კაპუჩინოს ყავის აპარატები
კაპუჩინოს მწარმოებელი ყავის აპარატები ავტომატურად აწვდიან ქაფს რძიან ჭიქას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ყავის მომზადების პროცესს, მაგრამ აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სიმარტივის ფონზე, ასეთი ყავის აპარატების ფასი უფრო მაღალია.
იმისთვის, რომ დიდი შესავალი არ გამოგვივიდეს, გვინდა გაგაცნოთ სხვადასხვა მწარმოებლის საუკეთესო ყავის აპარატები, რომელთა შეძენაც ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც შეგიძლიათ.
De'Longhi Magnifica Automatic Cappuccino ESAM 3500
ამ ყავის აპარატს, რომელსაც კაპუჩინოს ავტომატური დამამზადებელი აქვს, შეუძლია მოამზადოს სხვადასხვა სიძლიერის ყავა, დაარეგულიროს წყლის ტემპერატურა და გამოუშვას სწრაფი ორთქლი.
პანელზე განთავსებულია მონოქრომული ეკრანი, რომელიც მკვეთრად განათებულია. სითხის მიწოდება ხდება გვერდითი გრაფინიდან, ხოლო წყლის ამოწურვის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად ბლოკავს მუშაობის დაწყების შესაძლებლობას.
რძის კონტეინერი მოსახსნელი ტიპისაა, რომელიც ადვილად იწმინდება. ყავის მომზადების დასრულების შემდეგ, მოწყობილობა გადადის ენერგიის დაზოგვის რეჟიმში. კონტეინერში კი ინახება 200 გრამდე ყავა.
ძირითადი მახასიათებლები:
- ავზის მოცულობა 1.8 ლ;
- სიმძლავრე 1350 ვტ;
- განკუთვნილია 2 ჭიქისთვის.
დადებითი:
- პროცესის ზუსტი კონტროლისთვის არსებობს ეკრანი;
- აქვს გამჭვირვალე წყლის კონტეინერი;
- შესაძლებელია ყავის სიძლიერის კონტროლი;
- აქვს თვითგამანაწილებელი სისტემა.
მინუსები:
- დაფქვის პროცესი საკმაოდ ხმაურიანია;
- სხვა მოდელებთან შედარებით უფრო დიდხანს ირთვება.
De'Longhi ECAM 23.460
სახლის ყავის აპარატი De'Longhi მუშაობს 15 ბარ წნევაზე და აღჭურვილია LatteCrema რეჟიმით, რომელიც ამზადებს სასმელს ქაფთან ერთად. მოწყობილობა მუშაობს როგორც ყავის მარცვლეულით, ასევე - ფხვნილის ნარევით. გარდა ამისა, დანადგარი თავად ითვლის მომზადებულ ფინჯნებს, რაც ხელს უწყობს პროდუქტის მოხმარების და დალეული ყავის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრას.
ძირითადი მახასიათებლები:
- ერთდროულად ამზადებს ორ ჭიქას;
- სიმძლავრე 1450 ვტ;
- ავზის მოცულობა 1,8 ლ.
დადებითი:
- შეგიძლიათ შეცვალოთ წყლის ტემპერატურა;
- უმოქმედობის შემდეგ, აპარატი ავტომატურად ითიშება;
- ცხელი წყლით ცალკე მომარაგება.
მინუსები:
- ელექტრონული მართვა ძალზედ სუსტია.
ამ ყავის აპარატს განათებული სამუშაო ზედაპირი აქვს, რომელიც დიოდური ნათურებითაა აღჭურვილი. მოდელი ძალიან წარმატებულია პარამეტრებისა და ფასის თანაფარდობის თვალსაზრისით.
Philips EP3243 Series 3200 LatteGo
ყავის აპარატს ტემპერატურის სამ დონეზე დაყენების შესაძლებლობა აქვს და ასეევ 3 რეჟიმი ყავის სიძლიერის შესაბამისად. საქშენის სიმაღლე შეიძლება თავადაც დაარეგულიროთ, რაც შესაფერისია დიდი ჭიქებისთვის.
ძირითადი მახასიათებლები:
- სიმძლავრე 1530 ვტ;
- ავზი 1.8 ლ;
- ორი ჭიქის მოთავსების შესაძლებლობა.
დადებითი:
- ეკრანისა და სენსორული მართვის შესაძლებლობა;
- შეუძლია მოამზადოს ცხელი წყალი ჩაისთვისაც;
- ჩამონტაჟებულია AquaClean ფილტრი.
მინუსები:
- მოკლე დენის კაბელი 1 მ;
- შედარებით ნელა ათბობს წყალს;
- ზოგი უჩივის არასაკმარის ძალას;
- ქაფი არ არის ძალიან მოცულობითი.
პოპულარული მოდელები