GEFEST გაზქურების დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვა

მიუხედავად იმისა, რომ გაზქურების ფასი ელექტრო ღუმელებთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია, მასზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია.  ფუნქციური მახასიათებლების გათვალისწინებით კი, მარტივია სასურველი მოდელის შერჩევა, რომელიც თქვენს საჭიროებებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.

დღევანდელი ბლოგიც დაკავშირებული იქნება  GEFEST  გაზქურების  მიმოხილვაზე, რათა ზუსტად შევაფასოთ ტექნიკის შესაძლებლობები.

GEFEST 3200-08 K86

ეს გაზქურა  სხვა მოდელებისგან სხეულის უჩვეულო ფერით განსხვავდება, თუმცა ფუნქციებისა და შესაძლებლობების მიხედვით, დიდად ვერ გამოირჩევა.

ზედაპირი დაფარულია მინანქრის მასალით, რომელიც  მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და მექანიკური დაზიანების მიმართ. მის გასაწმენდად კი უმჯობესია გამოიყენოთ რბილი ღრუბელი, რათა ზედაპირზე ნაკაწრები არ გაჩნდეს.

გაზუქირის პანელი აღჭურვილია ოთხი  ფირფიტით, რომელთაგან ერთი შექმნილია სწრაფად გახურებისთვის. ზედაპირის უკანა მხარეს განთავსებულია სპეციალური ფარი, რომელიც იცავს კედელს საკვების წვეთების შესხმისგან.

GEFEST გაზქურების დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვა

ღუმელი საშუალო სიმძლავრისაა და არ აქვს დამატებითი  ფუნქციები, მაგრამ შესანიშნავია საკვების გამოსაცხობად. რაც შეეხება უსაფრთხოებას,  უზრუნველყოფილია გაზის კონტროლით, რომელიც ეხება როგორც ღუმელს, ასევე - გაზქურას.

მახასიათებლები:

  • ზომები (W / D / H) 50x53x85 სმ;
  • ღუმელის მოცულობა 42 ლ;
  • გამოყენების საგარანტიო პერიოდი 2 წელია.

დადებითი:

  • ხელმისაწვდომი ღირებულება;
  • უჩვეულო სხეულის ფერი;
  • გათვალისწინებულია გაზის კონტროლი;
  • მარტივი და ინტუიციური მექანიკური მართვა;
  • სამუშაო ზედაპირი დაფარულია მაღალი ხარისხის მინანქრით.

GEFEST 3200-06 K85

ღირებულების თვალსაზრისით, ეს გაზქურა მიეკუთვნება საშუალო ფასის კატეგორიას, მაგრამ მოწყობილობის კონტროლის სიმარტივემ და მისმა ფუნქციებმა ბევრი მომხმარებლის გული ნამდვილად  მოიგო.

გაზქურის ზედაპირი დაფარულია მინანქრის მასალით, რაც მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ და დროთა განმავლობაში არ ყვითლდება. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება: საკმარისია ზედაპირი  პერიოდულად გაწმინდოთ რბილი ღრუბლით.

GEFEST გაზქურების დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვა

ღუმელის გრილისა და საცხობი უჯრის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა კერძი. გაზქურის ზომები კომპაქტურია, ამიტომ მისი განთავსება შესაძლებელია პატარა სამზარეულოშიც.

მახასიათებლები:

  • ზომები (W / D / H) 50x53x85 სმ;
  • გაზქურის მოცულობა  42 ლიტრი;
  • ქურების რაოდენობა - 4;
  • მომსამსახურების ვადა 2 წლიანი გარანტიით.

დადებითი:

  • დახვეწილი დიზაინი;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;
  • შესაძლებელია ქურებისა და ღუმელების გაზის კონტროლი;
  • გათვალისწინებულია სპეციალური სათავსო სამზარეულო ჭურჭლის შესანახად.

მინუსები:

  • ღუმელი არ არის ძალიან ფართო.

GEFEST 3200-06 K62

მოდელის შედარებით მაღალი ფასი ანაზღაურებულია მიმზიდველი დიზაინითა და გააზრებული ფუნქციონირებით.

მოდელის მთავარი და გამორჩეული თვისება ისაა, რომ კორპუსი და პანელი დამზადებულია  მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან. ეს არის ძალიან გამძლე და მდგრადი მასალა, რომელიც ადვილად იწმინდება ცხიმისა და საკვების ნარჩენებისგან, თუმცა, გასაწმენდად უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიკატები.

GEFEST გაზქურების დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვა

მახასიათებლები:

  • ზომები (W / D / H) 50x57x85 სმ;
  • ღუმელი 42 ლიტრი მოცულობით;
  • ოთხი ქურა;
  • გარანტირებული მომსახურების ვადა - 10 წელი.

დადებითი:

  • წარმოების მასალის გათვალისწინებით, ხელმისაწვდომი ღირებულება აქვს;
  • თანამედროვე დიზაინი;
  • ელეგანტური შუშის საფარი კედლის დასაცავად;
  • კომპაქტური ზომები საშუალებას გაძლევთ  ღუმელი პატარა სამზარეულოშიც განათავსოთ;
  • ღუმელის შიგნით გათვალისწინებულია შუქი და ელექტრო განათება.

მინუსები:

  • ჭურჭლის არც ისე დიდი სათავსო;
  • უჟანგავი ფოლადი უნდა გაიწმინდოს სპეციალური ქიმიკატებით.

4 ქურიანი გაზქურების მინა-კერამიკის პანელების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
Regular price 1,299.00 ლარი 1,119 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
გაზქურა Oz OM 6040 IX
გაზქურა Oz OM 6040 IX
Regular price 799.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OG 5040 W
გაზქურა Oz OG 5040 W
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OE-5040 BL
გაზქურა Oz OE-5040 BL
Regular price 529 ლარი / თვეში 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი