მაცივარი - თქვენი ოჯახის წევრი
პირველად მაცივარი 1914 წელს დაპატენტდა ფლორენს პასპარტის მიერ. ალბათ ძალიან მოუხერხებელი იყო ისეთი დანადგარის გარეშე ყოფნა, ურომლისოდაც ნაწვალები და ნალოლიავები საჭმელი მაქსიმუმ ერთ დღეში გაფუჭდებოდა.
ჰოდა, ადამიანს რაც უფრო გიქმნის დისკომფორტს რაიმე მით უფრო გებადება გენიოსური იდეები.
მაცივრის არჩევისას ძირითად ყურადღებას ვაქცევთ მშრალი ყინვისაა თუ სველი, მოცულობაში რამხელა გვჭირდება, სამზარეულოს რომელი ფერი უფრო მოუხდება და რაც მთავარია ჩვენი ჯიბე როგორ გასწვდება ამ მეტად საჭირო ნივთს; თუმცა, არსებობს ერთი პატარა დეტალი, რომელზეც დიდად ყურადღებას არ ვამახვილებთ მანამ სანამ არ გაფუჭდება - მაცივრის ნათურა.
წარმოიდგინე, რა საშინელებაა ღამე საჭმელად ადგომას ძლივს რომ დააძალებ თავს მიიპარები ჩუმად მაცივართან, ოთახში შუქსაც ვერ ანთებ შიშით, აბა ვის მოუნდება ღამე ჭამის გამო ღორმუცელობა დაგწამონ...
გამოაღებ კარს და სრული სიბნელე. ვერ ხედავ რომელ თაროზე დევს შენი გემრიელი, არომატული კერძი ან კიდევ მარწყვის ნამცხვარი.
უიმედოდ აფათურებ ხელებს და ამ დროს მინის ბოთლს წაკრავ ხელს, იმას კიდევ უსინდისოდ იმხელა ხმა აქვს მარტო ოჯახს კი არა მთელ სამეზობლოს გააღვიძებს.
აი, ნათურით კი უცებ იპოვი საჭმელს მაცივარში, იქვე მოკალათდები იატაკზე და ნება-ნება შეექცევი ბოლო ლუკმამდე. სინდისიც დამშვიდებული გექნება, რადგან ვერავინ დაგინახა და ვერც ვერავინ გაიგო შენი ღამეული ვოიაჟი მაცივართან.
ჰოდა, აბა არის თუ არა მაცივრის ნათურა საჭირო? რა თქმა უნდა - კი! ჩემი თუ არ გჯერა, როცა გადაგეწვება მაშინ მიხვდები ჩემს სიტყვებს.
იქამდე, გადახედეთ ჩვენს პოსტს, როგორ შევარჩიოთ მაცივარი?
ან შეიძინეთ დიდი ან მინი მაცივარი განვადებით.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებებს :)
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...