პირველი საახალწლო ნაძვის ხე

  პირველი ნაძვის ხე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გაჩნდა, როდესაც ადამიანები ამ ხეს სულ სხვა დატვირთვით იყენებედნენ. თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ თეთრი ნაძვის ხე ნეგატიურისგან განსაწმენდად იდეალური იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს შეხედულება შეიცვალა და ხემ სხვა დატვირთვა მიიღო.

ძველად ტრადიციად არსებობდა, რომ  უბრალოდ უნდა მოერთოთ სხვადასხვანაირი ხეები.  ხალხს სჯეროდა, რომ ყველა ხე კარგი ენერგიითაა დაჯილდოებული და რომ მათში ყოვლისშემძლე სულები ცხოვრობენ. ამრიგად, მათ ეს შესაძლო განწყობა დეკორაციებითაც დაამშვენეს. ძველად, ნაძვის ხეები ძირითადად ვაშლით, კვერცხითა და თხილით  იყო მორთული.

როდესაც ნაძვის ხემ ბუნებიდან სახლში დაიდო ბინა, ნელ-ნელა დაიწყეს მისი გაფორმება. დღეს უკვე ნაძვის გაფორმება ხელოვნების დონეზეა აყვანილი, რაშიც დიზაინერებიც აქტიურად არიან ჩართულები. ეს გასაკვირი სულაც არაა, ვინაიდან, ნაძვის ხის ფორმები, სათამაშოები, დეკორაციები ყოველწლიურად იხვეწება და ბაზარზე მოთხოვნაც მუდმივად იზრდება.

პირველი ნაძვის ხე  და მისი ხსენება, წმინდა ბონიფასის ძველ გერმანულ ლეგენდაში გვხვდება. ქრისტიანობის უპირატესობის დასამტკიცებლად, მას სურდა წარმართული ღმერთების უძლურების დემონსტრირება და მოჭრა ოდინის (ტოროას) წმინდა ხე.

პირველი ნაძვის ხე   გერმანიაშიც  განსხვავებული იყო. მაგალითად, აქ არსებობდა უძველესი ჩვეულება, რომ ტყეში საახალწლო ნაძვის ხე  ცვილის სანთლებითა და სათამაშოებით მორთულიყო, რომლის გარშემო სხვადასხვა სახის ცერემონიალი იმართებოდა. მოგვიანებით, ხეების გაწყობა დაიწყო სახლში.

ოფიციალურად პირველი  ნაძვის ხე  მიეწერება მარტინ ლუთერს, რომელმაც საშობაოდ საკუთარ სახლში მოაწყო ხე, რომელშიც ცხოვრების სიმბოლოს ხედავდა.

ამ საინტერესო ისტორიის შემდეგ, ოდნავ გადახვევას გავაკეთებთ და მოგიყვებით რამოდენიმე ქვეყნის შესახებ, რომლებსაც ნამდვილად ულამაზესი ნაძვის ხეები აქვთ წარმოდგენილი.

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე არის ეროვნული კულტურის საახალწლო და საშობაო ტრადიციების გული, ადგილი, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება წარსული წლის გასაცილებლად და ახალი წლის შესაგებებლად.

პარიზი, საფრანგეთი

პარიზში მდებარე ფლაგმანთა მაღაზია - Galeries Lafayette ყოველწლიურად ანათებს ნაძვის ხეს, რომელიც მდებარეობს მაღაზიის ცნობილი გუმბათის ქვეშ. ნაძვის ხის დიზაინი წლიდან წლამდე იცვლება და მსოფლიოს ასეულობით საუკეთესო დიზაინერი იბრძვის იმისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი ხელოვნების პროექტი მსოფლიოს.

პირველი საახალწლო ნაძვის ხე

ვილნიუსი, ლიტვა

ვილნიუსის ტაძრის მოედანი და მისი განსაცვიფრებელი საახალწლო ნაძვის ხე  უკვე დიდი ხანია იზიდავს ასობით ათას ტურისტს მთელი მსოფლიოდან. წელს მრავალფეროვანი განათების გამო, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეების სიაში მოხვდა. თუმცა, გვსურს ხაზი გავუსვათ გასული წლის ხეს - შესანიშნავი ზურმუხტის ხე, რომელსაც ჰქონდა კარები და ფანჯრები, როგორც მუმიების სახლს.

პირველი საახალწლო ნაძვის ხე

ნიუ-იორკი, აშშ

როკფელერის ცენტრში  მდგარი ნაძვის ხე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება. იმისდა მიუხედავად, რომ ნაძვის ხეების დამონტაჟების ოფიციალური ისტორია 1933 წლიდან იწყება, პირველი ნაძვის ხე 1931 წელს გააფორმეს. შემდეგ, ამ მიზნებისათვის, მუშებმა შეარჩიეს 6 მეტრიანი  ნაძვი და დაამშვენეს იგი  გირჩებით, ქაღალდის სათამაშოებითა და პატარა ქილებით.  1933 წლის შემდეგ, ცერემონია ყოველწლიურად იმართება.

პირველი საახალწლო ნაძვის ხე

ავსტრალია, მელბურნი

ავსტრალიას შეუძლია თავისი ორიგინალური ნაძვის ხის დიზაინებით მუდმივად გააცოს მოსახლეობა.  მაგალითად,  2015 წელს, დიზაინერებმა უზარმაზარი ნაძვის ხე მინიატურული ლეგოს ნაჭრებისგან დაამზადეს, რომელსაც ნახევარი მილიონი მრავალფუნქციური ფერადი ლეგოს სათამაშო დასჭირდა.

პირველი საახალწლო ნაძვის ხე

პოპულარული მოდელები

პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 350.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 300.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 210cm (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 210cm (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 500.00 ლარი 349 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150cm (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150cm (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 250.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია