Kitfort საუკეთესო სადენიანი ვერტიკალური მტვერსასრუტები

ვერტიკალური მტვერსასრუტების გამოყენება ძალიან მოსახერხებელია პატარა ბინებსა და სახლებში, ან იმ ობიექტებში, სადაც ბევრი დენის ჩამრთველია განთავსებული. აღნიშნული მოდელები ოდნავ უფრო ძლიერია, ვიდრე ბატარეებიანი მტვერსასრუტები.

დღევანდელ ბლოგში განხილული იქნება  Kitfort მტვერსასრუტები, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც. ვერტიკალური მოდელების გარდა, წარმოდგენილი გვაქვს ასევე მშრალი და სველი წმენდის მტვერსასრუტები,  რომლებიც თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეარჩიოთ.

Kitfort KT-535

ვერტიკალურ, ორთქლის მტვერსასრუტს შეუძლია იატაკის მორეცხვა და ძველი ცხიმის, ლაქების მოცილებაც კი. მოწყობილობას ასევე შეუძლია მშრალი წმენდა და ნამსხვრევებისა და მტვრის წვრილი ნაწილაკების შეწოვა.

ტექნიკა აღჭურვილია ყველა იმ შესაძლებლობით, რაც საჭიროა კომფორტული დასუფთავებისთვის.

Kitfort საუკეთესო სადენიანი ვერტიკალური მტვერსასრუტები

მოდელის კორპუსი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, ხოლო თანდართული საყრდენი საიმედოდაა მოთავსებული და მუშაობის დროს არ მოძრაობს.

იატაკის გარდა, მტვერსასრუტს ასევე შეუძლია გაწმინდოს ვერტიკალური ზედაპირები. ამავდროულად, შესაძლებელია ოთახის დეზინფექცია, რაც მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 1600 ვტ;
  • სიმძლავრე - 1100 ვტ;
  • გენერატორს შეუძლია 25 წუთის განმავლობაში მაღალი სიმძლავრით მუშაობა, ხოლო დაბალი ენერგიით 30 წუთი;
  • წყლის ავზის ტევადობა - 730 მლ;
  • მტვრის კონტეინერის მოცულობა 1 ლიტრია;
  • ხმაურის დონე 80 დბ;
  • დენის კაბელის სიგრძე 7.5 მეტრი;
  • წონა - 5.3 კგ;
  • სიმაღლე - 1200 მმ;
  • სიგანე - 320 მმ;
  • სიღრმე - 280 მმ.

დადებითი:

  • მტვერსასრუტის გამოყენება მოხუცებსაც კი შეუძლიათ;
  • ლამაზი დიზაინი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერში ჯდება;
  • სამმაგი ფილტრაციის სისტემის წყალობით, მცირე ნაწილაკები არ იფანტება ჰაერში და ოთახი სუფთაა.

მინუსები:

  • დიდი წონა;
  • ხმაურის მაღალი დონე.

Kitfort KT-523

სწრაფი და ადგილობრივი წმენდისთვის, Kitfort მტვერსასრუტი გამოგადგებათ. ეს მოდელი უზრუნველყოფს ყველა სახის იატაკის წმენდას: მტვრისგან, ნამსხვრევებისგან და შინაური ცხოველების ბეწვისგან.

ციკლონის ტიპის მტვრის შემგროვებელი აგროვებს მთელ მტვერს და შეუძლია გაწმინდოს მასში გამავალი ჰაერი.

Kitfort საუკეთესო სადენიანი ვერტიკალური მტვერსასრუტები

მტვრის კონტეინერი შეიცავს HEPA ფილტრს, რომლის ამოღება და გაწმენდა მარტივია.

დიდი მოდელებისგან განსხვავებით, Kitfort KT-523 გამოირჩევა კომპაქტური, ვერტიკალური დიზაინით.

მოწყობილობის ფუნჯი ეფექტურად იღებს ნარჩენებს ძნელად მისადგომი ადგილებიდან. გარდა ამისა, დიზაინი ითვალისწინებს ცალკეული ხელის მტვერსასრუტის გამოყენების შესაძლებლობას.

მახასიათებლები:

  • დასუფთავების ტიპი - მშრალი;
  • სიმძლავრე - 600 ვტ;
  • მტვრის შემგროვებლის ტიპი - კონტეინერი;
  • მტვრის კონტეინერის მოცულობა 1.5 ლიტრია;
  • დენის კაბელის სიგრძე - 3.75 მ;
  • სიმაღლე - 1080 მმ;
  • სიგანე - 260 მმ;
  • სიღრმე - 130 მმ;
  • წონა - 1.7 კგ.

დადებითი:

  • კომპაქტური, მსუბუქი და მოსახერხებელი მტვერსასრუტი;
  • წმენდის სიმარტივე;
  • მარტივი გამოსაყენებელი.

მინუსები:

  • მოკლე დენის კაბელი;
  • სახელურის ამოღება რთულია.

Kitfort KT-544

მოსახერხებელი დიზაინის მქონე ვერტიკალური მტვერსასრუტი. მოდელი მუშაობს მშვიდად და მისი ხმაურის დონე 82 დბ-ია.

მოწყოწყობილობა მუშაობს ელექტრონულად, ღილაკები კი მოთავსებულია ზედა ნაწილში.

მტვერსასრუტი აღჭურვილია ციკლონის ფილტრით და აქვს  დამატებითი მიკროფილტრი კარგი წმენდისთვის.

Kitfort KT-544 მუშაობს 220 ვტ ქსელით, ხოლო შეწოვის მაქსიმალური სიმძლავრეა 25 ვტ.

მახასიათებლები:

  • დასუფთავების ტიპი - მშრალი;
  • სიმძლავრე - 600 ვტ;
  • მტვრის კონტეინერის მოცულობა 0,5 ლიტრი;
  • ხმაურის დონეა 82 დბ;
  • სიმაღლე - 1150 მმ;
  • სიგანე - 255 მმ;
  • სიღრმე - 230 მმ;
  • წონა - 2.4 კგ.

დადებითი:

  • მანევრირებადი;
  • ფუნქციონალური;
  • კონტეინერების დასუფთავების მოსახერხებელი სისტემა.

მინუსები:

  • ჩანაცვლებითი ფილტრების ყიდვა რთულია;
  • კედელზე დამონტაჟებისას კაბელის დამჭერი არ აქვს.

Bosch და Tefal საუკეთესო უსადენო მტვერსასრუტების მიმოხილვა, იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
Regular price 249.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
Regular price 309.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი