როგორ შევარჩიოთ ბლენდერი - მოდელების განხილვა

სამზარეულოში შეუცვლელი ასისტენტი - ბლენდერი, ბევრად ამარტივებს ნებისმიერი დიასახლისის ყოველდღიურობას. მოწყობილობა სწრაფად, მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ამზადებს კოქტეილებს, სოუსებს, ბლინების ცომს, ბოსტნეულის ან ხილის პიურესა და ა.შ. მაგრამ ყველა ბლენდერს აქვს სხვადასხვა შესაძლებლობები,  მოდელის სწორად ასარჩევად კი უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პარამეტრები:

  • ძალა;
  • დანების კონფიგურაცია;
  • დანების ბრუნვის სიჩქარე;
  • სამუშაო შესაძლებლობების ხარისხი;
  • თასის მოცულობა.

მრავალი მომხმარებლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ასევე მოწყობილობის ბრენდსა და გარეგნობას.

მოწყობილობის სიმძლავრე განსაზღვრავს ბლენდერის შესაძლებლობებს. რაც უფრო მაღალია ეს პარამეტრი, მით მეტხანს შეუძლია შეფერხების გარეშე მუშაობა. მოდელების სიმძლავრე 400-დან 1500 ვტ-მდე მერყეობს. სუსტი მოწყობილობები გამოიყენება მხოლოდ რბილი პროდუქტების დასამუშავებლად და კოქტეილების შერევისთვის.

Bosch MMB 43G2

გერმანული მწარმოებლის ბლენდერის პრემიუმ ხარისხი შეიძლება განისაზღვროს მისი გარეგნობის მიხედვით. კომპაქტურ შავ კორპუსს სიჩქარის რეგულირებისთვის წინა პანელზე აქვს მართვის ღილაკი, ხოლო უკეთეს სტაბილურობას რეზინისებრი ფეხები უზრუნველყოფს.

დიდი მინის თასი, დამზადებულია ThermoSafe ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ არა მხოლოდ ცივი სასმელები, არამედ ცხელი წვნიანები-პიურეები.

როგორ შევარჩიოთ ბლენდერი - მოდელების განხილვა

მოსახსნელი დანა აღჭურვილია სხვადასხვანაირი პირებით, რაც უზრუნველყოფს კიდეც პროდუქტების დაჭრისას მაღალხარისხიან შედეგს. სამი რეჟიმი - სახეხი, იმპულსი და ყინულის გატეხვა - საკმარისია სხვადასხვა პროდუქტთან ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად.

ძირითადი მახასიათებლები:

  • წარმოების მასალა - პლასტმასი/ მინა (თასი);
  • სიმძლავრე (მაქსიმალური) - 700 ვტ;
  • თასის მოცულობა 2.3 ლ;
  • ბრუნვის რაოდენობა 24000.

დადებითი:

  • აბალი ხმა;
  • ყინულის გატეხვის ფუნქცია;
  • რეჟიმების ცვალებადობა;
  • ჭიქა.

მინუსები:

  • დენის კაბელის არასაკმარისი სიგრძე.

Braun JB 3060 Tribute

საკმარისად მძლავრი ბლენდერი, რომელსაც შეუძლია დაამუშაოს როგორც რბილი, ისე - მყარი საკვები. წინა მხარეს სიჩქარის 5-საფეხურიანი მექანიკური ჩამრთველია. დამატებით არსებობს პულსისა და ტურბო რეჟიმების ღილაკები.

როგორ შევარჩიოთ ბლენდერი - მოდელების განხილვა

შუშის თასს აქვს სამკუთხა ფორმა. მასში შეგიძლიათ არა მხოლოდ ბლინის ცომი, სასმელები, მოხარშული ბოსტნეული დაამზადოთ, არამედ მოამზადოთ თბილი პიურე და სუპები. მტკიცე ფოლადის დანა შესანიშნავად უმკლავდება ყინულის გატეხვასაც.

ძირითადი მახასიათებლები:

  • წარმოების მასალა - პლასტმასი/მინა (თასი);
  • სიმძლავრე - (მაქსიმალური) 800 ვტ;
  • თასის მოცულობა 1.75 ლ;
  • ბრუნვის რაოდენობა 22 000.

დადებითი:

  • პროდუქტების სწრაფი დამუშავება;
  • კაბელისთვის განკუთვნილი განყოფილება;
  • მისაღები ღირებულება.

მინუსები:

  • ხმაურიანია;
  • სახურავი მოუხერხებლად იკეტება;
  • ნელი რეჟიმის არარსებობა.

Bosch MMB 21P1W

ეკონომიური ტიპის ბოშის ბლენდერი, რომელიც საკმარისად ძლიერია სასმელების ან ხილისა და ბოსტნეულის პიურეების დასამზადებლად. თასი დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან,  რომელიც საკვებისთვის უსაფრთხო გამოსაყენებელია. 2.4 ლიტრი მოცულობა საშუალებას გაძლევთ ერთდროულად რამდენიმე სასმელი მოამზადოთ.

როგორ შევარჩიოთ ბლენდერი - მოდელების განხილვა

ძირითადი მახასიათებლები:

  • წარმოების მასალა - პლასტმასი;
  • სიმძლავრე (მაქსიმალური) - 500 ვტ;
  • თასის მოცულობა 2.4 ლ;
  • ბრუნვის რაოდენობა 24,000

დადებითი:

  • მყარი მოწყობილობა;
  • ეფექტური დამუშავება;
  • თასი  შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

მინუსები:

  • მაღალი ხმაურის მაჩვენებელი;
  • პლასტმასის თასი.

პოპულარული მოდელები

ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბლენდერი Franko FBL-1127
ბლენდერი Franko FBL-1127
Regular price 205.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ბლენდერი SENCOR SHB 4461GR-EUE3
ბლენდერი SENCOR SHB 4461GR-EUE3
Regular price 249.00 ლარი 159 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის ბლენდერი SENCOR SHB 4359BK-EUE3
ხელის ბლენდერი SENCOR SHB 4359BK-EUE3
Regular price 119.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი