ლაზერებისა და ნიველირების კომპაქტური მოდელების მიმოხილვა

კედლის, იატაკის, ჭერის სიზუსტის შესანარჩუბლად, ყველა მშენებელმა იცის, რომ აუცილებელია ლაზერებისა და ნიველირების გამოყენება, რათა სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოები მაქსიმალურის სიზუსტით შესრულდეს.

რადგან ბაზარზე წარმოდგენილია ლაზერების არაერთი მოდელი, ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობების მცირე რეიტინგი, რომელიც დაგეხმარებათ მახასიათებლების განსაზღვრაში.

ADA instruments CUBE Basic Edition (А00341)

მიჩნეულია, რომ ADA ინსტრუმენტები ძირითადად ხელმისაწვდომი ღირებულებისაა, მაგრამ საკმაოდ კარგი ხარისხის.

ჩვენს მიერ წამოდგენილი დღევანდელი სამშენებლო ლაზერი, წინა ბლოგებში აღწერილი კომპაქტური მოდელისგან ოდნავ განსხვავდება. დიდი ზომების გამო, მოწყობილობაში არა ორი, არამედ სამი AAA ელემენტი თავსდება (მოცემულია ნაკრებში), რაც უზრუნველყოფს უკეთეს ავტონომიურობას.

ლაზერებისა და ნიველირების კომპაქტური მოდელების მიმოხილვა

ხედვის კუთხე CUBE მოდელში 100 გრადუსია, რომელიც ახერხებს ვერტიკალურსა და ჰორიზონტალურ სკანირებას. ავტომატური ნიველირება მუშაობს 3 გრადუსზე, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საერთოდ გამორთოთ.

უპირატესობები:

  • სამუშაო ტემპერატურა;
  • უნაკლო მუშაობა;
  • ოპერაციული ტემპერატურის ფართო სპექტრი;
  • საიმედოობა და პრაქტიკულობა;
  • ნათელი ხაზები, რომლებიც მზიან დღესაც კარგად ჩანს;
  • დიაპაზონი 20 მეტრამდე;
  • დაბალი დონის ცდომილება.

Matrix Marker (35007)

ძალიან იაფიანი სახლის ლაზერი სხვადასხვა კუთხის მონიშვნისთვის. მოწყობილობა შეუცვლელი ასისტენტია სარემონტო სამუშაოებისთვის, რომელიც  საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ მაქსიმალურ სიზუსტეს.

მიმოხილვებში მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მოდელი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია გამოსაყენებლად, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის მასალებითა და მუშაობით.

სამშენებლო ლაზერი  უზრუნველყოფს საიმედოობასა და გამძლეობას. მოწყობილობა მუშაობს სამი AA ბატარეით, რომელიც საკმარისია დიდი ხნის განმავლობაში უწყვეტი მუშაობისთვის - 8 საათამდე. დაბალი ღირებულების ფონზე, მოდელს აქვს მაღალი სიზუსტე - 0.1± მმ/მ.

უპირატესობები:

  • ძალიან დაბალი ფასი;
  • ხარისხიანი მასალები და სამუშაოები;
  • ხანგრძლივი მუშაობა უწყვეტ რეჟიმში ბატარეების შეცვლის გარეშე;
  • მაღალი სიზუსტე;
  • საიმედოობა და გამძლეობა.

ამ მოდელში ტექნიკური მახასიათებლებისა და მომხმარებლის მიმოხილვაში ვერანაირი ხარვეზი ვერ ვიპოვნეთ, რის გამოც იგი მიეკუთვნება საუკეთესო ლაზერული მანძილმზომს.

Kapro Prolaser T-Laser (893)

დაბალი ღირებულების მქონე ლაზერული თარაზო ოპტიმალურია (მშრალი კედლები, პანელის დაფები) ნებისმიერი მასალის ზუსტი აღნიშვნისთვის.  წარმოქმნის ერთ საკმაოდ ნათელ, წითელ სხივს 90˚ კუთხით.

მუშაობა მარტივდება დამონტაჟებული დამჭერის წყალობით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სპეციალური ღილაკი, რომელიც მუშაობს ზედაპირული ლაზერის რეჟიმში.

მიმღების გამოყენების გარეშე, გაზომვის დიაპაზონი მხოლოდ 3 მეტრია, ამიტომ მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოყენებისთვის. ფასის მხრივ,  ლაზერი  საკმაოდ ხელმისაწვდომია, რომელიც დამზადებულია ხარისხიანი მასალებით და  მუშაობს მხოლოდ ორი AAA ელემენტით.

ლაზერებისა და ნიველირების კომპაქტური მოდელების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • იაფიანი, მაგრამ მაღალი ხარისხის მოდელი;
  • ჩამონტაჟებული დამჭერი, რომლის დაფიქსირებაც მარტივად შეიძლება;
  • კარგად ჩანს სხივი.

ნაკლოვანებები:

  • გაზომვის მოკლე დიაპაზონი.

Leica Lino P5

პროფესიონალური სამშენებლო ლაზერი იდეალურია ვერტიკალური ხაზების დასაყენებლად და გასწორებისთვის, რომელიც გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებისთვის.

ჰორიზონტალში მცირე ცვლილებებით, ხელსაწყო თვითრეგულირდებადია. ამასთან, მოწყობილობა ძალიან მსუბუქია და მისი წონა მხოლოდ 320 გრ-ია.

რადგან სამი სტანდარტული AA ბატარეა აქვს, ლაზერული ნიველირის უწყვეტი მუშაობა 20 საათია. სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით,  წარმოიქმნება ძლიერი წითელი სხივი, რომელიც მკაფიოდ ჩანს დღისითაც კი, მზეზე.

მოქმედების რადიუსი 30 მეტრს აღწევს (მინიმალური შეცდომით 0.3 მმ).

ლაზერებისა და ნიველირების კომპაქტური მოდელების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • პროფესიული ინსტრუმენტი;
  • ხარისხი და საიმედოობა;
  • მოწყობილობის დაბალი წონა;
  • გრძელვადიანი მუშაობა უწყვეტ რეჟიმში.

ლაზერებისა და ნიველირების მოდელების შეფასება-წამყვანი ბრენდების მოკლე მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

ლაზერული ნიველირი შტატივთან ერთად BOSCH GLL 2-20 G+BT 150 Tripod (0601065001)
ლაზერული ნიველირი შტატივთან ერთად BOSCH GLL 2-20 G+BT 150 Tripod (0601065001)
Regular price 684 ლარი / თვეში 37 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ლაზერული ნიველირი BOSCH GLL 2-20 G
ლაზერული ნიველირი BOSCH GLL 2-20 G
Regular price 624 ლარი / თვეში 34 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოპტიკური ნიველირი Bosch GOL 26 D
ოპტიკური ნიველირი Bosch GOL 26 D
Regular price 849.00 ლარი 724 ლარი / თვეში 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თვითსწორებადი ლაზერული ნიველირი Total TLL255245
თვითსწორებადი ლაზერული ნიველირი Total TLL255245
Regular price 1,214 ლარი / თვეში 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი