განსხვავება მულტისახარშ ქვაბსა და ორმაგ სახარშ ქვაბს შორის!

თანამედროვე სამზარეულოში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მულტისახარში ან ორმაგი ქვაბი. ისინი არამხოლოდ კერძების მომზადებაში ეხმარებიან დიასახლისს, არამედ მთლიანად ცვლიან სამზარეულოს წესრიგს.

რომელ მათგანს მივანიჭოთ უპირატესობა ყიდვის დროს, ერთად განვიხილოთ.

უპირველესად, უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, როგორი კერძების კეთება უფრო დიდ სიამონებას გვანიჭებს და რას უფრო ხშირად მზადდება ჩვენს სამზარეულოში. ამის შესაბამისად, განვიხილოთ ფუნდამენტური განსხვავებები და სიტუაციები, რომლებიც ღირს უპირატესობა მიენიჭოს ამა თუ იმ მოწყობილობას.

მულტისახარში ქვაბი არის უნივერსალური საყოფაცხოვრებო მოწყობილობა ავტონომიური სამზარელოსთვის. სინამდვილეში, მან რამდენიმე კომბინირებული საოჯახო ტექნიკის ფუნქციები შეითავსა საკუთარ თავში. მას შეუძლია მოხარშოს, შეწვას, გამოაცხოს და ამ ყველაფერის შესრულება ორთქლზეც შეუძლია. თანამედროვე მულტისახარშ ქვაბებს აქვთ 20-მდე ავტომატური მომზადების რეჟიმი და 30-მდე პროგრამული რეჟიმი.

განსხვავება მულტისახარშ ქვაბსა და ორმაგ სახარშ ქვაბს შორის!

ორთქლის ქვაბს აქვს მარტივი და ავტომატური მუშაობის მექანიზმი და არ საჭიროებს სპეციალურ ჩარებას მუშაობაში. იგი იყენებს წამზომს, რომელიც საშუალებას იძლევა კერძის მომზადების ყველა ეტაპი კონტროლქვეშ ჰქონდეს : ჩართოს, მოხარშოს და გამორთოს. ასევე, ავტომატური გათბობის ფუნქცია, საშუალებას არ მისცემს კერძს, გაცივდეს ჩვენს მოსვლამდე.

განსხვავება მულტისახარშ ქვაბსა და ორმაგ სახარშ ქვაბს შორის!

ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მთავარი უპირატესობა მოიცავს შემდეგ პუნქტებს :

  1. სრული თავისუფლება მომზადების პროცესისგან
  2. არ გჭირდებათ ლოდინი წყლის ადუღებამდე, ინგრედიენტების მოსარევად. უბრალოდ, ჩაყარეთ ერთად თასში, ჩართეთ შერჩეული რეჟიმი და ტექნიკა ყველაფერს აკეთებს თავისით.
  3. ავტომატური გათბობის ფუნქცია. თავად მოწყობილობა ინარჩუნებს ჭურჭლის სითბოს. სამზარეულოში თქვენ ყოველთვის დაგხვდებათ თბილი კერძი.
  4. ზოგავს ადგილს სამზარეულოში. მეტიც, მისი მოსახერხებელი ფორმისა და კომპაქტური ზომის გამო, საშუალება გაქვთ წაიღოთ იგი მოგზაურობაში, როგორც თქვენი მობილური მინი-სამზარეულო.

ორმაგი სახარში ქვაბის მთავარი განსხვავება , მულტისახარშ ქვაბთან შედარებით , მაღალ სპეციალიზებულ საოპერაციო რეჟიმია. ეჭვგარეშეა, მასში უფრო მეტი რაოდენობის კერძების მომზადებაა შესაძლებელი, მაგრამ შედეგად მხოლოდ მოხარშულ კერძს ვიღებთ.

საუკეთესო მულტისახარშები ქვაბების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

ორთქლსახარში Fakir Guvech Multi
ორთქლსახარში Fakir Guvech Multi
Regular price 307.00 ლარი 259 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ორთქლის ქვაბი Tefal VC140131
ორთქლის ქვაბი Tefal VC140131
Regular price 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ორთქლის ქვაბი BRAUN FS3000WH
ორთქლის ქვაბი BRAUN FS3000WH
Regular price 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ორთქლსახარში Cuisinart STM1000E
ორთქლსახარში Cuisinart STM1000E
Regular price 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი