ჰიგიენის სიყვარული თუ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა

მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობს გამწოვების გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ვენტილაციის რაიმე გზა არსებობდეს ჩვენს სამზარეულოსა თუ სააბაზანოში. განსაკუთრებით, ისეთ  სახლებში, სადაც ოთახების დაგეგმარების დროს გათვალისიწინებული არ არის აივანზე გამავალი კარი ან მინიმუმ გადმოსახსნელი ფანჯარა, აუცილებელია მაღალი ტენიანობის ან დაბინძურების ადგილებში გამწოვების დამონტაჟება.

გამწოვების სხვადასხვა მოდელები განსხვავებულად მუშაობენ. მაგალითად, არსებობენ გამწოვები, რომლებიც ცირკულაციის პროცესის გამოყენებით ფილტრავენ ჰაერს და აბრუნებენ მას ოთახში. ასეთ მოდელებს არ აქვთ გარე სადინარი და მათი დაყენება შედარებით მარტივია. ასეთი მოდელები ვერ აშორებენ ორთქლისა და ნესტის შედეგად გამოწვეულ ტენიანობას, მაგრამ მათ შეუძლია ეფექტურად მოაშორონ ცხიმი და საცხონი სუნები. ამის გათვალსიწინებით, აუმჯობესებენ გარემოს სახლში.

სამზარეულოს გამწოვის მთავარი დანიშნულება ხომ სუნის, ცხიმისა და ტენიანობის განდევნაა. ამიტომ, ითლება, რომ გამწოვების ის მოდელია ყველაზე ეფექტური, რომელიც ზედაპირიდან ერთნაირად იწოვს ორთქლსა და ცხიმს. ის მონტაჟდება ჭერში ან სამზარეულოს ზედა ნაწილში და საჭიროებს პროფესიონალურ ინსტალაციას, რათა 100%-იანი შედეგი იქნას მიღებული.

ჰიგიენის სიყვარული თუ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა

უამრავი კონტროლის მექანიზმია, რომელიც შერჩევის დროს შეიძლება გავითვალისწინოთ :

  • განათება

გამწოვების უმეტესობას აქვს 2 და მეტი განათების რეჟიმი

  • ხმაურის რეჟიმი

გამწოვის არცერთი მოდელი არ არის უხმო, თუმცა, არსებობს ნაკლებ ხმაურიანი მოდელები.

  • დისტანციური მართვის სტილი

უკვე გვხდება  გამწოვების არაერთი მოდელი, რომელთაც  დისტანციური მართვის უნარები აქვთ

  • სტილი

სამზარეულოსა და ოთარის შიდა ინტერიერის შესაბამისად, შეგვიძლია შევარჩიოთ ოპტიმალური სტილის ჰაერის გამწოვები. ფორმის, ზომის, ფერისა მიხედვით  - არჩევანი საკმაოდ დიდია. 

სამზარეულოს გამწოვის მსგავსად, თუ აბაზანას ფანჯარა აქვს გახსნილი , მას არ სჭირდება გამწოვი. მაგრამ, თუკი მშენებლობაში გათვალსიწინებული არ არის ბუნებრივი ვენტილაციის წყარო, ან არ არის საკმარისი,  როგორც უკვე ვთქვით, გამწოვების გამოყენება აუცილებელია.

ჰიგიენის სიყვარული თუ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა

აბაზანაში წარმოქმნილ ნესტს აბაზანის ფილების დაზიანების გარდა,  შეუძლია თქვენს ჯანმრთელობასაც შეუქმნას საფრთხე. კერძოდ,  წარმოქნილი ალერგენები და სხვა გამღიზიანებლები ცემინების, ხველისა და კანზე გამონაყარის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. ხოლო, მათთვის, ვისაც რესპირატორული პრობლემები ან ასთმური შეტევები აწუხებთ, მსგავს გარემოში დიდი ხნით გაჩერება, სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ სამზარეულოს გამწოვების სხვადასხვა მოდელები, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

გამწოვი KUMTEL DS6-905A S
გამწოვი KUMTEL DS6-905A S
249.00 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
გამწოვი MIDEA MH60P303GW
გამწოვი MIDEA MH60P303GW
339.00 ლარი / თვეში 19 ლარი 399.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
გამწოვი MIDEA MH60P303GB
გამწოვი MIDEA MH60P303GB
349.00 ლარი / თვეში 19 ლარი 369.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
გამწოვი MIDEA MH60C355RB
გამწოვი MIDEA MH60C355RB
499.00 ლარი / თვეში 27 ლარი 575.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი