რა ტიპის ჩოფერები გვესაჭიროება სამზარეულოში?

სამზარეულოს დამხმარე ტექნიკების შესახებ არაერთს ვსაუბრობთ ბლოგებში და დღესაც კიდევ ერთი, შედარებით პატარა და პრაქტიკული ხელსაწყო - ჩოფერი უნდა გაგაცნოთ, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დიასახლისებში.  

ბლენდერებისა და კომბაინების შესახებ წინა ბლოგში ვისაუბრეთ და დღეს აგიხსნით კონკრეტულად რა დავალებების შესრულებაში დაგვეხმარება  ეს პატარა ჩოფერი.

დავიწყოთ იმით, რომ კერძის გაკეთების დროს, ბევრად მოსახერხებელია მისი გამოყენება, ვინაიდან არ იკავებს დიდ ადგილს და არ საჭიროებს დამატებით ფუნქციებსა თუ აღჭურვილობას.  

იმისათვის, რათა საკითხში უკეთ გავერკვეთ, განვიხილოთ  მათი მახასიათებლები.

სტაციონალურ ბლენდერს მაგიდაზე დასადგმელი საყრდენი აქვს, რომლის შიგნით ძრავაა ჩამონტაჟებული. როდესაც დანა ბაზის სხეულშია ჩასმული, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოძრაობას და მასში მოთავსებული პროდუქტების გადამუშავებას. 

რა ტიპის ჩოფერები გვესაჭიროება სამზარეულოში?

ამ ტიპის ჩოფერი მუშაობს ღილაკზე თითის დაჭერით, დიასახლისის ჩარევის გარეშე, რომელიც მხოლოდ ჭრის პროდუქტებს ყუთში მოსათავსებლად. საბოლოო ჯამში, ინგრედინტებიდან გამომდინარე, იგი იძლევა შემდეგ მზა კერძებსა და ნახევარ მზა პროდუქტებს:

  1. შერეულ კოქტეილის წვენს;
  2. შერეულ კრემს;
  3. მზა თხევად ან ნახევრად თხევად ცომს და სხვ. 

ჩოფერით  ყინულების დატეხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფუნქცია მითითებულია მოწყობილობის ინსტრუქციაში, რადგან ყინულებთან გამკლავებს სჭირდება მაღალი  სიმძლავრის ძრავა და ძლიერი დანა.

უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვეულებრივ ჩოფერებს ხშირად ადარებენ ხოლმე კომბაინებს, რომელიც არსებითად განსხვავებულია. თუ ჩოფერი შედარებით მცირე მოცულობისაა, კომბაინი ბევრად დიდია, რომელიც ფართო სპექტრის მახასიათებლებითაა უზრუნველყოფილი და აღჭურვილობაც განსხვავებული აქვს. მაგალითად, აქვს: 

  • უფრო დიდი ზომის საქშენები;
  • სხვადასხვა შესაძლებლობები;
  • დამატებითი დანები;
  • ფილტრის ელემენტები და მრავალი სხვ.

ამრიგად, კომბაინი შედგება ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობისგან, რომლებიც მოქმედებენ ერთი ხელსაწყოდან გამომდინარე. პირობითად, მასში შეიძლება იყოს გაერთიანებული როგორც მიქსერის, ბლენდერისა და საწურის ფუნქცია.

ჩოფერების ფართო არჩევანს შეგიძლიათ თვალი  გადაავლოთ ჩვენს საიტზე, ხოლო შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით.

რა ტიპის ჩოფერები გვესაჭიროება სამზარეულოში? 

იმ შემთხვევაში, თუკი ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ რომელი მოწყობილობა შეიძინოთ - ჩოფერი თუ კომბაინი, მაშინ გაეცით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ შეკითხვებს პასუხები და არჩევანიც გაგიმარტივდებათ.  

დაფიქრდით:

  • გაქვთ სამზარეულოში ადგილი დიდი კომბაინისთვის?
  • რამდენად ხშირად გამოიყენებთ მას?
  • რა საკვებს ყიდულობთ ყველაზე ხშირად სამზარეულოსთვის?
  • ზედმეტად ძვირი ხომ არ არის ჩოფერთან შედარებით?

თქვენი პასუხების გაანალიზებით, მიხვდებით რომელი მოწყობილობა გჭირდებათ კონკრეტულად.  

თუ თქვენ გაქვთ საკმარისი ადგილი სამზარეულოში, რათა ხშირად გამოიყენოთ კომბაინი დიდი რაოდენობის საკვებისთვის და ამასთან, აპირებთ მისი მრავალი ფუნქციის გამოყენებას, ასევე მაღალი ფასის გადახდას, მაშინ ეს დანადგარი უნივერსალური იქნება თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. თუმცა, თუ არც დიდი ადგილი გაქვთ სამზარეულოში, არც მრავალრიცხოვანი ოჯახი  გყავთ, არც ფინანსები გიწყობთ ხელს, მაშინ მინი ჩოფერი ნამდვილად კარგი და ეკონომიური გადაწყვეტილებაა, რომელიც გულდაწყვეტილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

იმედია, ბლოგში მოცემული ინფორმაცია გამოგადგებათ და სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობასაც მოგცემთ.  აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ რომელიმე დანადგარის შეძენას გადაწყვიტავთ, ჩვენი საიტი საშუალებას გაძლევთ,  განვადების პირობებით ისარგებლოთ.   

ინტერნეტ მაღაზია isurve.ge -ს საიტზე ნებისმიერი ნივთის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენი ოპერატორები მზად არიან თქვენს შეკითხვას უპასუხონ და დახმარება გაგიწიონ. შეძენის შემთხვევაში კი, არაუმეტეს 1 დღეში, ნივთს სრულიად უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით მიიღებთ.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

ჩოპერი Weimar WE-3027
ჩოპერი Weimar WE-3027
Regular price 130.00 ლარი 109 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩოპერი Weimar WE‑SC3023GB
ჩოპერი Weimar WE‑SC3023GB
Regular price 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის ბლენდერი PHILIPS HR1603/00
ხელის ბლენდერი PHILIPS HR1603/00
Regular price 224.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩოპერი Weimar WE3025
ჩოპერი Weimar WE3025
Regular price 160.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი