბურღი სახრახნისი სწორედაც რომ იდეალური დამხარეა

როგორ შევარჩიოთ ბურღი სახრახნისი - პარამეტრები და შერჩევის კრიტერიუმები.

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ბურღი სახრახნისი, რათა თქვენი მოთხოვნილებები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს.  ამავე დროს, დავადგენთ სად არის <ოქროს შუალედი> ფასსა და ხარისხს შორის.

როგორ არ შევცდეთ სახრხნისის ყიდვისას

გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიაში მისვლისას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ მხოლოდ მოწყობილობის ღირებულებას. გაეცანით თქვენთვის სასურველი მოდელის წიგნაკს, რომელშიც აუცილებლად იქნება მითითებული  მოწყობილობის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკური მახასიათებლები.

ესენია:

  • ბრუნვის სიჩქარე;
  • აკუმულატორის ტიპი (თუ, რა თქმა უნდა, აქვს);
  • ბრუნვის რაოდენობა.
  • ამ პარამეტრების გათვალისწინებით, თქვენ თავად უნდა შეარჩიოთ ხელსაწყო.

პროფესიონალური ბურღი სახრახნისები თუ საყოფაცხოვრებო გამოყენების?

პირველ რიგში, სანამ ამ შეკითხვას გასცმეთ პასუხს, დაფიქრდით იმაზე, თუ რა სახის სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას აპირებთ. უკვე ამის საფუძველზე გააკეთეთ საბოლოო არჩევანი.

როგორ შევარჩიოთ ბურღი სახრახნისი - პარამეტრები და შერჩევის კრიტერიუმები

თუ მოწყობილობას თქვეში რამდენჯერმე, ნაკლები სიხშირით იყენებთ, მაშინ აზრი არ აქვს პროფესიონალური ხრახნიანი ბურღის ყიდვას. ბატარეაზე მომუშავე სამოყვარულო, იგივე საყოფაცხოვრებო ტიპის მოდელი სრულიად საკმარისია თქვენთვის, რომელსაც  ყველა საჭირო ფუნქციაც აქვს  და პროფესიონალურთან შედარებით - წონაც ბევრად ნაკლებია.

თუ თითქმის ყოველდღე გჭირდებათ რამის აწყობა, მაშინ ნუ შეიძენთ  ძალიან იაფიან მოდელს და უმჯობესია ძლიერ, პროფესიონალურ მოდელზე შეაჩეროთ არჩევანი. როგორც წესი, ასეთი ბურღი სახრასნისები მუშაობენ დენის წყაროსთან დაკავშირებით და აქვთ შთამბეჭდავი ზომა და წონა.

ბატარეაზე  თუ დენზე მომუშავე სახრახნისები

არსებობს ორი ტიპის ელექტრო სახრახნისები, ერთნი მუშაობენ დენზე, ხოლო მეორენი - ბატარეებზე. პირველი ვარიანტი მყარი წონისაა, რომელთანაც მუშაობა მხოლოდ ისეთ ადგილებში შეგიძლიათ, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები ახლოსაა. ამასთან,  ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ გამაგრძელებელი კაბელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დიდ დახმარებას გაგიწევთ. უსადენო მოწყობილობები უფრო მსუბუქია და მთავარი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ავტონომიურია.

სიმაღლეზე მუშაობისას სულაც არ არის კომფორტული კაბელებიანი მოდელების გამოყენება. გარდა ამისა,  ისინი იმდენად მძიმეა, რომ  მათი აწევა ცოტა პრობლემურიც კია. ამიტომ, უმჯობესია  უკეთ გავეცნოთ  ბატარეებზე მომუშავე სახრახნისებს.

როგორ შევარჩიოთ ბურღი სახრახნისი - პარამეტრები და შერჩევის კრიტერიუმები

ბურღ სახრახნისებში სამი სახის ბატარეა გამოიყენება:
1. ნიკელ-კადმიუმი;
2. ლითიუმ-იონი;
3. ნიკელ-ლითონი ჰიბრიდი

  1. ნიკელ-კადმიუმის ბატარეები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს უკვე ახალი ბურღი სახრახნისები აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა Ni-MH ელემენტებით, რომელთა ღირებულებაც ცოტა მაღალია. თუმცა, ამ ელემენტებს ერთი ნაკლი ისაა, რომ არ არის გათვალისიწინებული მისი ყინვაში გამოყენება.
  2. ბატარეები, რომლებიც დაფუძნებულია ნიკელ-კადმიუმის მასალებზე, უფრო ტოქსიკურია, მაგრამ მათ დატენვის რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე წინა ტიპის. ამიტომ, მაღაზიებსა და ბაზრებზე წარმოდგენილი იარაღების უმეტესობა აღჭურვილია ძირითადად Ni-Cd ელემენტებით. ისინი ასევე საკმაოდ იაფია და ყინვის საერთოდ არ ეშინიათ.
  3. ბურღ სახრახნისებში ჩაშენებული ლითიუმ-იონის ბატარეები იშვიათად გვხდება. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ და ამასთან, მათი სიმძლავრეც დაბალია. დატენვის რაოდენობა 3000-მდეა.

იმისათვის,  რათა კარგი ბურღი სახრახნისი, იგივე შურუპავიორტი როგორც მას ხშირად ეძახიან, იყიდოთ, აუცილებელია კვების ელემენტის ტიპზე ყურადღების მიქცევა, რადგან გაითვალისწინეთ, რომ ბატარეის ღირებულება შესაძლოა ინსტრუმენტის ნახევარზე მეტიც კი იყოს. უფრო ზუსტად - 60-დან 70 პროცენტამდე.

პოპულარული მოდელები

ბურღი-სახრახნისი 2 ბატარიით(12V) კომპლექტში საჭირო პირებთან Edon LV3-1210
ბურღი-სახრახნისი 2 ბატარიით(12V) კომპლექტში საჭირო პირებთან Edon LV3-1210
Regular price 199.00 ლარი 134 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
აკ. სახრახნისი TOTAL TSDLI0402
აკ. სახრახნისი TOTAL TSDLI0402
Regular price 60.00 ლარი 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბურღი-სახრახნისი 2 ბატარიით(21V) კომპლექტში საჭირო პირებთან Edon LV3-2110
ბურღი-სახრახნისი 2 ბატარიით(21V) კომპლექტში საჭირო პირებთან Edon LV3-2110
Regular price 329.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ქანჩმომჭერი აკუმულატორზე Bosch GDS 18V-1050 H 2x5.0 GAL1880 L-Boxx
ქანჩმომჭერი აკუმულატორზე Bosch GDS 18V-1050 H 2x5.0 GAL1880 L-Boxx
Regular price 1,459 ლარი / თვეში 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი