ლობზიკები - სხვადასხვა მასალის საჭრელი მოწყობილობა

ლობზიკი ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა მასალასთან მუშაობისთვის, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ დაამუშაოთ პლასტმასი, თხელი რკინის ფირფიტები, კერამიკა და ა.შ. ამავე დროს, ლობზიკის  უპირატესობები სრულად ვლინდება ზუსტი ნიმუშური ჭრილის დამუშავებისას.

იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობის კომორტულად შესრულება შესძლოთ, გვსურს წარმოგიდგინოთ რამდენიმე ლობზიკის მიმოხილვა, ხოლო აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მეტი მოდელის სანახავად შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის isurve.ge საიტს, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სამშენებლო ელექტრო ხელსაწყოების განვადებით ყიდვა.

Jigsaw Phiolent PM4-700E

Phiolent PM4-700E ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია საყოფაცხოვრებო ლობზიკების რეიტინგში. მაღალი სიმძლავრისა და 2800 rpm-მდე სიჩქარის გამო, იგი კარგად უმკლავდება 110 მმ სისქის ხეს, 20 მმ-მდე ფერად ლითონებს და 10 მმ-მდე ფოლადს. მოსახერხებელი სახელური კი სამუშაო პროცესს რაც შეიძლება მარტივს ხდის.

ლობზიკის დახმარებით შეგიძლიათ 80-დან 460 მმ-მდე ხვრელების გაჭრა, ასევე სწორი და ხვეული ჭრილების გაკეთება. ხელოსნები, რომლებიც ამ ინსტრუმენტს იყენებენ, აღნიშნავენ მის გამძლეობას, სიმარტივესა და (დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობის შედეგად, მაქსიმუმ 7 წელი უპრობლემოდ მოგემსახურებათ) და მარტივ მოვლას.

ლობზიკები - სხვადასხვა მასალის საჭრელი მოწყობილობა

დადებითი:

  • ზუსტი ჭრა;
  • სიჩქარის ოპტიმალური შერჩევა;
  • გლუვი რეგულირება;
  • სხვადასხვა მასალისთვის ჭრის სიღრმის რეგულირება;
  • საყრდენის გამოყენების შესაძლებლობა;
  • დაბალი ვიბრაცია;
  • ზომიერი ხმაური;
  • მტვრის შეგროვების შესაძლებლობა;
  • გაზრდილი გამძლეობა.

Makita 4329

პროფესიონალური ბეწვა ხერხი , რომელიც რეიტინგის სათავეში მუდმივად ხვდება. მოდელის პოპულარობის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი შესანიშნავი ერგონომიკაა.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მოწყობილობას პრაქტიკულად არანაირი ვიბრაცია არ აქვს. 50 მმ დაფა მყისიერად ჭრის. გარდა ამისა, მუშაობს ისეთ მასალებთან, როგორიცაა კერამიკა, პლასტმასი და ლითონი (6 მმ-მდე).

მაკიტა ლობზიკი გამოიყენება ავეჯის, სადურგლო ნაწარმის და სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტილებების განსახორციელებლად. სხვა მოდელების მსგავსად, ამ მოწყობილობასაც შეუძლია განახორციელოს ხვეული და სწორი ჭრა. მათ შორის 45 გრადუსამდე დახრილი მაგიდის შემთხვევაშიც. საუკეთესო პროფესიონალური ლობზიკი, რომელსაც მართალია არცთუ მაღალი სიმძლავრე აქვს, ხასიათდება კარგი დიზაინითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით.

ლობზიკები - სხვადასხვა მასალის საჭრელი მოწყობილობა

დადებითი:

  • ექვსი რეგულირებადი ჭრის სიჩქარე;
  • გლუვი სიჩქარის კონტროლი;
  • რეგულირებადი ბაზის ფირფიტის კუთხე 45º და 90º-ით;
  • დაბალი ვიბრაცია;
  • ხმაურის ოპტიმალური მაჩვენებელი;
  • ხერხის დარტყმის ელექტრონული რეგულირება;
  • მტვერსასრუტთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • გამძლეობის მაღალი დონე.

DeWalt DW349

მოდელი მიეკუთვნება ელექტრო ინსტრუმენტების პროფესიონალურ კლასს. ძრავის სიმძლავრე 500 ვტ-ია, რომელიც ხეს 75 მმ სიღრმეზე ჭრის, ხოლო ლითონს 5 მმ-ზე.

პროფესიონალი ხელოსნები  ირჩევენ ავეჯის წარმოებისთვის, მოსაპირკეთებლად; შეკეთებისთვის და ა.შ. ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, DeWalt  ლობზიკი სამართლიანად იკავებს ტოპებში მოწინავე ადგილს.

ძირის რეგულირება შესაძლებელია 0-დან 45º-მდე კუთხით, რაც აფართოებს ფუნქციურობას.

ლობზიკები - სხვადასხვა მასალის საჭრელი მოწყობილობა

დადებითი:

  • სიჩქარის გლუვი კონტროლი;
  • დამწყები ღილაკის დაბლოკვა;
  • ჩიპის დამცავი ბალიში;
  • სამუშაო ადგილის განათება;
  • დაბალი ვიბრაცია;
  • მცირე ხმაური;
  • ერგონომიული სახელური.

მინუსები:

  • სამუშაო ადგილის განათება კარგი არ აქვს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ლობზიკის შერჩევისას - მოდელების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 800W INGCO JS80028
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 800W INGCO JS80028
Regular price 159.00 ლარი 140 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 570W INGCO JS57028
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 570W INGCO JS57028
Regular price 139.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი 5 საცვლელი პირით 800ვტ Total TS2081006
ბეწვა ხერხი 5 საცვლელი პირით 800ვტ Total TS2081006
Regular price 170.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი 800ვტ Total TS2081356
ბეწვა ხერხი 800ვტ Total TS2081356
Regular price 359.00 ლარი 329 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი