მიწის საბურღების პროფესიონალური და საოჯახო გამოყენების მოდელები

მიწაში მცირე ხვრელების გასაბურღად გამოიყენება ხრახნიანი ფორმის მოწყობილობა - მიწის საბურღი,  რომელიც ბრუნავს ბენზინის ძრავის დახმარებით.

დანიშნულების მიხედვით, მიწის საბურღები კლასიფიცირდება საყოფაცხოვრებო და პროფესიულ მოწყობილობებად. ჩვეულებრივ, აგარაკის მაცხოვრებლები იყენებენ ხეების დარგვისა და ღობეების დამონტაჟებისთვის ხელის მიწის ბურღებს, ხოლო უფრო დიდი სამუშაოებისთვის, მაგალითად, სახლის საძირკვლის გასაკეთებლად, გამოიყენება მძლავრი მოდელები.

ბაზარზე არსებობს სხვადასხვა მწარმოებლის მიწის საბურღები ამიტომ, კარგი მოწყობილობის არჩევა ადვილი არ არის. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე მოდელის განხილვა, რომელიც უკეთ დაგვანახებს მოწყობილის მუშაობის სპეციფიკასა და შესაძლებლობებს.

არჩევისას, სასურველია ყურადღება მიაქციოთ ინსტრუმენტის მახასიათებლებს, რომელზეც დამოკიდებულია მუშაობის მაჩვენებელი, ექსპლუატაციის ვადა და გამოყენების სიმარტივე. ჩვენ გავაანალიზეთ მომხმარებელთა მიმოხილვები,  წარმოების ხარისხი და საიმედოობა. ამდენად, მიმოხილვა შედგენილია შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით:

ძრავის მახასიათებლები;

  • წონა;
  • საწვავის ავზის მოცულობა;
  • ხრახნის დიამეტრი;
  • დამატებითი პარამეტრები;
  • სახელურის ერგონომიკა;
  • დიზაინის მახასიათებლები;
  • კომპლექტის შემადგენლობა;
  • ფასი.

Maxcut MC 55

მიწის საბურღის დიზაინი ითვალისწინებს მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ გამოყენებას, რომელიც განკუთვნილია ნიადაგისა და ყინულის გასაბურღად. საჭიროა მხოლოდ საბურღი პირების შეცვლა.

მოწყობილობის ძრავის სიმძლავრეა 2.2 კვტ, მოცულობა კი 55 სმ³-ია. საწვავის ავზის ტევადობა 1.3 ლიტრია, ხოლო მოდელის წონაა 11.6 კგ.

მიწის საბურღების პროფესიონალური და საოჯახო გამოყენების მოდელები

უპირატესობები:

  • ანტი ვიბრაციული სისტემა;
  • მასალების მაღალი ხარისხი;
  • დაბალი ფასი;
  • ოპერაციის გამარტივება;
  • შემთხვევითი დაწყების დაბლოკვა.

უარყოფითი მხარეები:

  • სახელურზე არ არის გათვალისწინებული რეზინისებრი ბალიშები.

Elitech BM 52E

სიმძლავრის თვალსაზრისით, Elitech  მიწის საბურღი ჩამორჩება წინა მოდელს, რომლის ძრავის მოცულობაა 52 სმ³, ე.ი. – 1.85 კვტ-ია.

მოწყობილობა მუშაობს 40 - 200 მმ დიამეტრიანი და 800-1000 მმ-იანი საბურღი პირებით, რომელიც უზრუნველყოფს 180 სმ სიღრმის ხვრელების მიღებას.

დაბალი წონის გამო, მარტივია  მოწყობილობის გამოყენება და ტრანსპორტირება, რომლის დიზაინი განკუთვნილია 2 ადამიანის სამუშაოდ.

დადებითი:

  • დაბალი ფასი;
  • ავზის მოცულობა 1.2 ლიტრია. ნაკრებში შედის ქილა, ძაბრი, ინსტრუმენტების ნაკრები;
  • მსუბუქი წონა;
  • მარტივი გამოსაყენებელი;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • კომპაქტური ზომები.

Champion AG252

საბურღი აღჭურვილია 1.46 კვტ სიმძლავრისა და 51.7 სმ³ მოცულობის ძრავით, ხოლო  საწვავის ავზის მოცულობა 0.98 ლიტრია.

მიწის საბურღების პროფესიონალური და საოჯახო გამოყენების მოდელები

უპირატესობები:

  • ძრავის გადახურებისგან დაცვა;
  • ხანგრძლივი დროით გამოყენების შესაძლებლობა;
  • მარტივად გამოსაყენებელი;
  • რეზინის ბალიშები სახელურებზე;
  • მაღალი დონის შესრულება.

ნაკლოვანებები:

  • წარმოების ხარისხი;
  • საწვავის ავზის მცირე მოცულობა.

Huter GGD-52

წინა მოდელის მსგავსად, აღნიშნული მიწის საბურღი  მუშაობს ნიადაგსა და ყინულზე. განკუთვნილია 1 ოპერატორის მიერ გამოსაყენებლად. ამასთან, ინსტრუმენტი აღჭურვილია 1.4 კვტ სიმძლავრის ძრავით, რომლის მოცულობაა 52 სმ³.

დიზაინი განკუთვნილია 100-300 მმ დიამეტრის მქონე  საბურღი პირების გამოყენებისთვის. კორპუსი დამზადებულია ყინვაგამძლე მასალებისგან, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ზამთარშიც.

დადებითი:

  • წონა - 6.8 კგ;
  • საშუალო ფასი;
  • მუშაობის დროს დაბალი ვიბრაცია;
  • ძრავის მარტივი გაშვება;
  • რეზინისებური სახელურები;
  • დენის ღილაკის დაბლოკვა.

პოპულარული მოდელები

მიწის საბურღი Royal Aligator RA-6801
მიწის საბურღი Royal Aligator RA-6801
Regular price 500.00 ლარი 419 ლარი / თვეში 23 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი