Philips და Samsung მტვერსასრუტები
თუკი საოჯახო ტექნიკის განახლებას ფიქრობთ და ახალი მტვერსასრუტის ყიდვა ჯერ კიდევ იდეაში გაქვთ, მაშინ ეს იდეა აუცილებლად რეალობად უნდა აქციოთ, რაშიც ჩვენი დღევანდელი ბლოგიც დაგეხმარებათ.
დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ორი მწარმოებლის - Philips და Samsung მტვერსასრუტები, რომლებიც ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე განვადებით ან ფასდაკლებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ!
Philips FC9573 PowerPro Active
ციკლონის ფილტრის მქონე ბევრი მტვერსასრუტის მართვა მოუხერხებელია, მაგრამ გვინდა თამამად აღვნიშნოთ ის, რომ აღნიშნული მოდელის Philips მტვერსასრუტის შემთხვევაში ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან მოწყობილობა კომფორტული გამოსაყენებელია.
ეს არის ძალიან ლამაზი და ფუნქციური მტვერსასრუტი, რომელსაც ორი სახელური აქვს და შესაძლებელია მისი ვერტიკალურად განთავსებაც. გარდა ამისა, იწონის მხოლოდ 5 კგ-ს, რაც კონკურენტ მოდელებთან შედარებით გაცილებით მცირე წონაა.
ავზის მოცულობა 1.5 ლიტრია, რომელიც სრულიად საკმარისია ერთი დიდი სახლის დასუფთავებისთვის. მუშაობის დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა დაცალოთ კონტეინერი და სასურველია გარეცხოთ იგი.
მოწყობილობა მუშაობს 1900 ვატიანი ძრავით, ხოლო შეწოვის სიმძლავრეა 410 ვტ-ი, რაც მშვენიერი მაჩვენებელია! უნდა აღინიშნოს, რომ ყველა იაფიანი მტვერსასრუტი, რომელსაც ციკლონის ფილტრი აქვს, გამოსცემს საშინლად მაღალ ხმაურს. ამ შემთხვევაში, არც Philips FC9573-ია გამონაკლისი, რომელიც 82 დბ-მდე ხმაურს იწვევს.
მტვერსასრუტი დენის წყაროს უკავშირდება 6 მეტრიანი კაბელის საშუალებით. სამუშაოს დასასრულს კი დატრიალებით დამოუკიდებლად თავსდება მტვერსასრუტში. გარდა ამისა, კორპუსის ქვემოთ განთავსებულია დანართების შესანახი სათავსოც.
უპირატესობები:
- მდიდარი ტექნიკა;
- გათვალისწინებულია დენის მარეგულირებელი;
- შესაძლებელია ვერტიკალური პარკინგი;
- არ არის ძალიან მძიმე;
- გათვალისწინებულია დანართების შესანახი ადგილი;
- დამატებითი გრძელი დენის კაბელი;
- შესანიშნავი შეწოვის ძალა.
უარყოფითი:
- მაღალი ხმაურის დონე;
- კონტეინერის დაცლის არასასიამოვნო და მტვრიანი პროცესი.
Samsung VC21K5150HP
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდელის მტვერსასრუტი Samsung ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელია.
ეს მოწყობილობა განკუთვნილია ქიმწმენდისთვის, ხოლო მისი ენერგიის მოხმარება 2100 ვტ-ია. ვფიქრობთ, შეწოვის ძალა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც 440 ვტ-ს აღწევს. თუ ბინაში პარკეტი ან ლამინატი გაქვთ, რეკომენდებულია ენერგიის ოდნავ შემცირება.
ენერგიის მარეგულირებელი განთავსებულია სახელურზევე. ციკლონის ფილტრის მქონე სხვა მოდელების მსგავსად კი, Samsung VC21K5150HP-ს ხმაურის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს, რომელსაც გარკვეულ მომენტებში შეუძლია 84 დბ-ს მიაღწიოს!
მტვერსასრუტს აქვს HEPA H13 ფილტრი, რომელიც კარგად ასუფთავებს ნებისმიერ დაბინძურებულ ადგილს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფილტრი დროდადრო უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება დენის ჩამრთველთან დაკავშირებას, ამისთვის განკუთვნილია 7 მეტრიანი კაბელი.
წესით, 7 მეტრი კაბელის სიგრძე საკმარისი თუნდა იყოს უზარმაზარი ოთახების დასასუფთავებლად. მოწყობილობის გამოყენების შემდეგ კი, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს, რომლის საშუალებითაც კაბელი ავტომატურად დატრიალდება მტვერსასრუტის შიგნით. რაც შეეხება დანართებს, კომპლექტში ნახავთ ფუნჯს და სამ პატარა აქსესუარს.
უპირატესობები:
- დენის მარეგულირებელი სახელურზევეა განლაგებული;
- ლამაზი დიზაინი;
- ძალიან მაღალი შეწოვის ძალა;
- გრძელი დენის კაბელი;
- გამოიყენება ხარისხიანი ფილტრი.
უარყოფითი:
- ტარებისთვის არ არის გათვალისწინებული სახელური;
- მაღალი ხმაურის დონე;
- ყოველთვის შესაძლოა ვერ შესძლოთ მისი დაბალ ფასად ყიდვა.
მტვერსასრუტების აღწერას რომელთაც სველი წმენდის ფუნქციაც აქვთ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს წინა ბლოგში.
პოპულარული მოდელები