მანქანის  აქსესუარები, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ!

 მანქანის მეპატრონე თავიდანვე შეგუებული უნდა იყოს იმ აზრს, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს დადგეს „საშინელი“ დრო, როცა საბურავი დაიშვებს, აკუმულატორის ელემენტი დაჯდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მეტ-ნაკლებად შეამცირა მანქანის მფლობელთა პრობლემები, ისინი მაინც ხშირად ვარდებიან უხერხულ და გაუთვალისწინებელ მდგომარეობაში.

წინდახედული მძღოლი როგორც საკუთარ და სხვების გამოცდილებაზე დაყრდნობით,  ყველა საჭირო ნივთს აგროვებს და ინახავს მანქანის საბარგულში, რათა თავი დაიცვას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას.

სწორედ ასეთ მძღოლებს ვკითხეთ აზრი და თქვენთვის შევქმენით მანქანის აქსესუარების სია, რომელიც ავტომანქანის მფლობელთა საჭიროებების მიხედვით შეიქმნა.

მანქანის საფარი - თუ თქვენ მანქანას არ აყენებთ ავტოფარეხში, რთული მისახვედრი არ არის, რა სიურპრიზებს შეიძლება გადააწყდეთ ყოველ დილით მანქანის გარშემო : მტვერი, ჭუჭყი, ჩიტების დიარეით გამოწვეული ლაქები და მისთანანი. ყოველი ასეთი შემთხვევისგან თავის დასაცავად, მანქანის საფარი იდეალური გამოსავალია. დაფიქრდით, თავად შეძლებ მოხსნათ დილით საფარი მანქანას, უკან მოიტოვოთ შრომატევადი წმენდის რიტუალი  და გზას გაუდგეთ მშვიდი განწყობით.

მანქანის  აქსესუარები, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ!

საწმენდი ქსოვილი - როცა მანქანას აჩერებთ ოფისის ავტოსადგომის ტერიტორიაზე, თავისუფლად შეიძლება იქაც გადააწყდეთ სიურპრიზს. თუ მანქანის საფარი არ გამოგიყენებიათ და ასე ვერ მოხერხდა მანქანის დაცვა ჭუჭყისგან, მაშინ საწმენდი ქსოვილი მოაგვარებს თქვენს პრობლემას და გაგიპრიალებთ ავტომანქანას მტვრისგან.  რა თქმა უნდა, საწმენდი ქსოვილი არის ავტომანქანის მოვლისთვის განკუთვნილი სპეციალური ქსოვილი და ნებისმიერი ქსოვილით ავტომანქანის წმენდა არ შეიძლება, რათა არ დაზიანდეს საღებავი.

ამას გარდა, გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს იმისა, რა გახდის თქვენს მანქანასთან ურთიერთობას და მგზავრობას კომფორტულს, რითი შეძლებთ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დაზღვევას და რომელი აქსესუარებია, რომლისთვისაც მანქანის საბარგულსა თუ სალონში აუცილებელად უნდა გქონდეთ ადგილი გამოყოფილი :

  1. ჰაერის გამაგრილებელი საშუალება - კონდენციონერი
  2. GPS ნავიგატორი
  3. პარკინგის სენსორი / კამერა
  4. სავარძლების გადასაფარებელი და იატაკის საგებები
  5. მრავალფუნქციური, სარემონტო ინსტრუმენტების ნაკრები
  6. აკუმულატორის დამტენი და მუხტის მიმცემი კაბელი

პოპულარული მოდელები

მანქანის მტვერსასრუტი Jet Power
მანქანის მტვერსასრუტი Jet Power
Regular price 100.00 ლარი 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სათავსო-ორგანაიზერი ავტომობილისთვის JOYART
სათავსო-ორგანაიზერი ავტომობილისთვის JOYART
Regular price 50.00 ლარი 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საქარე მინაზე დასამაგრებელი მზისგან დამცავი ჟალუზი Vehicle Shade UCCO
საქარე მინაზე დასამაგრებელი მზისგან დამცავი ჟალუზი Vehicle Shade UCCO
Regular price 85.00 ლარი 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ერთ ცილინდრიანი ჰაერის კომპრესორი ჩანთით Forsage F-20141175
ერთ ცილინდრიანი ჰაერის კომპრესორი ჩანთით Forsage F-20141175
Regular price 120.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი