რობოტი მტვერსასრუტები - დამატებითი კომფორტი და წესრიგი თქვენი სახლისთვის

რობოტი მტვერსასრუტი ადამიანის სამუშაოს  გარკვეულ ნაწილს ასრულებს  და ხელს  უწყობს სახლში წესრიგის დაცვას.

ჩვენს მიერ  წარმოდგენილი მტვერსასრუტების რეიტინგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს ფასისა და ხარისხის თანაფარდობის თვალსაზრისით.

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტები და რაუნდა მივაქციოთ ყურადღება?

თანამედროვე მოწყობილობის შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პარამეტრებს:

  • ძალა - 20W-იანი რობოტი ტვერსასრუტები კარგად აგროვებენ ნამსხვრევებს;
  • ავტონომია - ზოგიერთ მოდელს შეუძლია თავად მივიდეს დასამუხტ ბაზაზე,  ხოლო ზოგიერთს - არა. ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ მათი ხელით გადატანა;
  • მართვა - შესაძლებელია აპლიკაციებით;
  • ნავიგაცია - ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, შეუძლია თუ არა მოწყობილობას შექმნას ოთახის რუკა;
  • აკუმულატორის სიმძლავრე - რაც უფრო მეტი ოთახი იქნება თქვენს სახლში ან ბინაში, მით უფრო დიდხანს დასჭირდება დასუფთავება;
  • დამატებითი ფუნქციები - ტაიმერი, დასუფთავების გრაფიკი კვირის დღის მიხედვით, მშრალი ან სველი წმენდა, ტურბო რეჟიმი.

Xiaomi Mi Robot Vacuum Cleaner

აკუმულატორის სრული დატენვის შედეგად, უწყვეტად მუშაობს 2.5 საათი. ელემენტების ამოწურვის შემდეგ, ხმოვანი სიგნალი ააქტიურდება და მტვერსასრუტი უბრუნდება დასამუხტ ბაზას.

ლაზერული სენსორის გამოყენებით, მოწყობილობა ითვლის მანძილს დაბრკოლებებამდე. კომპლექტში შედის გვერდითი და ელექტრო ჯაგრისები. ჩამონტაჟებულია სწრაფი წმენდის რეჟიმები და მოწყობილობა ითვლის მუშაობისთვის საჭირო დროს.

რობოტი მტვერსასრუტები - დამატებითი კომფორტი და წესრიგი თქვენი სახლისთვის

მართვა ხდება აპლიკაციის გამოყენებით - “Smart Home” სისტემით. დაწყებისთანავე, იგი დამოუკიდებლად ქმნის ოთახის რუკას, შემდეგ კი მეთოდურად გადის თითოეულ სანტიმეტრს.

პარამეტრების გადატვირთვა ხდება ელექტროენერგიის გამორთვის შემდეგ. ჩართვისას კი მტვერსასრუტი კვლავ ათვალიერებს ადგილს და მომხმარებელი ისევ შედის სასურველ პარამეტრებში, რათა გააქტიუროს ისინი.

ძირითადი მახასიათებლები:

  • კონტეინერის მტვრის მოცულობა - 0.42 ლ;
  • ელემენტის ხანგრძლივობა - 150 წთ;
  • მტვერსასრუტის ზომებია - 34.50×34.50×9.60 სმ;
  • სენსორის ტიპი - ინფრაწითელი/ულტრაბგერითი.

დადებითი:

  • მაღალი ხარისხის დასუფთავება;
  • ადვილად იწმინდება;
  • შეწოვის ენერგიის რამდენიმე რეჟიმი.

მინუსები:

  • მტვერსასრუტი ხელით უნდა მიიტანოთ დასამუხტ ბაზაზე თუ დასუფთავება დასრულებულია სხვა ოთახში.

Kitfort KT-533

მტვერსასრუტი Kitfort შექმნილია მშრალი და სველი წმენდისთვის. კორპუსი აღჭურვილია რბილი მასალებით, რომელიც იცავს შემთხვევითი შეჯახებისგან.

დამუხტვის შემდეგ,  2 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობხ, რომლის შემდეგაც მტვერსასრუტი ავტომატურად ბრუნდება დასატენ ბაზაზე.

რობოტი მტვერსასრუტები - დამატებითი კომფორტი და წესრიგი თქვენი სახლისთვის

ნაკრებში შედის ელექტრო ფუნჯი, რომელიც ტურბო რეჟიმში გამოიყენება. მართვა ხდება დისტანციური მართვისა და თავად მოწყობილობის ფუნქციების გამოყენებით. მტვერსასრუტი აღჭურვილია ადგილობრივი დასუფთავების რეჟიმითა და ტაიმერი.

ადვილად გადალახავს დაბალ (3 სანტიმეტრამდე) დაბრკოლებებს და უმკლავდება მაღალი წყობის ხალიჩებსაც.

ძირითადი მახასიათებლები:

  • კონტეინერის მოცულობა - მტვრისთვის 0.30 ლ, წყლისთვის 0.30 ლ;
  • კვების ელემენტის ხანგრძლივობა - 120 წთ;
  • მტვერსასრუტის პარამეტრებია - 31.50×31.50×7.10 სმ;
  • სენსორის ტიპი - ინფრაწითელი / ულტრაბგერითი.

დადებითი:

  • ხმაურის დაბალი  დონე;
  • აქვს ტურბო რეჟიმი;
  • ტევადი ბატარეა, რომელიც 2 საათზე მეტხანს ძლებს.

მინუსები:

  • მტვრის პატარა კონტეინერი.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
Regular price 249.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
Regular price 249.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
Regular price 309.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი