იატაკისა და მაგიდის ვენტილატორები

როდესაც ზაფხულის ცხელ დღეებში მზის სხივები განსაკუთრებით მცხუნვარე ხდება, სიცხეები ბევრი ადამიანისთვის ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალიან მარტივად -  ვენტილატორების  დახმარებით შეგვიძლია.

დღევანდელ ბლოგში გვინდა წარმოგიდგინოთ იატაკისა და მაგიდის ვენტილატორები, რომლებიც ცხელი დღეების გადატანაში ყველაზე მარტივად დაგეხმარებათ.

Electrolux EFF-1000i

ელეგანტური, მაღალი ხარისხის  იატაკის ვენტილატორი  Electrolux განკუთვნილია ცხელ ამინდში  მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. მოწყობილობას აქვს ჰაერის 4 დინების რეჟიმი: ნორმალური, ბუნებრივი (დინების ალტერნატიული სიჩქარე), ნიავი და ღამის რეჟიმი.

Quiet Airflow ტექნოლოგია გამოიყენება მოწყობილობაში ხმაურის დონის შესამცირებლად. რვა სიჩქარე უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურაზე ვენტილატორის ეფექტურ გამოყენებას. შესაძლებელია მოწყობილობის  სიმაღლის რეგულირება, ხოლო ყველა რეჟიმი მუშაობს დისტანციური მართვის საშუალებით.

იატაკისა და მაგიდის ვენტილატორები

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 55 ვტ;
  • ხმაურის დონე - 26 დბ;
  • როტაციის კუთხე - 45 °;
  • პარამეტრები - დახრა, დისტანციური მართვა;
  • წონა - 5,7 კგ.

დადებითი:

  • ჩუმი მუშაობის ფუნქცია;
  • მყარი, სტაბილური ბაზა;
  • მრავალი რეჟიმი და სიჩქარე.
  • ავტომატური გამორთვა.

მინუსები:

  • კაბელის არასაკმარისი სიგრძე.
  • როდესაც ისევ ჩართავთ, საჭიროა რეჟიმების ხელმეორედ დაყენება.

ვენტილატორი განკუთვნილია 24/7 გამოყენებისათვის. ხმაურის დაბალი მაჩვენებელი კი საშუალებას იძლევა განათავსოთ მოწყობილობა ბავშვთა ოთახებსა და საძინებლებში.

Scarlett SC-SF111B18

ფუნქციური და ძლიერი იატაკის ვენტილატორი, რომელსაც ღერძული დიზაინი აქვს. სტაბილური ბაზა მუშაობის დროს ხელს უშლის მოწყობილობის გადატრიალებას. სრული სიმძლავრის და დახრის კუთხის დროსაც კი არ შეინიშნება არანაირი ვიბრაცია. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ძრავის გადახურებისგან დაცვა, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგია საშიში სიტუაციების შემთხვევაში.

იატაკისა და მაგიდის ვენტილატორები

სამი სიჩქარე საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი რეჟიმი: პირველი არის ყოველდღიური გამოყენებისათვის დღისით და ღამით, მეორე გამოიყენება მხოლოდ დღისით, ხოლო მესამე სიჩქარე განკუთვნილია მთელი ოთახის სწრაფად გაგრილებისთვის.

მექანიზმის სიმაღლისა და დახრილობის  რეგულირება მარტივი შესაძლებელია, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის განაწილებას ოთახის სასურველ ნაწილში. ტაიმერის დაპროგრამება შესაძლებელია  2 საათის განმავლობაში 15 წუთით.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 45 ვტ;
  • როტაციის კუთხე - 90 °;
  • დახრის კუთხე - 30 °;
  • პარამეტრები - დისტანციური მართვა, ტაიმერი;
  • წონა - 2,5 კგ.

დადებითი:

  • ტაიმერის არსებობა;
  • მაღალი სიმძლავრე;
  • მარტივი კონსტრუქცია;
  • დაბალი ფასი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენტილატორი მთელი საათის განმავლობაში, მაგრამ მოწყობილობასთან ძილი არც ისე კომფორტულია.

Maxwell MW-3547 - მაგიდის ვენტილატორი

მარტივი და საიმედო მაგიდის ვენტილატორი, რომელიც შექმნილია ოთახის კონკრეტული ადგილების გასაგრილებლად. მოწყობილობის დაყენება შესაძლებელია როგორც სახლში, ასევე - ოფისში.

იატაკისა და მაგიდის ვენტილატორები

თუ ვენტილატორს ახლო მანძილზე მოათავსებთ, ჰაერის ინტენსივობა მთლად კომფორტული არ იქნება. ორი სიჩქარე კი რეგულირდება ღილაკების გამოყენებით.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 25 ვტ;
  • როტაციის კუთხე - 90 °;
  • მასალა - პლასტმასი;
  • დიამეტრი - 23 სმ;
  • წონა - 1,45 კგ.

დადებითი:

  • ლამაზი დიზაინი;
  • ეკონომიური;
  • დაბალი ფასი.

მინუსები:

  • მუშაობის დროს ხმაურიანი;
  • არც ისე მაღალი ხარისხის მოდელი;
  • მუშაობის თავდაპირველი დღეების განმავლობაში გამოსცემს უსიამოვნო სუნს.

სამუშაო მაგიდის ვენტილატორები მოსახერხებელი მოდელებია, რადგან მათი გამოყენება შესაძლებელია დიდ ოფისში ან ოთახში.

პოპულარული მოდელები

დამუხტვადი ვენტილატორი Zilan ZLN4000
დამუხტვადი ვენტილატორი Zilan ZLN4000
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ვენტილატორი Zilan ZLN1112
ვენტილატორი Zilan ZLN1112
Regular price 229.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ვენტილატორი დამატენიანებელი Ø400 მმ CF03
ვენტილატორი დამატენიანებელი Ø400 მმ CF03
Regular price 759 ლარი / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინი ვენტილატორი-გამაგრილებელი OEM 2405-22
მინი ვენტილატორი-გამაგრილებელი OEM 2405-22
Regular price 80.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი