პროფესიონალური წნევით სარეცხი მანქანების მიმოხილვა

სამრეწველო გამოყენებისათვის განკუთვნილია სპეციალური პროფესიონალური მაღალი წნევით სარეცხი აპარატები, რომლებიც გამოირჩევა დიდი სიმძლავრითა და შესრულების კარგი ხარისხით. აგრეთვე, მრავალფეროვანი ფუნქციებითა და დამატებითი აქსესუარებით.

წნევით სარეცხის საუკეთესო მწარმოებლებია:

საუკეთესო წნევით სარეცხი დანადგარის არჩევისას, მწარმოებელი და მისი რეპუტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ, ვფიქრობთ, წამყვანი კომპანიების რეიტინგი დაგეხმარებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.

  • Bosch (გერმანია) - პოპულარული კომპანია, რომელიც თავის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესოა. საქონელზე დიდი მოთხოვნა განპირობებულია ხარისხიანი წარმოების გამო;
  • Husqvarna (შვეიცარია) - მაღალტექნოლოგიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს კარგ სამშენებლო და ბაღის იარაღებს;
  • Karcher (გერმანია) - კომპანიის პროდუქტები ხელს უწყობს ოჯახში ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას, ასევე საზაფხულო აგარაკის ტერიტორიაზე დასუფთავებისა და მოვლის ეფექტურობას;
  • Daewoo Power (სამხრეთ კორეა) - ბრენდი პოპულარულია ხარისხიანი ბაღის ინსტრუმენტების, ასევე სამშენებლო და ელექტრო ხელსაწყოების წარმოებით;
  • Bort (გერმანია და ჩინეთი) - კომპანიამ შეძლო გაეერთიანებინა გერმანული ტექნოლოგია ჩინურ წარმოებასთან;
  • Huter (გერმანია) - დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა მაღალი ხარისხის წნევით სარეცხი აპარატის წარმოებით.

Karcher K 4 Full Control 1.324-000

კერხერის წნევით სარეცხი მანქანა, რომელიც საათში 420 ლიტრ წყალს გადაამუშავებს და მაქსიმალური წნევა 130 ბარია. კომპლექტში შედის მრავალფუნქციური სარეცხი საქშენები. გარდა ამისა, შესაძლებელია იარაღის წნევის რეგულირება და LSD ეკრანით მართვა.

გათვალისწინებულია 6 მეტრიანი სიგრძის შლანგი, ხოლო სარეცხის ავზი მოთავსებულია კორპუსში. ტრანსპორტირება მარტივია, რადგან ბორბლები და  ტელესკოპური სახელური აქვს.

პროფესიონალური წნევით სარეცხი მანქანების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • კარგი ძალა;
  • მარტივი გამოსაყენებელია.

ნაკლოვანებები:

  • შლანგი მოკლეა.

BOSCH GHP 5-75 (0.600.910.700)

ელექტრო, პროფესიონალური BOSCH წნევით სარეცხი საათში 570 ლიტრი მოცულობით, რომლის მაქსიმალური სამუშაო წნევა 185 ბარია. წყლის ტუმბო დამზადებულია სპილენძისგან, ხოლო დგუშები ფოლადისაა.

ნაკრებში შედის წყლის იარაღი, მბრუნავი საქშენი და რეგულირებადი მილი, ასევე 10 მეტრის სიგრძის დამაგრძლებელი შლანგი. შესაძლებელია წნევის კორექტირება, ხოლო ძრავის გამორთვა ღილაკის საშუალებით ხდება. ძალა იცვლება ღილაკის დაჭერის შედეგად. ტრანსპორტირებისთვის კი გათვალისწინებულია ბორბლები და ტელესკოპური სახელური.

უპირატესობები:

  • ტრანსპორტირების სიმარტივე.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი;
  • ქაფის გენერატორი ცალკე იყიდება.

HUTER W165-QL

კიდევ ერთი პროფესიონალური მოდელი, რომლის პროდუქტიულობა საათში 375 ლიტრია. მაქსიმალური წნევა 165 ბარია. ტუმბო დამზადებულია ალუმინისგან, ხოლო შლანგის სიგრძე 5 მეტრია. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება ბორბლები და სახელური.

პროფესიონალური წნევით სარეცხი მანქანების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • წყლის მძლავრი იარაღი;
  • დაბალი ფასი.

ნაკლოვანებები:

  • მოუხერხებელი შლანგი.

საიმედო და ძლიერი მოწყობილობა, რომელიც კარგად უმკლავდება გამხმარ ტალახს.

პოპულარული მოდელები

მაღალი წნევით სარეცხი აპარატი Bosch Easy Aquatak 120
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი Bosch Easy Aquatak 120
449.00 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი INGCO HPWR20008
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი INGCO HPWR20008
554.00 ლარი / თვეში 30 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი 1400W HOTECHE G840403
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი 1400W HOTECHE G840403
299.00 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი DINGQI 106003
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი DINGQI 106003
369.00 ლარი / თვეში 20 ლარი 420.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი