რა არის ლეპტოპი?

ლეპტოპი არის პატარა პერსონალური კომპიუტერი. ის შექმნილია ტრადიციული დესკტოპის კომპიუტერების მსგავსი შესაძლებლობით, თუმცა უფრო მეტად პორტატიულია. მოწყობილობის სახელი მისი პრაქტიკული გამოყენებიდან მომდინარეობს. არ საჭიროებს სამუშაო მაგიდას ან სხვა ზედაპირს, შესაძლებელია მისი მოთავსება ადამიანის მუხლებზე და ისე გამოყენება.

ლეპტოპ კომპიუტერებს შეიძლება ასევე ვუწოდოთ ნოუთბუქის კომპიუტერები, თუმცა ლეპტოპი ჩვეულებრივ უფრო გულისხმობს ისეთ კომპიუტერს, რომელიც უფრო პატარა და მსუბუქია - ვიდრე ლეპტოპი. ლეპტოპის დაკეცვა შესაძლებელია ტრანსპორტირების დროს, რადგან მას აქვს ჩაშენებული კლავიატურა და სენსორული პანელი. 

რა არის ლეპტოპი?

ლეპტოპების უმეტესობა საკმარისად ძლიერია ყოველდღიური ბიზნეს ადმინისტრაციული, სახლის ან სკოლის საჭიროებების დასაფარად. თუმცა, თუ მომხმარებელი აკეთებს გრაფიკულ სამუშაოს, როგორიცაა 3D რენდერი ან ფილმის კოდირება, საჭიროა უფრო მოწინავე და მძლავრი ლეპტოპი. რაც უნდა მოწინავე იყოს ლეპტოპი, ყველაზე მაღალი დონის მოწყობილობებიც კი მაინც ვერ უწევენ კონკურენციას მაღალი სიმძლავრის, სამუშაო მაგიდის კომპიუტერებს. თქვენი სამუშაოს სპეციფიკა განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო ლეპტოპის ტიპს. ვინაიდან ამდენი ვარიანტი არსებობს, მნიშვნელოვანია იცოდეთ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვადასხვა სპეციფიკაციის მქონე ლაპტოპებს, რათა აირჩიოთ თქვენი ბიზნესისა და ბიუჯეტისთვის შესაბამისი მოდელი.

რა არის ლეპტოპი?

ლეპტოპის კომპიუტერები შეიძლება გამოყენებულ იქნას სამუშაო მაგიდაზე დამოუკიდებლად, ან როგორც დესკტოპის სტილის კომპიუტერი ცალკე მონიტორის, კლავიატურის და მაუსის დაკავშირებით. ეს პატარა კომპიუტერები, ასევე შეიძლება მიმაგრდეს სხვა მოწყობილობებზე, რომლებიც ზოგიერთ ლეპტოპს საშუალებას აძლევს ადვილად დაუკავშირდნენ პერიფერიულ მოწყობილობებს, როგორიცაა მონიტორები და კლავიატურები, და შემდეგ <გათიშონ> მობილურით სარგებლობისა და ტრანსპორტირების დროს. კომპონენტები, როგორიცაა პროცესორები, დედაპლატები, მეხსიერების ჩიპები, მყარი დისკები, გრაფიკული ბარათები და ინტერფეისის მოწყობილობები არის ყველა ელემენტი, რომელიც ქმნის ლეპტოპ კომპიუტერს. რაც უფრო მცირეა ეს კომპონენტები, მით უფრო პატარა და მსუბუქია ლეპტოპი.

შემცირებული ზომის ნაკლოვანება ის არის, რომ უფრო მცირე კომპონენტებს, როგორც წესი, არ შეუძლიათ დავალებების ისეთივე სწრაფად შესრულება, როგორც უფრო დიდ კომპონენტებს, გარკვეულ შემთხვევებში.

კომპიუტერის კომპონენტების მწარმოებლები განუწყვეტლივ მუშაობენ, რათა  მათი ზომა შემცირდეს, ხოლო შესრულების ხარისხი კვლავ დარჩეს მაქსიმალურად მაღალი.

საუკეთესო სამუშაო ლეპტოპის ASUS VivoBook-ის მიმოხილვა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

ნოუთბუქი Lenovo LOQ 15 83JE018BRK
ნოუთბუქი Lenovo LOQ 15 83JE018BRK
4,899 ლარი / თვეში 262 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ნოუთბუქი HP OmniBook 5 Flip x360 C1UN4EA
ნოუთბუქი HP OmniBook 5 Flip x360 C1UN4EA
2,799 ლარი / თვეში 150 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ნოუთბუქი Asus TUF 18 FA808UH-S8058W
ნოუთბუქი Asus TUF 18 FA808UH-S8058W
4,199 ლარი / თვეში 225 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ნოუთბუქი Asus TUF 16 FX608JMI-TU394W
ნოუთბუქი Asus TUF 16 FX608JMI-TU394W
5,199 ლარი / თვეში 278 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი