ORMATEK მატრასების პრემიუმ ხაზის მოდელები

დღეს რთული აღარ არის თქვენი  გემოვნებითა და ბიუჯეტის გათვალისწინებით მატრასების ყიდვა. მწარმოებლები მუდმავად გვახარებენ ახალ-ახალი პროდუქტებით, რომლებიც გამორჩეულია გაუმჯობესებული ტექნოლოგიებითა და უკეთესი მასალების გამოყენებით.

სავარაუდოდ, ბევრს სმენია Ormatek კომპანიის შესახებ, რომელიც მრავალი წელია მატრასების  ბაზარზე აქტიურად და წარმატებით პოზიციონირებს.

ბრენდი დაარსდა 2001 წელს და დღეს ის უდავო ლიდერია მატრასების, საწოლების, თეთრეულის წარმოებაში. 2014 წელს დაიწყო სპეციალური ხაზის წარმოება, რომელიც განკუთვნილია პრემიუმ და ძვირადღირებული პროდუქტებისთვის.

ORMATEK Tokyo

Tokyo კომბინირებული, 6 ფენიანი შემავსებლის მქონე მატრასია, რომელიც მიეკუთვნება პრემიუმ მოდელებს. კომფორტის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს შუალედური ფენების მონაცვლეობა: ნატურალური ლატექსი, თერმული თექა და ქოქოსის ნახარში. ცენტრალურ ნაწილს იკავებს შეცვლილი ქაფის ბლოკი, რომელიც აუმჯობესებს მატრასების ორთოპედიულ თვისებებს.

მატრასები ormatek tokyo

მოდელს აქვს სიმკვრივის 2 დონე. დაძაბული ფიზიკური დატვირთვის ან მძიმე დღის შემდეგ, უმჯობესია გამოიყენოთ ის მხარე, რომელსაც რბილი ლატექსის ფენა აქვს. ქოქოსის ბოჭკოვანი ზედაპირი გამოიყენება ხერხემლის სამკურნალოდ და სქოლიოზის თავიდან ასაცილებლად.

ყველა მასალა ჰიპოალერგიულია, ეკოლოგიურად სუფთა, კარგად სუნთქავს და ხელს უშლის მიკროორგანიზმების ზრდას. მატრასის დატვირთვის წონა 130 კგ-მდეა, რომელიც იდეალურია სხვადასხვა წონის მქონე მეუღლეებისთვის.

უპირატესობები:

  • სირბილის 2 ვარიანტი;
  • ხანგრძლივი მომსამსახურების ვადა;
  • ინარჩუნებს ნორმალურ მიკროკლიმატს;
  • გაუმჯობესებული ორთოპედიული თვისებები;
  • უსაფრთხო მასალები.

Ormatek Flex Zone

ლატექსის მატრასის სიმტკიცე საკმაოდ მაღალია, რომელშიც პოლიურეთანის ქაფი შემავსებლის ფუნქციას ასრულებს. თვისებების მიხედვით, იგი ახლოსაა ბუნებრივთან, მაგრამ უფრო დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.

საფარი დამზადებულია ბამბის ჟაკარდისგან, ჰიპოალერგიული ბოჭკოვანი მასალებით, რომელიც არ იგროვებს მტვერს და საშუალებას აძლევს ჰაერს იმოძრაოს. ამასთან, აშორებს ტენიანობას, ხოლო საპნიანი  ღრუბლით ძალიან ადვილად იწმინდება.

მატრასები flex_zone

უდავო უპირატესობაა ლეიბის რგოლად გადახვევის შესაძლებლობა. ამ მდგომარეობაში ის არ იკავებს დიდ ადგილს, თავსდება საბარგულში ან მანქანის სალონში და მოსახერხებელია ტრანსპორტირებისთვის.

უპირატესობები:

  • კომფორტის 5 ზონა;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • შესაფერისია ნებისმიერი საწოლისთვის;
  • მოსახერხებელია ტრანსპორტირება;
  • გადახვევის შესაძლებლობა.

Ormatek Flex Standart

ზამბარიანი მატრასი, რომელსაც კარგი ორთოპედიული თვისებები და ბიუჯეტური ღირებულებას აქვს. კარგი ვარიანტი იქნება საზაფხულო აგარაკებისთვის ან სტუმრებისთვის განკუთვნილი თავისუფალი საწოლისთვის.

მატრასები flex_standart

შენახვისა და ტრანსპორტირების თვალსაზრისით, ძალიან მოსახერხებელია, ხოლო  10 წუთის შემდეგ, ის მთლიანად აღადგენს თავის პირვანდელ ფორმას.

უპირატესობები:

  • უსაფრთხო მასალა;
  • დაბალი ფასი;
  • კარგი ვენტილაცია;
  • ხანგრძლივი მომსამსახურების ვადა;
  • მოსახერხებელი ტრანსპორტირება.

უზამბარო მატრასები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები