როგორ მუშაობს ტოსტერი?

რა შეიძლება იყოს დილას კარაქიან ტოსტზე, ცხელ ყავაზე და საყვარელ შოუზე უკეთესი.

და თუ თქვენ არ გაქვთ არც დრო, არც ხალისი იდგეთ ღუმელის წინ და ელოდოთ როდის შეიბრაწება თქვენი პურის ნაჭერი ტოსტერი ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი.

სავარაუდოდ იცით, რომ ტოსტერი დენის ენერგიას იყენებს, რათა გემრიელი ტოსტი მოგართვათ, მაგრამ იცით კი, როგორ გარდაქმნის ეს პატარა მოწყობილობა დენის ენერგიას სრულიად სხვა ენერგიად. მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ საკითხში.

თუმცა იქამდე შევნიშნავთ, რომ პატარა პირობითი ნათქვამია, ვინაიდან დღეისთვის ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპის მულტიფუნქციური ტოსტერი გვხვდება.

ენერგია უხილავი, მაგიური რამ არის, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბევრი აუცილებელი და საინტერესო რამ გავაკეთოთ. ალბათ გაგიგონიათ ენერგია არ იკარგებაო და მართალიც არის, უბრალოდ ის ერთი ფორმიდან მეორეში გადადის.

ზოგს ჯერა ადამიანებიც ენერგიის სხვა ფორმაში გადავდივართო, მაგრამ მოდით ახლა იმაზე ვფოკუსირდეთ რისიც ყველას გვჯერა, და ეს დენის ძალით სითბური ენერგიის წარმოქმნაა, რასაც ჩვენი საყვარელი ტოსტერი საუკეთესოდ აკეთებს.

როგორ მუშაობს ტოსტერი?

თუკი ოდესმე ჩაგიხედავთ ტოსტერში დაინახავდით წითელი მავთულის რიგებს, როდესაც დენი ამ მავთულებში გაივლის, ისინი ცხელდებიან და გავარვარებულები ამ სითბოს ტოსტისკენ მიმართავენ.

დენის მავთულებში მოძრაობა, წყლის მილებში მოძრაობას წააგავს. ის მავთულებში ელექტრონებს გადააქვთ, ნაწილაკებს რომლებიც ატომის, ატომები კი მავთულში არსებული მეტალის, შემადგენელი ნაწილებია.

დენის ძალის გატარების შემდეგ ელექტრონები იწყებენ სწრაფ და მიზანმიმართულ მოძრაობას, რაც რკინაში არსებული ატომების ერთმანეთზე შეჯახებას იწვევს და პროცესში რკინა ცხელდება. რაც უფრო წვრილი არის მავთული და დიდი დენის ძალა, მით უფრო მეტი ატომების შეჯახება ხდება და ტემპერატურაც  იმატებს.

თუმცა ტემპერატურა არა რის ერთადერთი ენერგია, რაც დენის ძალით წარმოიქმნება. თუკი მავთული საკმარისად წვრილია ის გაცხელებისას წითლად ანათებს, ანუ გასცემს სინათლეს.

მეტალის შიგნით არსებული ატომები მათში გატარებული ელექტრონების ზეგავლენით იღებენ სითბურ ენერგიას და ხდებიან არასტაბილურები, რაც ამ ენერგიის სინათლის სახით გაცემის აუცილებლობას იწვევს, რათა დასტაბილურდნენ.

დაახლოებით იგივე სისტემით ხდება სინათლის გაცემა კლასიკურ ნათურებში, თუმცა ამ შემთხვევაში უმთავრესი სინათლეა და არა სითბო, ამიტომ ნათურის მწარმოებლები მაქსიმალურად წრვილ და გამძლე მეტალის მავთულებს იყენებენ.

როგორ ხვდება ტოსტერი, რომ ტოსტი მზად არის?

რადგან გავიგეთ, როგორ ცხელდება ჩვენი პურის ნაჭერი, ახლა დავფიქრდეთ თუ როგორ ხვდება ტოსტერი როდის არის ტოსტი მზად. ეს არც ისე რთული შეკითხვაა, ტოსტერს ამის მისახვედრად სამი საშუალება აქვს: ტაიმერი, თერმოსტატი და ელექტრონული სინათლის დეტექტორი.

პირველი ორი ხერხი არც ისე რთული მისახვედრია. ტაიმერის შემთხვევაში ტოსტერს წინასწარ აქ განსაზღვრული ტოსტის მომზადების დრო და დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად თიშავს პროცესს.

მეორე შემთხვევაში ტოსტერს ჩამონტაჟებული აქვს, მცირე თერმოსტატი რომელიც მოთავსებულია პურსა და სითბოს წყაროს შორის და ამით არეგულირებს ტოსტისადმი გატყორცნილი სითბოს ზედმეტ - ნაკლებობას.

ხოლო მესამე ხერხი ელექტრონული სინათლის დეტექტორი ფრიად საინტერესოა. როგორც ვახსენეთ ტოსტის მზადების პროცესში, არა მხოლოდ სითბო, არამედ სინათლეც გამოიყოფა, სინათლის დეტექტორი კი პურზე დაცემული და არეკლილი სინათლის რაოდენობას იჭერს და მის საპირწონე ელექტრო ენერგიას გამოყოფს, თუ პური თეთრია ის მეტ სინათლეს აირეკლავს, თუკი ყავისფერი (იმედია არა შავი) ელექტრო დეტექტორი ამას აღიქვამს და ტოსტერი ავტომატურად ითიშება.

თუ თვლით, რომ ტოსტერის შერჩევისას მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, ნახეთ წინა პოსტიც ამ თემატიკაზე.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1093
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1093
Regular price 95.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1094
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1094
Regular price 109.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1144
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1144
Regular price 169.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სენდვიჩის აპარატი Arzum AR2052-DM
სენდვიჩის აპარატი Arzum AR2052-DM
Regular price 135 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი