კომფორტული მანეჟები - გაყიდვადი მოდელების მიმოხილვა
როდესაც ბავშვი გარკვეულ ასაკს მიაღწევს, იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას. მშობლებისთვის კი ამ პერიოდს გარკვეული სირთულეები მოაქვს. ცნობისმოყვარე ბავშვი აქტიურად იწყებს ყველაფრის შესწავლას, რაც თავში მოდის, მაგრამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი პატარას მუდმივი კონტროლი.
იმისთვის, რომ თქვენი შვილის უსაფრთხოებაზე იზრუნოთ და პარალელურად სხვა საქმითაც შესძლოთ დაკავდეთ, სწორედ ამიტომ, ჩვენ შევადგინეთ საუკეთესო საბავშვო მანეჟების რეიტინგი, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის შესაძლო დაზიანებება.
Happy Baby Martin
Happy Baby-ის საწოლ-მანეჟი წარმოდგენილია სასიამოვნო ფერებში, რომელიც შექმნილია განსაკუთრებით ჰიპერაქტიური ჩვილებისთვის. კოსტრუქცია ადვილად შეგიძლიათ მოათავსოთ სპეციალურ ჩანთაში, ხოლო ბორბლები დარჩება გარეთ, რაც ძალიან მოსახერხებელია ტარების თვალსაზრისით. ტექსტილი არის რბილი და შეხებისას სასიამოვნო, რომელიც ადვილად იწმინდება.
დადებითი:
- რბილი ბორბლები;
- კომპაქტურობა და დაკეცვის სიმარტივე;
- ორი დონის სიმაღლე;
- ხარისხიანი ტექსტილი.
ნაკლოვანებები:
- ლეიბი საკმაოდ უხეშია.
Intex My First Gum
Intex მანეჟი გასაბერი სტრუქტურისაა, რომლის წონა მხოლოდ ორი კილოგრამია. ქვედა ფენა და მხარეები რბილია, რაც ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.
ასეთ მანეჟში პატარას შეუძლია უსაფრთხოდ იხტუნოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დედას შეუძლია გადააკეთოს იგი, როგორც საბავშვო გასაბერი აუზი.
დადებითი:
- რბილი კედლები;
- პროდუქტის სიმსუბუქე და კომპაქტურობა;
- მრავალფუნქციურობა;
- კომპლექტს მოყვება სათამაშოები;
- ხელმისაწვდომი ღირებულება.
ნაკლოვანებები:
- არც ისე ძლიერი ზედაპირი.
CAM America
ასეთი მანეჟი იდეალურია ისეთი ოჯახებისთვის, სადაც ტყუპები ან ბევრი შვილი ჰყავთ. სიგანე 118 სანტიმეტრია, რომელსაც მყარი ფსკერი აქვს და შეუძლია გაუძლოს საკმაოდ დიდ დატვირთვას - 24 კილოგრამამდე.
პროდუქტის წონაა 15 კგ, რაც მანეჟს უფრო სტაბილურს ხდის. ზედა მხარეები დაფარულია მკვრივი მასალით, რომლის კბენა ბავშვს გაუჭირდება.
დადებითი:
- კარგი ზომა;
- სტრუქტურის სტაბილურობა;
- 24 კგ-მდე წონის შენარჩუნების შესაძლებლობა;
- არსებობს დამატებითი სახელურები;
- წიგნის ფორმაში სწრაფად იკეცება.
ნაკლოვანებები:
- მძიმეა.
Bertoni Lorelli Nanny 1
Lorelli მანეჟები ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელზეც მოთხოვნა მუდმივად მაღალია. დაბალი ფასის მიუხედავად, პროდუქტის ხარისხი იდეალურია. მანეჟის სტრუქტურის მეტი სტაბილურობისთვის კი, ცენტრში განთავსებულია დამატებითი ფეხი.
პროდუქტის სტანდარტული ზომაა 120 x 60 სმ, რაც მოსახერხებელია იმ თვალსაზრისით, რომ საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ნებისმიერი ლეიბი. მანეჟი Lorelli -ის დაკეცვა საკმაოდ მარტივია, ხოლო ნაკრები შეიცავს ჩანთას, რომელშიც შესაძლებელია მისი მოთავსება.
დადებითი:
- იკეცება ძალიან კომპაქტურად:
- ხისტი და ბრტყელი ქვედა ფენა;
- ანტიბაქტერიული საფარი.
უარყოფითი მხარეები:
- სტრუქტურის სიმაღლის კორექტირების საშუალება არ არსებობს.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...