მსოფლიოს ორიგინალური ნაძვის ხეები
ყოველ წელს დიზაინერები ან უბრალო ენთუზიასტები ნაძვის ხის ახალ-ახალ ვარიანტებს ქმნიან. ზოგს ცარიელი საკონსერვო ქილები შთააგონებს მთავარი საახალწლო ატრიბუტის შექმნას, ზოგსაც ბრილიანტები, ან სულაც კარტოფილი. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ორიგინალური ნაძვის ხეები გამოფინეს. მისი ამსახველი ფოტოების ნახვა თქვენც შეგიძლიათ - originaluri nadzvis xeebi.
ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრის წინ მდგარ, ნაძვის ხეს კენწეროზე სამმეტრიანი, სვაროვსკის კრისტალებით მოოჭვილი ვარსკვლავი ამშვენებს. ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში წყალზე მოტივტივე ნაძვის ხე აქვთ.
მეხიკოში კი ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხე დაამზადეს, რომლის სიმაღლე 110 მეტრია.
ყველაზე ორიგინალური იტალიაში, ინჯინოში, მთაზე მოხატული ნაძვის ხე გამოვიდა.
შვეიცარიაში კი უამრავი ტურისტი ჩადის ყველაზე გლამურული ნაძვის ხის სანახავად, რომლის ტოტებსაც სვაროვსკის 7 ათასი ქვა ამშვენებს. თუმცა ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეების ათეულში სხვადასხვა დროს შექმნილი საახალწლო შედევრები შევიდა.
ფილიპინებზე, საოკეანო პარკ მანილაში, წყალქვეშ ჩაყვინთვის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ოკეანის ფსკერზე მორთული საახალწლო ნაძვის ხე ენახათ. უჩვეულო წყალქვეშა საახალწლო სანახაობას სანტა კლაუსი და ქალთევზებიც ახლდნენ.
ამერიკელმა დევიდ ბარშოუმ ოთხ მეგობართან ერთად გადაწყვიტა, ნაძვის ხე გაზირებული სასმლის ლითონის ცარიელი ქილებისგან შეექმნა. ენთუზიასტ მეგობრებს ამ შედევრის შესაქმნელად ოთხი დღე და 400 ქილა დასჭირდათ. შორიდან ნაირფერად განათებული ნაძვის ხე ნამდვილს ჰგავს და მხოლოდ მიახლოებისას ხდება შესამჩნევი, რაოდენ უცნაურად არის აწყობილი.
ნაძვის ხე, ყირამალა, მართალია, ჩვენში ჯერ ახალი ხილია, მაგრამ მის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გვხვდება. მაგალითად, აღმოსავლეთი ევროპის ხალხში ის წმინდა სამებას განასახიერებდა.
პერუელმა სტუდენტებმა კარტოფილის ნაძვის ხე გააკეთეს. ორიგინალური საახალწლო კარტოფილის ხის შექმნაზე 100 კილოგრამი 400 სახეობის კარტოფილი გამოიყენეს. სხვათა შორის, პერუს ანდებში, ზღვის დონიდან 4 ათას მეტრზე, 2 ათასამდე სახეობის კარტოფილი მოჰყავთ.
ეს ყველაფერი საინტერესო და სახალისოა, მაგრამ მგონი არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს კარტოფილის დახარჯვას ნაძვის ხეზე.
საინტერესო: ყველა საახალწლო ნაძვი ისურვეზე.
ამიტომ ჩვეულ ნაძვის ხეებზე შევჯერდეთ. უფრო კი ხელოვნურზე, რადგან უფრო პრაქტიკული და იაფია. ასევე, მეტი არჩევანის საშუალება გვაქვს.
isurve.ge გთავაზობთ საახალწლო ნაძვის ხეების დიდ არჩევანს, განვადებით ან ფასდაკლებით.
ეწვიეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიას და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი!
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...