ფრის აპარატს ეძებთ? მაშინ გაეცანით ჩვენ ბლოგს
ფრის აპარატი ელექტრო მოწყობილობაა, რომელსაც იყენებენ შემწვარი საკვების მოსამზადებლად. ამისათვის გამოიყენება ცხოველური ან მცენარეული სპეციალური ცხიმი, ზეთი, რომელიც თბება მაღალ ტემპერატურაზე და მზადდება საკვები. მოწყობილობა შედგება კორპუსისგან, მჭიდროდ ფიქსირებული სახურავისგან და გამათბობლისგან, ხოლო გარედან აქვს ტემპერატურის მარეგულირებელი.
გამოყენების პრინციპი არ ითვალისწინებს რაიმე რთული ამოცანების გადაჭრას - პირველ რიგში, ზეთს ასხამენ სპეციალურ ჭურჭელში, ირჩევენ ტემპერატურის რეჟიმს, პროდუქტებს ათავსებენ კალათაში, რის შემდეგადაც ხურავენ სახურავს და იწყება მომზადების პროცესი.
როგორ შევარჩიოთ ფრის აპარატი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ფრის აპარატები ერთმანეთისგან ფუნქციონირებით განსხვავდება ამიტომ, ბაზარზე წარმოდგენილია ასეთი მოწყობილობების უზარმაზარი ასორტიმენტი, თუმცა სწორი არჩევანისთვის საჭიროა განვსაზღვროთ ზოგიერთი დეტალი:
კორპუსი - ყველაზე კარგი მოწყობილობები მზადდება უჟანგავი ფოლადისგან;
შიდა ავზი - მომრგვალებული კიდეებისა და არაწებოვანი საფარის მქონე ავზების გაწმენდა ბევრად უფრო ადვილია. სტანდარტული მოცულობა 2-დან 4 ლიტრამდეა. ყველაზე კარგი არჩევანი კი მოსახსნელი თასია;
ძალა - ზეთის გათბობის სიჩქარე დამოკიდებულია სიმძლავრეზე, მაგრამ რაც უფრო მეტია ენერგია, მით უფრო მაღალია ელექტრო ენერგიის მოხმარება;
უსაფრთხოება - სახურავი მჭიდროდ უნდა მოთავსდეს, რათა გაცხელების დროს, კედლები თბილი დარჩეს. თუ არსებობს გადახურების საშიშროება, საჭიროა განისაზღვროს დაცვის არსებობა - ამ შემთხვევაში, მოწყობილობა ავტომატურად გაითიშება ელექტროენერგიის წყაროდან.
Kitfort KT-2009
Kitfort ფრის აპარატის კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო თასს აქვს არაწებოვანი საფარი. მოწყობილობის ზომები კომპაქტურია (HxWxD) 21.5 × 20.5 × 20.5 სმ, წონა კი 1.5 კგ-ია, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ პატარა ოთახებში.
ყველა მხრიდან უზრუნველყოფილი მაღალი ტემპერატურის გამო, კერძი უფრო სწრაფად მზადდება და ზეთითაც ძალიან გაჯერებული არ არის.
ტექნიკური მახასიათებლები:
- ზეთის მოცულობა 10 ლ;
- სიმძლავრე 1000 ვტ;
- მექანიზებული მართვა 130-190 ° C;
- დენის კაბელის სიგრძეა 92 სმ.
დადებითი:
- კომპლექტში შედის რეცეპტების წიგნი;
- ზეტის მინიმალური ნარჩენები;
- სწრაფი გახურება.
მინუსები:
- პატარა და არამოსახსნელი თასი;
- მუშაობიდ დროს სახურავი ძალიან ცხელდება.
Kitfort KT-2025
კიდევ ერთი ფრის აპარატი Kitfort-სგან, რომლის ზომებია 35.5×47.4×25.1 სმ. ზეთის მოცულობა საშუალებას გაძლევთ, გააკეთოთ საჭმელი დიდი რაოდენობით ხალხისთვის. კომპლექტში შედის სამი კალათა - ერთი დიდი და ორი პატარა, მოსახსნელი სახელურებითა და სახურავი ხედვის ფანჯრით.
კორპუსი დამზადებულია კოროზიის მიმართ მდგრადი მასალისგან, ხოლო თასი დაფარულია არაწებოვანი საფარით.
ტექნიკური მახასიათებლები:
- ზეთის მოცულობა 10 ლიტრამდე;
- კარტოფილის ნაჭრების მოცულობა 1.25 კგ;
- სიმძლავრე 3270 W;
- მექანიზებული მართვა, სამუშაოსა და გათბობის მაჩვენებელი.
დადებითი:
- მოსახსნელი თასი;
- ტაიმერი;
- სუნის საწინააღმდეგო ფილტრი;
- რეზინირებული ფეხები.
მინუსები:
- დიდი ზომა.
პოპულარული მოდელები