Huawei-ს ინოვაციური Mate X Hands-On

Huawei Mate X - დასაკეცი ტელეფონი, რომელიც დახვეწილ დიზაინს გვთავაზობს სუპერ ინოვაციებით, მათ შორის 5G კავშირითა და სწრაფი დატენვის ორმაგი ბატარეით.

Mobile World Congress 2019-ში გამოცხადებული სიახლეებით, Mate X არის სრულიად ახალი ფაქტორი Huawei-სთვის, რომელიც შექმნილია ორი ულტრათანამედროვე ეკრანით.

Huawei-ს ინოვაციური Mate X Hands-On

შესაძლებელია ამ ეკრანების გაერთიანება. რის შედეგადაც ტელეფონი ხდება 8 დიუმიანი ტაბლეტი. Huawei Falcon Wing დიზაინს იყენებს დასაკეცი რეჟიმისთვის.

ხელმისაწვდომობა

მისი შთამბეჭდავი დიზაინისა და შესაძლებლობების შესაბამისად, Mate X არ იქნება ბიუჯეტური მოდელი. მისი ფასი, მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 2,602 აშშ დოლარs მიაღწევს.

მიუხედავად მაღალი ფასისა, ფასდაკლება ტელეფონებზე ისურვეზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური აქციაა და მისი მიღება ძალიან ბევრ თქვენგანს შეუძლია.

8 GB ოპერატიული და 512 GB შიდა მეხსიერების ფონზე ეს ფასი არ არის, მაინც და მაინც, ძვირი.

Huawei-მ Mate X გამოაქვეყნა 24 თებერვალს ჩატარებულ ღონისძიებაზე. ეს შეიძლება იყოს ყველაზე მაგარი ტექნოლოგია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შექმნილა.

Huawei-მ Mate X-ს უწოდა მსოფლიოს ყველაზე თხელი დასაკეცი ტელეფონი. ის სისქით მხოლოდ 11 მილიმეტრია. შეადარეთ Samsung Galaxy Fold-ს, რომელიც 17 მმ სისქისაა და აქვს მხოლოდ ერთი ეკრანის მოწყობილობა.

Mate X-ის 8 დიუმიანი დისპლეი იყოფა ორ პანელზე. როდესაც მოწყობილობა დაკეცილია, ვიღებთ ეკრანებს - 6.6 დიუმიანი, რომელიც თქვენი მთავარი სმარტფონის ჩვენება იქნება, ხოლო მეორე, უკანა მხარეს, 6.38 დიუმიანი.

მოწყობილობა უფრო მძიმეა ვიდრე თქვენი საშუალო სმარტფონი, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც თქვენ მოელით. სინამდვილეში Mate X საკმაოდ მსუბუქი 8 დიუმიანი ტაბლეტია.

მონაცემები:

  • ეკრანის რეზოლუცია - 8 ინჩი OLED (2480 x 2200)
  • ორმაგი ეკრანი - 6.6 ინი (2480 x 1148) + 6.4 ინჩი (2480 X 982)
  • პროცესორი - Kirin 980/Kirin 990
  • ოპერატიული მეხსიერება - 8 GB
  • შიდა მეხსიერება - 512 GB
  • გაფართოება - 256 GB-მდე
  • კამერა - 40 MP (ფართო კუთხე), 16 MP (ულტრა ფართო კუთხე), 8 MP (სელფკამერა)
  • ბატარეა - 4,500 mAh
  • ოპერაციული სისტემა - Android 9 Pie with EMUI 9.1.1
  • ინტერნეტ კავშირი - 5G
  • ფერი - ლურჯი

ძალა და შესრულება

Huawei თვლის Mate X-ს, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ დასაკეც 5G ტელეფონს. მას ათჯერ სწრაფად შეეძლება შეასრულოს ნებისმიერი დავალება. 

ეს პრეტენზიაა Samsung-ის წინააღმდეგ, რადგან მისი Galaxy Fold გთავაზობთ 5G კავშირს, თუმცა მხოლოდ ერთ ვერსიაში.

Huawei ამბობს, რომ ამ მოწყობილობით 1 GB-იან ფილმს დაახლოებით სამი წამი დასჭირდება ჩამოსატვირთად.

არსებობს გარკვეული საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი პროცესორი აითვისებს Mate X-ს.

როგორც ამბობენ, იქნება ამ მოდელის ორი განსხვავებული ვარიანტი, რომელთაგან ერთ ვერსიაში, რომელიც გაზაფხულზე ვნახეთ, წარმოდგენილია Kirin 980 პროცესორი და Balong 5000 მოდემი ბორტზე.

სწორედ ამ ტიპის ტელეფონს გამოუშვებს Huawei თავდაპირველად და მისი შეძენა რა თქმა უნდა ტელეფონების ონლაინ მაღაზია isurve.ge-ში შეგეძლებათ.

ის ასევე გეგმავს ვერსიას ახლად გამოცხადებულ Kirin 990 ჩიპსტთან, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ 5G-ს და გვპირდება შესრულების გაუმჯობესებას Kirin 980-თან შედარებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ სმარტფონები განვადებით სწორედ ჩვენს ონლაინ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

Mate X-ისთვის განკუთვნილი ბატარეის ტექნოლოგია ფაქტიურად ორმხრივია, 4,500 mAh სიმძლავრით. Huawei-მ მოდელი აღჭურვა 55 ვატიანი სწრაფი დამტენით, რომელიც 85 პროცენტიან ენერგიას მხოლოდ 30 წუთში იძლევა.