Redmond, Panasonic, Bosch ხოცსაკეპი მანქანები

გამომდინარე იქიდან, რომ აღწერაში ხშირად ერთი კონკრეტული ბრენდის ხოცსაკეპი მანქანების მიმოხილვას ვაკეთებთ, დღევანდელ აღწერაში გვინდა წარმოგიდგინოთ სხვადასხვა მწარმოებლის, მათ შორის Redmond, Panasonic, Bosch ხორცის საჭრელი მანქანები, რომლებიც ერთმანეთის შედარების საშუალებას მოგცემთ.

REDMOND RMG-1216

აღნიშნული მოდელის REDMOND ხორცსაკეპი  მძლავრი დანადგარია, რომელსაც წუთში 2 კგ-მდე ხორცის გადამუშავება შეუძლია. გადატვირთვის შემთხვევაში, ძრავა ავტომატურად ითიშება, ხოლო ხორცის დამუშავებისას შესაძლებელია რევერსის ფუნქციის გამოყენებაც.

Redmond, Panasonic, Bosch ხოცსაკეპი მანქანები

ნაკრები შეიცავს 3 სახეხ დისკს, ასევე ძეხვისა და ქაბაბის დანართებსა და საპრესს. მყარი კონსტრუქცია, დამზადებულია პლასტმასისა და ლითონის კომბინაციით, უჯრა კი მთლიანად მეტალისაა. ყველა მოსახსნელი ნაწილის განთავსება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. აქსესუარების შესანახად გამოყოფილია სათავსო ყუთიც. დენის კაბელის სიგრძე კი  110 სმ-ია.

უპირატესობები:

  • გრძელი კაბელი;
  • მეტალის სხეულის ნაწილები, მეტალის უჯრა;
  • კარგი ძალა და შესრულება;
  • დანართების მდიდარი ნაკრები;
  • აქსესუარების ყუთი.

Panasonic MK-ZG1500BTQ

ეს მოდელი (164x391x327 მმ) აღჭურვილია 3 ტიპის დანართით, რომელსაც რევერსის ფუნქციაც აქვს. მანქანის პროდუქტიულობა წუთში 1.5 კგ-ია, სიმძლავრე  კი 240 W-ია (მაქსიმალური 1500 W). დენის კაბელის სიგრძე 0.9 მეტრია,  წონა 3.8 კგ.

Redmond, Panasonic, Bosch ხოცსაკეპი მანქანები

უპირატესობები:

  • კარგი დიზაინი;
  • მაღალი ხარისხის დანადგარი;
  • კომპაქტური მოდელი;
  • ძლიერი ძრავა;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • მარტივი აწყობა და დაშლა;
  • მკვეთრი დანა;
  • რევერსის ფუნქცია;
  • სრულყოფილად ასრულებს თავის ფუნქციას.

ნაკლოვანებები:

  • დენის კაბელისა და დანართების შესანახი ადგილი არ არის გათვალისწინებული;
  • ზოგიერთ მომხმარებელს არ მოსწონს, რომ ძეხვის დასამზადებელი დანართი არ მოყვება კომპლექტს;
  • არ არის რეკომენდირებული ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა;
  • დენის კაბელი მოკლეა.

Bosch MFW 45020/45120

კიდევ ერთი ელექტრო ხორცსაკეპმანქანა  საშუალო ფასის სეგმენტიდან, რომელიც მომხმარებელთა შეფასებით, გამორჩეულია დამუშავების სიჩქარითა და გააზრებული უსაფრთხო დიზაინით.

Redmond, Panasonic, Bosch ხოცსაკეპი მანქანები

მწარმოებლის მიერ დეკლარირებული 500 ვტ სიმძლავრე იძლევა იმის საშუალებას, რომ  დიდი მოცულობის პროდუქცია გადაამუშაოთ. 1 წუთში შესაძლებელია 2.7 კგ ხორცის დამუშავება. გარდა სტანდარტული ხორცის დისკისა, კომპლექტში ასევე შედის ძეხვის და ქაბაბის დანართი.

უპირატესობები:

  • ლამაზი და დახვეწილი დიზაინი;
  • კორპუსის ერგონომიული ფორმა გამორიცხავს ხელიდან გასრილებას; ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებულია კომფორტული სახელური;
  • პროდუქტის სტაბილურობისთვის დამატებით მოყვება რეზინირებული ბალიშები;
  • კაბელისა და დანართების შენახვა შესაძლებელია სპეციალურ განყოფილებაში;
  • ხორცის დამუშავების ხარისხი რეგულირდება;
  • მოწყობილობა ადვილად იშლება და იწმინდება;
  • ძრავის გადახურების დროს, ხორცსაკეპი ავტომატურად ითიშება, რაც იცავს მას დაზიანებისგან.

ნაკლოვანებები:

  • ხმაურიანი მუშაობა;
  • დატვირთვის უჯრა არ არის მყარად დაფიქსირებული;
  • საშუალო ხვრელების დანართი ცალკე იყიდება.

Moulinex ხორცსაკეპი მანქანებზე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

ხორცსაკეპი FRANKO FMG-1025
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1025
Regular price 265.00 ლარი 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი SOLLEX FRANCE SL 622 1353914568326
ხორცსაკეპი SOLLEX FRANCE SL 622 1353914568326
Regular price 199.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1023
Regular price 449.00 ლარი 379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
ხორცსაკეპი FRANKO FMG-1050
Regular price 239.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი