მაგიდის ხერხი თუ დისკური ხერხი? რომელი ხერხი გჭირდებათ?
ორივე ტიპის ხერხს აქვს მსგავსი შესაძლებლობები, თუმცა განმასხვავებელ ფაქტორებს განაპირობებს ის თუ რა მასალასთან, სად და როგორ გიწევთ მუშაობა, შესაბამისად, ეს ბლოგი დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რომელი გჭირდებათ თქვენ.
რა განსხვავებაა მათ შორის?
მათ შორის მსგავსება შედარებით მეტია, ვიდრე განსხვავება, ვინაიდან ორივე იყენებს ელექტრონულ ძრავს, რისი მეშვეობითაც მუშაობს მჭრელი დისკი, რომელიც დამზადებულია ქვისაგან და ხელოსანი ახერხებს შესაბამისი მასალის დაჭრას.
მაგიდის ხერხი
მაგიდის ხერხი არის საუკეთესო საშუალება ზუსტი ჭრის გასაკეთებლად. იგი გამოიყურება, როგორც მაგიდა, რომლის ცენტრშიც დამაგრებულია მჭრელი დისკი და დიზაინი წარმოდგენილია ისე, თითქოს ის აწყობილია წრიული ხერხისგან, რომელიც განთავსებულია ცენტრში.
დიდი მაგიდები საშუალებას აძლევს ხელოსანს, რომ მოახერხოს შედარებით მოზრდილი მასალების დაჭრა და დამუშავება. ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მაგიდის ხერხი უფრო ზუსტი ჭრის შესაძლებლობას იძლევა, რადგან მჭრელი დისკის დარეგულირებით შესაძლებელია ჭრის კუთხისა და სიღრმის განსაზღვრა.
მაგიდის ხერხის ფუნქციონალურობის გასაზრდელად თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აქსესუარები და ხერხზე ზრუნვის შემთხვევაში მისი მუშაობის უნარიანობა თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობამდე გასტანს, ხოლო ნაჩვევი იარაღით მუშაობა, ზრდის მისი ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას და ხარისხს.
დისკური ხერხი
მატერიალებისთვის, რომელთა გადაადგილებაც შეუძლებელია და მათ მაგიდაზე ვერ მოვათავსებთ, იდეალური შესაძლებლობაა წრიული ხერხით მისი დაჭრა. წრიული ხერხის კვების წყარო ძირითად შემთხვევებში არის ელექტრული ბატარეა ან უბრალოდ კაბელი.
წრიული ხერხის სიზუსტე შედარებით მცირეა მაგიდის ხერხისაზე, თუმცა სიმძლავრე ანალოგიური აქვს და უპირატესობა არის ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ხელით და არის უფრო მოსახერხებელი.
დისკური ხერხი (ცირკულარული, მაგიდის გარეშე) გამოიყენება ხის, პლასტმასის, ლითონისა და ქვის დასაჭრელად, რისთვისაც გამოყოფილია სხვადასხვა ტიპის საჭრელი დისკი, რომლებიც ერთმანეთისგან, გარდა შესაძლებლობებისა, ფერითაც განსხვავდებიან.
რომელი ხერხი გჭირდებათ თქვენ?
წრიულსა და მაგიდის ხერხს შორის, თქვენ გჭირდებათ ორივე, ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ წრიული ხერხი დაამონტაჟოთ და გამოიყენოთ ისე, როგორც მაგიდის ხერხი, თუმცა მაგიდის ხერხს ვერ გამოიყენებთ ისე მოსახერხებლად, როგორც წრიულს.
ამიტომაც გადაწყვეტილება, თუ რომელი ელექტრო ხერხი იყიდოთ, მთლიანად თქვენს საქმიანობაზეა დამოკიდებული, თუ რისთვის აპირებთ მის გამოყენებას, მაგრამ ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ წრიული ხერხი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის მოსახერხებელი და სიმძლავრით არ ჩამოუვარდება მაგიდის ხერხს.
ხოლო მაგიდის ხერხისგან განსხვავებით, უპირატესობა გექნებათ ის, რომ თქვენ არ გაგიჭირდებათ ისეთი მატერიალების დაჭრა, რომელთა მაგიდაზე მოთავსებასაც ვერ ახერხებთ. თუ კი დაგჭირდებათ ისეთი ტიპის სამუშაოს შესრულება, რომელსაც მაგიდის ხერხი გაგიმარტივებდათ, თქვენ შეგიძლიათ წრიული ხერხის მაგიდაზე დამაგრება.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებასშესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...