მშობლებისა და პატარების იდეალური დამხმარე - მაღალი ხარისხის ჭოჭინების მიმოხილვა

მშობლებისთვის განსაკუთრებული ბედნიერება შვილების პირველი სიტყვები და ნაბიჯებია. სიტყვები კომუნიკაციის შედეგად იბადება, ხოლო პირველი ნაბიჯები - საუკეთესო ჭოჭინების დახმარებით.

ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად გაიზარდა მოთხოვნა ჭოჭინებზე, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ არა მხოლოდ პატარებს, არამედ - მშობლებსაც.

ხარისხიანი ჭოჭინას შერჩევისას, ძალიან მნიშვნელოვანია დაინტერესდეთ ყველა იმ მასალით, რომლისგანაც მზადდება საბავშვო მოწყობილობა. არ არის რეკომენდირებული ზედმეტი ლითონის არსებობა ან უხარისხო პლასტმასით დამუშავებული მოდელის ყიდვა.

იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღება შესძლოთ, აუცილებლად გაეცანით ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე წარმოდგენილ მოდელებს, იქამდე კი თვალი გადავავლოთ რამდენიმე პოპულარული ჭოჭინას მიმოხილვას.

EVERFLO PENGUIN WT708

კლასიკური სტილის ჭოჭინა, რომლის ჩარჩო დამზადებულია მაღალი ხარისხის გამძლე მასალებისგან - პლასტმასის და მსუბუქი ლითონისგან. სავარძელი რბილი და კომფორტულია,  რომელსაც მყარი ზურგი აქვს.

მისი რეგულირება შესაძლებელია სიმაღლის მიხედვით, ოპტიმალური მდგომარეობისთვის კი შეგიძლიათ შეარჩიოთ სამიდან ერთი რეჟიმი.

მშობლებისა და პატარების იდეალური დამხმარე - მაღალი ხარისხის ჭოჭინების მიმოხილვა

მომხმარებლები ხშირად კითხულობენ იმას, თუ რა ასაკიდან გამოვიყენოთ ჭოჭინა. ექიმების რეკომენდაციით კი, ჭოჭინას გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ 6-9 თვიდან, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ზურგის დაჭერა და ვერტიკალური პოზიცია არ შექმნის ზედმეტ დატვირთვას ხერხემალზე.

მოწყობილობის ფუძე მართკუთხაა 6 ბორბლით, რომელსაც შეუძლია ყველა მიმართულებით ბრუნვა. ბორბლები დამზადებულია სილიკონისგან ამიტომ, ჭოჭინა თითქმის ჩუმად მოძრაობს და ლამინატსაც არ კაწრავს.

წინა ნაწილი ადაპტირებულია ბავშვის გასართობად, რომელიც დამზადებულია ნათელ, დადებით ფერებში. მაგიდის თავზე არის მოსახსნელი სათამაშო პანელი ბურთებით, ასევე ხმოვანი და მსუბუქი ღილაკებით. ცოტა მაღლა სათამაშოებით გაწყობილი რკალია, რომლებიც ბავშვებისთვის საინტერესო გასართობია.

უპირატესობები:

  • მოსახსნელი სავარძელი;
  • 10 მელოდია;
  • სიმაღლის 3 დონე;
  • სილიკონის ბორბლები.

უარყოფითი მხარეები:

  • ხმის კონტროლის არ აქვს.

CAPELLA BG-0619

ყველა მყიდველი ერთხმად აღნიშნავს ჭოჭინას ლამაზ დიზაინს, რომელსაც კარგად შერჩეული და ჰარმონიული ფერები აქვს. ბორბლები დამზადებულია სილიკონისგან, რომელიც გამძლეა და 360 გრადუსით კარგად ბრუნავს.

მოძრაობის სიჩუმე დიდ პლუსად ითვლება. სათამაშო პანელი კი აღჭურვილია სხვადასხვა ელემენტით, რომლის წყალობითაც  ბავშვი არ მოიწყენს.

საბავშვო ჭოჭინა აღჭურვილია კაშკაშა ღილაკებით, სახელურის საყრდენით, მოძრავი ფიგურებით, მოციმციმე შუქებით და სპეციალური ჩამოსაკიდი რკალით, რომელზეც სათამაშოებია.

მშობლებისა და პატარების იდეალური დამხმარე - მაღალი ხარისხის ჭოჭინების მიმოხილვა

სავარძელი დამზადებულია მკვრივი ტექსტილისგან, ხოლო შიგნით არის რბილი ბალიში, რომელიც გამოიყენება ბავშვის კომფორტულად მოსათავსებლად.

შესაძლებელია სავარძლის სიმაღლის რეგულირება, რაც ზრდის მის სასარგებლო თვისებებს. მწარმოებელი მიუთითებს ბავშვის მაქსიმალურ პარამეტრებზე - სიმაღლე 86 სმ, წონა 12 კგ. ჭოჭინას აქვს დასაკეცი დიზაინი, ამიტომ ისინი შესაფერისია პატარა ბინებისთვისაც.

უპირატესობები:

  • მდგრადობა;
  • სილიკონის ბორბლები;
  • შესაძლებელია ბორბლების დაბლოკვა;
  • მხიარული ფერები;
  • პრაქტიკული ქსოვილი.

უარყოფითი:

  • მაღალი ფასი.

BABY CARE PRIX

ჭოჭინას გამოყენება შეიძლება ექვსი თვის შემდეგ. ბავშვის მაქსიმალური დასაშვები წონაა 12 კგ. ამასთან, პროდუქტი ძალიან კომფორტულია და ადვილად რეგულირდება ბავშვის სიმაღლის შესაბამისად. ასევე არსებობს სიმაღლის ფიქსაციის სამი დონე.

მშობლებისა და პატარების იდეალური დამხმარე - მაღალი ხარისხის ჭოჭინების მიმოხილვა

საფარის მოხსნა მარტივია, რომლის გარეცხვაც  შესაძლებელია სარეცხ მანქანაშიც. ჭოჭინა საკმაოდ მანევრირებადი და კონტროლირებადია, რადგან აღჭურვილია 8 სილიკონის ბორბლით.

ბავშვის წინა მაგიდაზე დამონტაჟებულია სათამაშო პანელი, ხოლო უშუალოდ ჭოჭინა დამზადებულია კარგი ხარისხის,  ნათელი ფერის პლასტმასისგან, რომლებიც არ გამოყოფენ უსიამოვნო ქიმიურ სუნს.

უპირატესობები:

  • სილიკონის ბორბლები;
  • მოსახსნელი საფარი;
  • სიმაღლის სამი დონე;
  • 8 ბორბალი.

პოპულარული მოდელები

საბავშვო საწოლის თაღი HAPE E0023
საბავშვო საწოლის თაღი HAPE E0023
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო HAPE E0619
საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო HAPE E0619
Regular price 90.00 ლარი 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია