გასაბერი აუზის ყიდვა ჯობს თუ კარკასულის?
კითხვა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს დაუსვამს და რომელზე პასუხიც შეიძლება არც ისე ცალსახაა, მაგრამ მაინც არსებობს და გადავწყვიტეთ, ერთ ინფორმატიული ხასიათის პოსტში გავაერთიანოთ.
თავად კითხვა ასე გამოიყურება: გასაბერი აუზების ყიდვა ჯობს თუ კარკასულის?
განვიხილოთ გასაბერი აუზების უპირატესობები, შემდეგ კარკასულებსაც შევეხოთ და ბოლოს ერთგვარი დასკვნაც გავაკეთოთ:
რა უპირატესობები აქვს გასაბერ აუზებს?
- თანაბარი ტევადობის პირობებში, ისინი ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ასაწყობი აუზები;
- საერთო ასორტიმენტის გათვალისწინებით, იკავებს უფრო მცირე ადგილს თქვენს ეზოსა თუ სახლში;
- არის არჩევანი საბავშვო მოდელებშიც;
- მარტივი სტრუქტურის გამო ძალიან ადვილია მისი აწყობა და ექსპლუატაცია;
რა შეიძლება განვიხილოთ მათ უარყოფით მხარეებად?
- ნაკლები არჩევანი დიდი ზომის აუზების ყიდვის სურვილის შემთხვევაში;
- ვინაიდან გასაბერია, შედარებით მეტი შანსია მისი დაზიანების (გახვრეტის), რაც მიუხედავად იმისა, რომ შესაკეთებელი მასალა შეფუთვაში თითქმის ყოველთვის არსებობს, მაინც ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე;

კარკასული აუზების უპირატესობები
- ძალიან დიდი არჩევანი, ზომებისა და მოცულობის მიხედვით;
- ბევრად უფრო მრავალხმრივი ტექნიკური შესაძლებლობები, ფილტრები, კარტრიჯები და ა.შ.
- ძალიან გამძლე კედლებისა და აუზის მასალა;
- თითქმის იგივე რეალობა, რასაც ჩაშენებული აუზის შემთხვევაში მიიღებდით.
და მასთან დაკავშირებული შესაძლო უარყოფითი გარემოებები
- მნიშვნელოვნად მაღალი ფასი;
- დიდი ადგილი, რომელსაც ისინი იკავებენ;
- ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეები, ზომიდან გამომდინარე, თუ უფასო მიტანის სერვისით არ სარგებლობთ.
დასკვნა:
თუ იაფიანი და არც ისე დიდი ზომის ან საბავშვო აუზის ყიდვა გსურთ, მაშინ გირჩევთ გასაბერი მოდელი შეიძინოთ. თუ თქვენთვის დიდი მოდელი და მასთან დაკავშირებული უამრავი დადებითი ფაქტორია მნიშვნელოვანი, მაშინ პირიქით - კარკასული ანუ ასაწყობი აუზი.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







