ორკამერიანი ხელმისაწვდომი ფასის საუკეთესო მაცივრები

ორკამერიანი მაცივარი ყველაზე პოპულარულია მყიდველებს შორის, რომლებიც მოსახერხებელია იმით, რომ მცირე ადგილს იკავებს. თუმცა, ამავე დროს, შეგიძლიათ დიდი რაოდენობით პროდუქტები ჩატვირთოთ მათში.

მომხმარებლების მიმოხილვების საფუძველზე, გადავწყვიტეთ ხელმისაწვდომი ღირებულების ორკამერიანი მაცივარების  განხილვა შემოგთავაზოთ. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუკი გეგმაში გაქვთ ახალი მაცვირის ფასდაკლებით ყიდვა, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს, სადაც აუცილებლად იპოვით თქვენთვის ოპტიმალურ მოდელს, ხოლო ნებისმიერ შერჩეულ მოდელს, პროდუქციას სრულიად უფასოდ მოგაწვდით ჩვენი კურიერი.

Liebherr CUel 2831

მაცივარი Liebherr CUel 2831 სრული ზომის ორგანყოფილებიანი მოდელია, ქვედა საყინულეთი, რომელსაც დღის განმავლობაში შეუძლია გაყინოს 4 კგ პროდუქტი: ხორცი, თევზი, ნახევარფაბრიკატები, კენკრა, ბოსტნეული.

მაცივრის განყოფილებაში მოთავსებულია FrostSafe კონტეინერები, რომელთა დახურული დიზაინის გამო, სიცივე მეტხანს რჩება, საკვები კი სუფთად ინახება. მოდელს აქვს SmartFrost ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც კედლებზე ყინული თითქმის არ ჩნდება ამიტომ, მაცივრის გალღობა მოგიწევთ გაცილებით იშვიათად.

ორკამერიანი ხელმისაწვდომი ფასის საუკეთესო მაცივრები

მუშაობის დროს, მაცივარი არ გამოსცემს ძლიერ ხმაურს, ხოლო ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, სიცივეს 25 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.

მახასიათებლები:

  • წვეთოვანი გალღობის სისტემა;
  • მაცივრის მოცულობა - 265 ლ;
  • ერთი კომპრესორი;
  • კარების სხვადასხვა მხარეს ჩამოკიდების შესაძლებლობა;
  • ზომები (WxHxD) - 55x161.20x63 სმ.

დადებითი:

  • გაგრილების ეფექტურობა;
  • მოსახერხებელი დიზაინი;
  • დიდი მოცულობა.

მინუსები:

  • გადასაადგილებლად გათვალისწინებული არ არის ბორბლები.

Bosch KGV36NL1AR

ორკამერიანი ბოშის მაცივარი დამზადებულია ლაკონური დიზაინით, რომლის წყალობითაც იგი წარმატებით მოთავსდება ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერში. მაცივრის კომპლექტში შედის მდგრადი მინისგან დამზადებული ოთხი თარო, რომელთაგან სამი სიმაღლის მიხედვით რეგულირდება.

VitaFresh სათავსო, რომელსაც ტენიანობის კონტროლი აქვს, ხილსა და ბოსტნეულს უფრო დიდხანს ინარჩუნებს. საყინულეში მოთავსებულია სამი კონტეინერი, რომელშიც შესაძლებელია სხვადასხვა საკვების მოთავსება.

ორკამერიანი ხელმისაწვდომი ფასის საუკეთესო მაცივრები

LED განათებები ბრწყინვალედ ანათებენ მთელ შიდა სივრცეს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ საჭირო პროდუქტები. მაცივარი ეკონომიურია და წელიწადში მხოლოდ 347 კვტ/სთ მოიხმარს.

მახასიათებელი:

  • ენერგომოხმარების კლასი - A;
  • მაცივრის მოცულობა - 317 ლ;
  • ერთი კომპრესორი;
  • კარების სხვადასხვა მხარეს ჩამოკიდების შესაძლებლობა;
  • ზომები (WxHxD) - 60x185x65 სმ.

დადებითი:

  • მასალების  კარგი ხარისხი;
  • მოსახერხებელი დიზაინი;
  • მითითებული მახასიათებლების შესაბამისობა.

Indesit EF 16

Indesit მაცივარი  შესაფერისია მცირე ოჯახისთვის. საყინულე განყოფილების ქვედა მდებარეობის გამო, მაცივრის კამერაზე წვდომა საკმაოდ მოსახერხებელია, ხოლო მასში არსებული თაროები და უჯრები საშუალებას გაძლევთ კომფორტულად განათავსოთ პროდუქტები.

ორკამერიანი ხელმისაწვდომი ფასის საუკეთესო მაცივრები

თითოეული კამერა დახურულია ცალკეული კარით. მაცივარს კი შეუძლია გაყინოს 2.5 კგ-მდე საკვები, ხოლო სუპერ გაყინვის ფუნქციის წყალობით, ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს.

მახასიათებლები:

  • ენერგოეფექტურიბის კლასი - A;
  • No Frost სისტემა;
  • მაცივრის მოცულობა - 256 ლ;
  • ერთი კომპრესორი;
  • ზომები (WxHxD) - 60x167x64 სმ.

დადებითი:

  • მშენებლობის  კარგი ხარისხი;
  • მოსახერხებელი დიზიანი;
  • გაგრილების ეფექტურობა.

პატარა ზომის ჩასაშენებელი მაცივრების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

მაცივარი ARDESTO DTF-M212X143 კლასი A+
მაცივარი ARDESTO DTF-M212X143 კლასი A+
Regular price 1,099.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაცივარი Hagen HRBF1832X კლასი A++
მაცივარი Hagen HRBF1832X კლასი A++
Regular price 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მაცივარი ARDESTO DNF-M295X188 კლასი A+
მაცივარი ARDESTO DNF-M295X188 კლასი A+
Regular price 1,599.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაცივარი Hagen HRBF1825W კლასი A+
მაცივარი Hagen HRBF1825W კლასი A+
Regular price 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი