ფრეზის ტიპები - როგორ გავახანგრძლივოთ გამოყენების რესურსი
ფრეზირება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამუშავების მეთოდია. შესრულების, პრაქტიკული თვალსაზრისით ფრეზირება თითქმის არც ერთ დამუშავების მეთოდს არ უთმობს საკუთარ აქტუალურ ადგილს.
ელექტრო ფრეზი - ხის ან მეტალის ან ორივე მასალის მჭრელი ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს ერთი ან რამოდენიმე კბილი.
ფრეზის კონსტრუქციის და მისი პირის სიბასრის მიხედვით, მას იყენებენ მეტალის, პლასტმასის და ხის დასამუშავებლად. ინსტრუმენტი განკუთვნილ აპარატში თავსდება და მის სწრაფ ბრუნვას უწყობს ხელს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დამუშავებისათვის.
იმის გამო, რომ ფრეზს შეუძლია მრავალი ოპერაციის შესრულება - ჩამოყალიბდა ფრეზის განსხვავებული ტიპები, ფორმები და ზომები.
მეტალის ფრეზი - მეტალის ფრეზი გამოიყენება ფოლადის, თუჯის, ალუმინის და მსგავსი მეტალების დასამუშავებლად. ინსტრუმენტის პირი კეთდება სწრაფად მჭრელი ფოლადით.
არსებობს ინსტრუმენტის სხვადასხვა ტიპი, მისი კონსტრუქციული განსხვავებებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ხის ფრეზს, იქიდან გამომდინარე, რომ ხე ბევრად უფრო „რბილია“, ხის თანამედროვე ფრეზი მეტალის ფრეზისგან განსხვავდება ზომით და ღირებულებით.
მას ასევე უფრო მაღალი სიჩქარე აქვს. ინსტრუმენტის პირი უყენდება ხელით სამუშაო ფრეზს ან სტაციონალურ აპარატს.
თუმცა ვიზუალური განსხვავება მეტალისა და ხის ფრეზში დიდი დოზით არ არის.
ფრეზი წარმოადგენს ბრუნვის საწყის ობიექტს, რომელიც დამუშავების პროცესში ეხება დეტალის ზედაპირს, თავის ზედაპირზე კი გამოკვეთილი აქვს მჭრელი კბილები.
ბრუნვის საწყისი ობიექტის ფორმა დამოკიდებულია დამუშავებული დეტალის ფორმის ზედაპირზე და ფრეზის ღერძის მდებარეობაზე ამ დეტალის მიმართ.
როგორ გავახანგრძლივოთ ფრეზის გამოყენების რესურსი?
იმისათვის, რომ ფრეზმა დიდხანს იმუშაოს, პირველ რიგში აუცილებელია მისი სწორად და ზუსტად ჩამაგრება აპარატში. თუ ეს ასე არ ხდება, სწრაფი ბრუნვისას შესაძლებელია მჭრელი ზედაპირი გაშორდეს, რაც მას გამოუყენებელს გახდის.
ამის შესაკავებლად ასევე აუცილებელია არა მხოლოდ მისი საიმედოდ დამაგრება, არამედ მუშაობისას პერიოდული გაჩერებაც. ხშირად უნდა გადამოწმდეს მისი ზუსტი ფიქსაცია, ვინაიდან ინსტრუმენტი შეიძლება მომენტებში დასუსტდეს.
შემდეგი აუცილებელი წესი არის ფრეზის სწორი შერჩევა. არ ღირს ისეთი ინსტრუმენტის გამოყენება, რომლის სიმკვრივე პრაქტიკულად იგივეა, რაც დასამუშავებელი დეტალის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხების ინტენსიურობა ამ ორს შორის იქნება დაახლოებით იდენტური, აქედან გამომდინარე მჭრელი ობიექტი მალე დაჯდება, ხოლო დეტალი გადახურდება.
შემდეგი წესი - სიჩქარის სწორი შერჩევაა. ფრეზის შეფუთვაზე, როგორც წესი, მითითებულია მისი ბრუნვის სიხშირის ოპტიმალური ვარიანტი. ამის გათვალისწინების გარეშე, უფრო მძლავრ სიჩქარეზე, ინსტრუმენტი შეიძლება გადახურდეს ან მოძვრეს კბილი.
მუშაობისას მეტალი ძალიან ხურდება, ამის გასანეიტრალებლად დროულად გაჩერებაა საჭირო.
ყოველი დამუშავების შემდეგ ფრეზი უნდა გაიწმინდოს და უნდა ინახებოდეს შორს ტენიანი ჰაერისგან.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...