კლავიატურიანი პლანშეტების მიმოხილვა

კლავიატურიანი პლანშეტები უფრო მსუბუქია, ვიდრე ნოუთბუქები და ნეთბუქები. ამასთან, უფრო კომპაქტურია და ბევრად მოსახერხებელია გზაზე სატარებლად.

ასეთი ტიპის პლანშეტები განსაკუთრებით მოსახერხებელია სტუდენტებისთვის, ასევე ბიზნესმენებისთვის, ოფისის თანამშრომლებისთვის და მოთამაშეებისთვის.

გარდამქმნელი მოდელები საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ეკრანი, როგორც ღილაკების დახმარებით, ასევე - სენსორის საშუალებით.

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგინეთ ორი პლანშეტის მიმოხილვას. რეიტინგი მოიცავს ისეთ მოდელებს, რომლებმაც გაიარეს მკაცრი ტესტირება რამდენიმე მიმართულებით - მოხერხებულობა და ფუნქციონირება, ნავიგაციის გამარტივება, ინტუიციური მენიუ, მომხმარებელთა ხელმისაწვდომობა და  ღირებულება.

შერჩევა განისაზღვრა შემდეგი მახასიათებლების შესწავლით:

  • ეკრანის დიაგონალი;
  • კომპლექტს მოყვება QWERTY კლავიატურა/დასამაგრებული სადგური;
  • ბირთვების რაოდენობა და პროცესორის სიხშირე;
  • ელემენტის სიმძლავრე, მისი განმუხტვისა და დატენვის სიჩქარე;
  • მეხსიერება;
  • სლოტის არსებობა მეხსიერების ბარათისთვის და მისი მაქსიმალური დასაშვები მოცულობა; ეკრანის ტიპი და პიქსელები ინჩზე (PPI);
  • უსადენო - Wi-Fi, Bluetooth, 3G, LTE მხარდაჭერა;
  • ძირითადი და წინა კამერების რაოდენობა და რეზოლუცია;
  • ხმა - სტერეო და ჩამონტაჟებული მიკროფონის არსებობა;
  • აუდიო და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა;
  • ხელმისაწვდომი კონექტორები - ყურსასმენებისთვის, კომპიუტერთან და ტელევიზორთან დასაკავშირებლად;
  • ზომები და წონა;
  • კორპუსის მასალები და მინის ნაკაწრების წინააღმდეგობა;

აღჭურვილობა.

Lenovo IdeaPad D330 N5000

პლანშეტ-კომპიუტერმა Lenovo IdeaPad D330 N5000-მა,  თავისი ფუნქციებით შეიძლება შეცვალოს ბიუჯეტური ნოუთბუქიც კი. ტაბლეტი მუშაობს თანამედროვე Windows 10-ზე და აქვს უმეტესობა პროგრამების მხარდაჭერა.

საშუალო სიმძლავრის პროცესორი Intel Celeron N5000 1100 MHz პასუხისმგებელია მუშაობის სიჩქარეზე. მოწყობილობის „ტვინი“ საშუალებას გაძლევთ ერთდროულად ჩატვირთოთ ტევადი პროგრამები, მაგრამ არ არის რეკომენდებული მისი გადატვირთვა.

კლავიატურიანი პლანშეტების მიმოხილვა

კლავიატურიანი პლანშეტი  შესაფერისია თამაშებისთვისაც, რადგან 4 ბირთვიანი პროცესორი აქვს. ფართო ეკრანის (10.1) გამო, მოდელი შესაფერისია მუშაობისა და სწავლისთვის, ასევე ფილმების ყურებისათვის. 128 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება კი უზრუნველყოფს სისტემის კარგ მუშაობას.

Lenovo IdeaPad-ის სენსორული ეკრანი მგრძნობიარეა და მყისიერად რეაგირებს მომხმარებლის ბრძანებებზე. ბუნებრივია, აქვს Wi-Fi მხარდაჭერა და ინფორმაციის გაცვლისთვის შემოთავაზებულია Bluetooth ფუნქცია.

უპირატესობები:

  • იწონის 1.106 კგ;
  • დიდი კლავიშები კლავიატურაზე;
  • 5080 mAh ტევადობის ელემენტი დატენვის გარეშე მთელი დღე მუშაობს;
  • ზომები - 249x186x18 მმ.

ნაკლოვანებები:

  • წინა სუსტი კამერა - 2 მეგაპიქსელი;
  • არ აქვს ყველა აუდიო და ვიდეო ფორმატის მხარდაჭერა;
  • მთავარი კამერის დაბალი რეზოლუცია - 5 მეგაპიქსელი.

Microsoft Surface Pro 7

ზომის (12.3 ინჩიანი დიაგონალი) გამო, ეს პლანშეტი ძალიან დიდ მოდელად გამოიყურება. კომპლექტში შედის კლავიატურა, რაც მოწყობილობას სამუშაოდ, სათამაშოდ და სწავლისთვის  კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. 2736×1824 რეზოლუციით ეკრანზე მოსახერხებელია ფილმების ყურება.

კლავიატურიანი პლანშეტების მიმოხილვა

უპირატესობები:

  1. სტაბილური კავშირი Wi-Fi მოდულთან;
  2. მაღალი ხარისხის ხმა;
  3. წვრილი QWERTY კლავიატურის კლავიშები სწრაფად რეაგირებენ თითის დაჭერზე;
  4. მხარს უჭერს 7 აუდიო და 6 ვიდეო ფორმატს.

ნაკლოვანებები:

  • შეუძლებელია კომპიუტერთან დაკავშირება;
  • მუშაობის დრო შეფერხების გარეშე არ აღემატება 10.5 საათს.

პოპულარული მოდელები

პლანშეტი Lenovo TAB M9 ZAC50096RU
პლანშეტი Lenovo TAB M9 ZAC50096RU
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard  (BHR4245GL) 4907
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard (BHR4245GL) 4907
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლანშეტი Samsung Galaxy Tab A9(4GB/64GB) Wi-Fi
პლანშეტი Samsung Galaxy Tab A9(4GB/64GB) Wi-Fi
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პლანშეტი Apple iPad 2022 10th Generation 10.9" 64GB
პლანშეტი Apple iPad 2022 10th Generation 10.9" 64GB
Regular price 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი