LG-ის 2019 წლის 4K ტელევიზორების TOP 3

LG, ყოველწლიურად, უამრავ ტელევიზორს აწარმოებს, შეიძლება უფრო მეტსაც ვიდრე სხვა ბრენდები.

მათი უმრავლესობა შედარებით იაფია, მაგრამ ყველა არ არის ერთნაირად კარგი, თავისი შესაძლებლობებისა და ფუნქციების მიხედვით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, LG ცნობილი გახდა თავისი OLED და IPS LCD ტელევიზორებით.

აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდი OLED ტექნოლოგიით აღჭურვილი მოწყობილობის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელია.

ახლა კი წარმოგიდგენთ LG-ის 2019 წლის საუკეთესო 4K ტელევიზორების სამეულს, რომელიც შეიძლება თქვენი არჩევანი გახდეს.

LG-ის 55 ინჩიანი 4K ტელევიზორი

LG-ის 2019 წლის 4K ტელევიზორების TOP 3

ერთ-ერთი საუკეთესო LG ტელევიზორი, რომელსაც ბაზარზე ნახავთ, არის B9 OLED. ეს შესანიშნავი არჩევანია სურათის განსაკუთრებული ხარისხის ხარჯზე.

ისევე, როგორც ყველა OLED ტელევიზორი, ეს მოდელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ შავტონებს დღისა და ღამის განათების პირობებში. 

ეს ტელევიზორი შექმნილია LG-ის ინტერფეისის უახლესი ვერსიით, რომელიც სწრაფია, ადვილად გამოსაყენებელი და გაძლევთ წვდომას დამატებითი პროგრამების ძალიან დიდ არჩევანზე.

B9-ს აქვს HDMI 2.1 მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია მიიღოს 4k 120Hz სიგნალი.

მოდელი შექმნილია HDMI ფორუმის ახალ ცვლადი განახლების კურსის ტექნოლოგით და ავტომატური დაბალი ლატენტაციის რეჟიმით.

ეს მახასიათებელი იდეალურია ახალი თაობის კონსოლებისთვის.

სამწუხაროდ, როგორც სხვა OLED-ს, აქვს გამოსახულების დროებითი ხარვეზის ან თუნდაც მუდმივი დამწვრობის რისკი.

LG-ის 4K LED ტელევიზორი

LG-ის 2019 წლის 4K ტელევიზორების TOP 3

თუ გინდათ, რომ თავიდან აიცილოთ გადაწვის რისკი, მაშინ LG გთავაზობთ LED ტელევიზორს - LG SM9500.

ეს არის შესანიშნავი LED ტელევიზორი IPS პანელით, ძალიან კარგი სურათის ჩვენების ხარისხით, კადრის მინიმალური შეყოვნებითა და იგივე მახასიათებლებით, რაც LG B9 OLED-ს გააჩნია.

აღჭურვილია ოთხი HDMI 2.1 პორტით და HDMI ფორუმის, ახალი, ცვლადი განახლების კურსის მხარდაჭერით.

ეს მოდელი მოგცემთ ნათელ და მკაფიო გამოსახულებას დღის განათების პირობებში.

სამწუხაროდ, IPS ტელევიზორების უმეტესობის მსგავსად, ის არც ისე კარგია ბნელ ოთახში.

თუმცა აქვს სრული მასივი, ღამის განათებისას უკეთესი ჩვენებისთვის.

LG-ის ბიუჯეტური 4K ტელევიზორი

LG-ის 2019 წლის 4K ტელევიზორების TOP 3

LG-ის საუკეთესო ბიუჯეტური ვარიანტი არის UM7300 LCD ტელევიზორი. მას არ შეუძლია ისეთივე ნათელი ფერების ჩვენება, როგორც LG SM9500-ს და არ გააჩნია ბნელ ოთახში ჩვენების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

თუმცა ფასის გათვალისწინებით, ეს მოდელი შესანიშნავი არჩევანია თავისი მახასიათებლებით.

UM7300-ს აქვს IPS პანელი, რომელიც სურათს მაღალი ხარისხის გამოსახულებას აძლევს. 

ასევე, აქვს ძალიან დაბალი შეყვანის შუალედი ისევე, როგორც LG-ის ტელევიზორების უმეტესობას, რაც შესანიშნავია კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის.

მთლიანობაში, LG UM7300 არის კარგი 4k ტელევიზორი, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება საშუალოდ განათებულ ოთახს.

პოპულარული მოდელები

Smart Android ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32SH1400
Smart Android ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32SH1400
369.00 ლარი / თვეში 20 ლარი 500.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32N4000
ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32N4000
289.00 ლარი / თვეში 16 ლარი 400.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი HAIER LE32F6000S 32 inch (81 სმ)
ტელევიზორი HAIER LE32F6000S 32 inch (81 სმ)
309.00 ლარი / თვეში 17 ლარი 429.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი Hoffmann 43AT4000 43 inch (109 სმ)
ტელევიზორი Hoffmann 32NST3000 32 inch (81 სმ)
269.00 ლარი / თვეში 15 ლარი 0.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი