კომპაქტური დიზაინის სამგზავრო თმის ფენები

ყველა ქალბატონი ოცნებობს შეინარჩუნოს სილამაზე და მიმზიდველობა ნებისმიერ პირობებში. მნიშვნელოვანი მომენტია თმის ვარცხნილობაც, რომელიც საუკეთესო თმის ფენების  საშუალებით მიიღწევა.

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ სამგზავრო თმის ფენები, რომლებიც მოგზაურობის დროს განსაკუთრებით დაგეხმარებათ. კომპაქტური მოწყობილობები წარმოდგენილია დასაკეცი სახელურებით, რომლებიც მარტივად თავსდება ჩემოდნებსა თუ პატარა ჩანთებში.

Lumme LU-1040

Lumme სამგზავრო ფენია, რომელიც, მომხმარებელთა მიმოხილვის თანახმად, ძალიან ელეგანტური დიზაინისაა. აქვს არც ისე ადვილად დაბინძურებადი კორპუსი, ხოლო კორპუსზე განთავსებულია მხოლოდ საჰაერო ძალის რეგულატორი და დენის ღილაკი, რომელზეც თითის დაჭერა ძნელი არ არის. ფენის გამოყენება შესაძლებელია ერთი ხელითაც.

კომპაქტური დიზაინის სამგზავრო თმის ფენები

დასაკეცი სახელურის მქონე ფენს მუშაობის 2 რეჟიმი აქვს, რაც სამგზავრო ტიპის მოწყობილობისთვის საკმარისია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი;
  • მცირე წონა;
  • გადახურებისგან დაცვა;
  • დაჩქარებული გაშრობა;
  • ჩამოკიდებისთვის განკუთვნილი ძლიერი მარყუჟი.

Polaris PHD 1464T

ცნობილი ბრენდის Polaris ფენი უამრავ დადებით შეფასებას იღებს კომპაქტურობის, მსუბუქი წონის და გამოყენების სიმარტივის თვალსაზრისით. მოდელს შეუძლია ჰაერის მომარაგების ორ რეჟიმში მუშაობა, რომელიც საშუალებას აძლევს მფლობელებს გამოიყენოს მოწყობილობა არა მხოლოდ თმის გასაშრობად, არამედ - ვარცხნილობისთვისაც.

კომპაქტური დიზაინის სამგზავრო თმის ფენები

ფენს მოყვება სპეციალური დანართი, რომელიც განკუთვნილია ვარცხნილობისა თუ ხვეული თმის გასაკეთებლად. იმისთვის, რომ მოწყობილობის შენახვა გამარტივდეს, აქვს სპეციალური ჩამოსაკიდებელი მარყუჟი.

გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია გადახურებისგან დაცვის ფუნქციით, რომლის წყალობითაც, თმის საშრობი ფენი დიდხანს  და უპრობლემოდ იმუშავებს.

დადებითი:

  • წარმოდგენილია სხვადასხვა ფერში;
  • კორპუსის სასიამოვნო საფარი;
  • გამძლე დასაკეცი სახელური;
  • ოპტიმალური სიმძლავრე;
  • მოსახერხებელი ზომები.

თუკი ფენის ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს გადაავლოთ თვალი, სადაც წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ფენები. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ ფასდაკლებებითა და საჩუქრებით, რომელსაც isurve.ge ხშირად გთავაზობთ.

Scarlett SC-HD70IT10

დასაკეცსახელურიანი თანამედროვე თმის ფენი მუშაობს 1400 ვტ ოპტიმალური სიმძლავრით, რომელიც მომხმარებლების უმეტესობისთვის საკმარისია. გარდა ამისა, ეს მოდელი აღჭურვილია Advanced tourmaline ტექნოლოგიით, რომლის წყალობითაც თმა საიმედოდაა დაცულია გამოშრობისგან.

კომპაქტური დიზაინის სამგზავრო თმის ფენები

გარდა ამისა, თმის ფენი გთავაზობთ ცივი ჰაერის რეჟიმს, რომლითაც შესაძლებელია სწრაფად და ეფექტურად დააფიქსიროთ ნებისმიერი ვარცხნილობა. რაც შეეხება მოწყობილობის კორპუსს, იგი დამზადებულია სითბოს მდგრადი მასალისგან.

უპირატესობები:

  • ნებისმიერი თმის ვარცხნილობის შექმნის შესაძლებლობა;
  • ავტომატური გამორთვის ფუნქცია;
  • მავთულის დაცვა გადახვევისგან;
  • სტრუქტურის ჩამოსაკიდებლად გათვალისწინებულია მარყუჟის არსებობა;
  • ორი სიჩქარის რეჟიმი.

თმის ფენის შერჩევისას გასათვალისწინებელი ნიუანსები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ.

პოპულარული მოდელები

თმის ფენი დიფუზორით 5000W Politun PT-V3
თმის ფენი დიფუზორით 5000W Politun PT-V3
Regular price 55.00 ლარი 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პროფესიონალური თმის ფენი 4000W Mozer MZ-5919
პროფესიონალური თმის ფენი 4000W Mozer MZ-5919
Regular price 150.00 ლარი 44 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პროფესიონალური თმის ფენი 5000W Politun PT-V6
პროფესიონალური თმის ფენი 5000W Politun PT-V6
Regular price 150.00 ლარი 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი