კომფორტული მტვერსასრუტები ავტომობილებისთვის

ავტომობილის დასუფთავება არცთუ მოსახერხებელი პროცესია, რადგან გვიწევს ისეთი რთულად მისადგომი ადგილებიდან მტვრის ამოღება, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით ვერ შევძლებთ. სწორედ ამიტომ ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ისეთი ტიპის მტვერსასრუტებს, რომლებიც უფრო გაგიმარტივებთ ამ საქმეს.

მომხმარებელთა 90% ერთხმად აღნისნავს, რომ უსადენო ხელის მტვერსასრუტები საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან სხვადსხვა ტიპის საქშენების საშუალებით,  შეუძლიათ მანქანის  ნებისმიერ  წერტილს მარტივად მიწვდნენ.  ჩვენ წარმოგიდგენთ რამოდენიმე თანამედროვე მოდელს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.
პირველი ეს არის Black + Decker 20V Max Lithium Pivot BDH2000PL , რომლის გამორჩეული საქშენები, უზრუნველყოფს მტვრის ძლიერ შეწოვას და იდეალური დამხმარეა არათუ მანქანის, არამედ სახლის პირობებშიც. ამ მოდელის ტესტირების შედეგმა აჩვენა, რომ მტვერსასრუტი მარტივად იღებს მტვერს, ქვიშას, ნამცეცებსა და ცხოველის ბეწვს. 

მეორე ეს არის Black + Decker 16V Max Lithium Dustbuster Hand Vacuum . მართალია, ამ მოდელს არ შეუძლია რთულ ადგილებში მიდგომა ან  ცხოველის ბეწვის აღება, მაგრამ მაინც ახერხებს ე.წ. ნამცეცების მოგროვებას. კომფორტულია იმ მხრივ, რომ დატენვას დიდ დროს არ ანდომებს და მაქსიმუმ 12-15 წუთი შეგიძლიათ მისი მუშა მდგომარეობაში გამოყენება. ფასიც სხვა მოდელებთან შედარებით უფრო დაბალი აქვს , მაგრამ ამის გამო მომხმარებლების ნაკლებობას არ უჩივის.  

აქვე, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ  ჩვენს საიტზე არსებულ სხვადასხვა დიზაინისა და ფასის მანქანის მტვერსასრუტებს, ხოლო მათი შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით.  

კომფორტული მტვერსასრუტები ავტომობილებისთვის
ზემოთ აღწერილი მოდელების შემდეგ მოდის განსხვავებული დიზაინის Bissell Multi Auto 19851 , რომელსაც ნამდვილად იდეალური შეწოვის უნარი აქვს. განსაკუთრებით  ხელსაყრელია ავტომობილების მფლობელთათვის. აქვს საკმაოდ გრძელი შლანგი, რომელიც დანადგარშივე ინახება.   შლანგის სიგრძიდან გამომდინარე, მისი მანევრირებაც, რა თქმა უნდა,  ბევრად მარტივი და მოსახერხებელია.

მოკლედ, ხელის მტვერსასრუტების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, რადგან ზოგიერთი მოდელი განკუთვნილია ავტომობილის ინტერიერის დასასუფთავებლად და ასევე სახლის პირობებში გამოსაყენებლად. არსებობს ორი ძირითადი მახასიათებლის მტვერსასრუტი: 1) კარგი წმენდის უნარით დატვირთული და 2) კომფორტული.

პირველ შემთვევაში, ნებისმიერი მტვერსასრუტის უნარია მაქსიმალურად უზრუნველყოს  ნამცეცებისა თუ ჭუჭყის აღება, მაგრამ რამდენად სწრაფად  ასრულებს ამ პროცესს - შედარებაც ამ მნიშვნელობით ხდება. განსაკუთრებით ძლიერი მექანიზმის მტვერსასრუტებს შეუძლიათ მტვრის ნაწილაკების და შედარებით  დიდი ზომის სხვადასხვა ნამცეცების აღება.  რაც შეეხება კომფორტს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მტვერსასრუტის წონა, მუშაობის  ხანგრძლივობა, შლანგის სიგრძე, რამდენად ახერხებს სხვადასხვა საქშენი რთულ წერტილებში შეღწევას და  მანევრირებას.

იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტთ არჩევანის გაკეთებას ნებისმიერ მოდელზე, ჩვენ გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს, ხოლო დახმარების შემთხვევაში,  შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. 

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

მანქანის მტვერსასრუტი Jet Power
მანქანის მტვერსასრუტი Jet Power
Regular price 100.00 ლარი 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში
მანქანის მტვერსასრუტი და ნასოსი 2-1 ში SOLLEX FRANCE  SL 961
მანქანის მტვერსასრუტი და ნასოსი 2-1 ში SOLLEX FRANCE SL 961
Regular price 150.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მანქანის მტვერსასრუტი Black & Decker PV1200AV-XK
მანქანის მტვერსასრუტი Black & Decker PV1200AV-XK
Regular price 169.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის მტვერსასრუტი Black+Decker WDC215WA-QW
ხელის მტვერსასრუტი Black+Decker WDC215WA-QW
Regular price 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი