პარტნიორი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ!
თუ თქვენ ეძებთ პარტნიორს, ფრის აპარატების წარმოების კუთხით, ეს სტატია დაგაინტერესებთ.
არჩევანი შევაჩერეთ, ამ მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სხვილ პატრნიორზე, რომელსაც 45 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს კარტოფილსა და საჭმლის გადამამუშავებელი ხაზების წარმოებაში, დიზაინში, მონტაჟსა და ექსპლუატაციაში მიღებაში.
ეს კომპანი არის Rosenqvists! იგი მთელი მსოფლიოსთვის ქმნის კვების მრეწველობის გადამამუშავებელ ტექნოლოგიებს.
Rosenqvists მომხმარებლებს ეხმარება დააგემოვნონ კარტოფილის ჩიფსები, კარტოფილი ფრის ან გადამუშავებული კარტოფილის სხვა კომბინაციები. კომპანიის ძირითადი დრო ეთმობა კარტოფილის გადამუშავებას, თუმცა, 2009 წლიდან მან კიდევ რამდენიმე მიმართულება დაიმატა.
დარწმუნდებით, რომ Rosenqvists-სთან ერთად უნდა შეარჩიოთ ფრის დასამზადებელი პროფესიონალური მოდელი, რათა მაქსიმლაური მოგება მიიღოს თქვენმა კომპანიამ.
ყველა საწარმოო ხაზის დამონტაჟება არის განგრძლივი თანამშრომლობის დასაწყისი მწარმოებელსა და დამკვეთს შორის. Rosenqvists ორიენტირებულია სასურველი ხარისხისა და შედეგის მიღებაზე და იმაზე, რომ წარმოების პროცესი გახადოს ოპტიმალური.
როგორც Rosenqvists -ის წარმოების დირექტორი გვიყვება, სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის მიღწევა მინიმალური ინვესტიციითაა შესაძლებელი. კერძოდ, შეგიძლიათ გაზარდოთ პროდუქტიულობა, შეამციროთ წყლის გამოყენება და სხვა ხარჯები.
თავდაპირველად, Rosenqvists-ის წარმომადგენლები ეწვევიან თქვენს ქარხანას, დააკვირდებიან მუშაობის პროცესს და ამის შემდეგ, მოგცემენ რჩევებს, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი პროცესების ოპტიმიზაციისთვის. კომპანია დაგეხმარებათ არსებული პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებაში და თქვენს პორტფელში ახალი პროდუქტების დანერგვაში.
Rosenqvists, ასევე, დაგეხმარებათ ნედლეულის შემოწმებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ მხოლოდ საუკეთესო ნედლეული ქმნის საუკეთესო პროდუქტს.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ფრის დასამზადებელი დანადგარის მეშვეობით, რომელსაც უკინალური დიზაინის ფრთები აქვს, თქვენ მიიღებთ თანაბრად და სრულფასოვნად შემწვარ ეფექტს! მას გააჩნია ზეთისგან გამწმენდი ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ფრი დარჩეს ნაკლებ ცხიმიანი, ხრაშუნა და გემრიელი. ფრის მოსამზადებელ დანადგარში ჩამონტაჟებული კონტროლერის ყუთი კი საშუალებას იძლევა, თავად შეცვალოთ დაბრაწვის და ზეთში ხარშვის დრო და ტემპერატურა. სურვილისამებრ, შესაძლებელია გათბობის მეთოდის შერჩევაც : ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ორთქლი.
შემწვარი პროდუქტების მცირე დროში გაგრილებას ხელს უწყობს ფოლადის ღვედი, რომელიც მარტივად ისხნება და ირეცხება.
მოგვიყევით, თქვენ ვისზე შეაჩერეთ არჩევანი!
ფრის აპარატების უპირატესობები და შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები