კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანები ნებისმიერი სამზარეულოსათვის

პატარა ზომის ჭურჭლის სარეცხი მანქანა  შესანიშნავია პატარა სამზარეულოსთვის ან აგარაკისთვის. ასეთი აღჭურვილობა დიდ ადგილს არ დაიკავებს და ამასთან, ასრულებს  ყველა საჭირო ფუნქციებს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანების  მრავალფეროვნების გამო, სწორი მოდელის არჩევა რთულია. ამიტომ, მომხმარებელთა მეტი კომფორტისთვის,  ჩვენ შევარჩიეთ ვიწრო ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანების  რეიტინგი.

ფასისა და ხარისხის თანაფარდობის მიხედვით,  საუკეთესო მოდელების შერჩევა სამი ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა: ექსპერტთა მიმოხილვები, მომხმარებლების მოსაზრებები და ოფიციალური ტესტების შედეგები.

Electrolux ESL 94200 LO

ვიწრო ჭურჭლის მანქანა Electrolux  სხვა მოდელებისგან იმით განსხვავდება, რომ ყოველთვის აქვს სტაბილური შესრულება. ასევე, მოწყობილობის მცირე სიგანე (45 სმ) საშუალებას იძლევა  დააინსტალიროთ ისინი პატარა სამზარეულოშიც.

განსხვავებული პროგრამები დაგეხმარებათ სხვადასხვა ჭურჭლის ერთდროულად გარეცხვაში. აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელთა შორისაა: ნორმალური რეცხვა (65° C), ინტენსიური რეცხვა (70° C), სწრაფი რეჟიმი (65° C ტემპერატურაზე რეცხვა 30 წუთში) და ECO (ეკონომიური რეცხვა  50° C).

კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანები ნებისმიერი სამზარეულოსათვის

პანელი დაგეხმარებათ საჭირო პროგრამების შერჩევაში, ხოლო SENSORCONTROL სისტემა საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ კალათებში დატვირთული ჭურჭლის წონა და ავტომატურად შეცვალოთ წყლის და ელექტროენერგიის მოხმარების პარამეტრები.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 2100 ვტ;
  • ჭურჭლის ნაკრებების მაქსიმალური რაოდენობა - 9;
  • წყლის საშუალო მოხმარება ერთ ციკლზე - 10 ლიტრი;
  • ხმაურის მაჩვენებელი - 51 დბ.

დადებითი:

  • მაღალი ხარისხით რეცხვის შესაძლებლობა;
  • მარტივად გამოყენება;
  • დიდი ტევადობა.

მინუსები:

  • სამწუხაროდ, მუშაობს ხმაურით.

Bosch SPV25FX10R

ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა Bosch , რომელიც დახვეწილი დიზაინითა და მრავალფუნქციურობით გამოირჩევა,  სარეცხის სრულყოფილი შედეგის მისაღწევად იყენებს  განაწილების ხუთ  განსხვავებულ დონეს.  ზედა კალათის სიმაღლის რეგულირება კი საშუალებას მოგცემთ გარეცხოთ სხვადასხვა ზომის ჭურჭელი.

ბავშვებიანი ოჯახებისთვის სასარგებლო ფუნქციაა - ChildLock-ი, რომელიც კეტავს მართვის პანელსა და მანქანის კარს.

კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანები ნებისმიერი სამზარეულოსათვის

ჭურჭლის რეცხვისთვის გამოიყენება ხუთი პროგრამა: ავტომატური (45-65 ° C ტემპერატურაზე), საათი, სწრაფი რეცხვის რეჟიმი, ECO და ღამის რეცხვის რეჟიმი. ინტენსიური გამოშრობა საშუალებას იძლევა, რეცხვის შემდეგ ჭურჭელი მთლიანად გაშრეს.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 2400 ვტ;
  • ჭურჭლის ნაკრებების მაქსიმალური რაოდენობა - 9.5 ლ;
  • წყლის საშუალო მოხმარება ერთ ციკლზე - 10 ლიტრი;
  • ხმაურის მაჩვენებელი - 46 დბ.

დადებითი:

  • მშვიდი სამუშაო;
  • დანა-ჩანგლის განყოფილება;
  • მარტივი მართვა.

Midea MFD45S100W

ჭურჭლის სარეცხი Midea, რომლის სიგანე 45 სმ-ია, საშუალებას იძლევა დაინსტალირდეს პატარა სამზარეულოებში. უჟანგავი ფოლადის კამერაში შესაძლებელია დიდი რაოდენობით ჭურჭლის მოთავსება, რომელთა გარეცხვა შესაძლებელია ოთხი პროგრამიდან ერთის გამოყენებით: 90 წუთი, ეკონომიური (მსუბუქად ჭუჭყიანი კერძებისთვის, 205 წუთი), ინტენსიური (ძლიერ დაბინძურებული კერძებისთვის, 165 წუთი) და სწრაფი (30 წუთი).

კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანები ნებისმიერი სამზარეულოსათვის

ასევე არსებობს ნახევრად დატვირთვის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გარეცხოთ ნაკლები რაოდენობის ჭურჭელი და გამოიყენოთ ნაკლები წყალი. ელექტრონული პანელი კი საშუალებას მოგცემთ დააყენოთ რეცხვის სასურველი რეჟიმი და თვალყური ადევნოთ მის დასრულებას.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1390 ვტ;
  • ჭურჭლის ნაკრებების მაქსიმალური რაოდენობა - 9;
  • წყლის საშუალო მოხმარება ერთ ციკლზე - 9 ლიტრი;
  • ხმაურის მაჩვენებელი - 49 დბ.

დადებითი:

  • კარგად რეცხავს ჭურჭელს;
  • აქვს გაჟონვისგან დაცვის ფუნქცია;
  • მუშაობს მშვიდად.

პოპულარული მოდელები

ჭურჭლის სარეცხი მანქანა 12 კომპლექტი Midea MFD60S100S
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 12 კომპლექტი Midea MFD60S100S
Regular price 1,520.00 ლარი 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13 კომპლექტი Vestel DWA1E6B2B კლასი A++
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13 კომპლექტი Vestel DWA1E6B2B კლასი A++
Regular price 1,099 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 14 კომპლექტი Midea MID60S300 კლასი A++
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 14 კომპლექტი Midea MID60S300 კლასი A++
Regular price 1,599.00 ლარი 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 10 კომპლექტი Midea MID45S300 კლასი A++
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 10 კომპლექტი Midea MID45S300 კლასი A++
Regular price 1,369.00 ლარი 1,149 ლარი / თვეში 62 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი