ფრეზის აპარატები ხის მასალებთან მუშაობისთვის

ხის დანადგარების მრავალფეროვანი არჩევანი წარმოდგენილი გვაქვს  ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, მაგრამ დღეს გვსურს ვისაუბროთ კონკრეტულად ფრეზზე, რომელიც გამოიყენება ხის მასალებზე სხვადასხვა ფორმების ამოსაჭრელად.

ელექტრო ხელსაწყოების წამყვანი კომპანიების ხაზში აუცილებლად იპოვით ფრეზს, რომელიც ძალიან მარტივი, კომოფრტული გამოსაყენებელია და მუშაობის დროს არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით.

იმისთვის, რომ სწორად შესძლოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფრეზის ყიდვა, ამისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე მოდელის მიმოხილვას.

AEG MF 1400 KE

ანალოგებს შორის, AEG  ფრეზი გამოირჩევა არა მხოლოდ მუშაობის ხარისხით, არამედ მწარმოებლის მიერ მოწოდებული მყარი აღჭურვილობებითა და ასევე ქეისით.

ფრეზის აპარატები ხის მასალებთან მუშაობისთვის

დადებითი:

  • კომპლექტს აქვს თითქმის ყველაფერი, რაც გჭირდებათ კომფორტული მუშაობისთვის;
  • მტვრის მოცილების სისტემა განკუთვნილია სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის;
  • მძლავრი ძრავა, რბილი დაწყება და სწრაფი დამუხრუჭების სისტემა;
  • ცანგის დიამეტრი 8-12 მმ;
  • შპინდელის ბლოკირება საჭრელების შესაცვლელად;
  • შედარებით გრძელი ჭრის სიღრმე - 64 მმ;
  • ფასისა და ხარისხის თანაფარდობა.

მინუსები:

  • ძრავის სიმძლავრე 1400 ვატი, მოწყობილობა იწონის 5.7 კგ - მნიშვნელოვნად აღემატება ზოგიერთ ანალოგ მოდელს.

Makita RP 2300 FC

Makita  ფრეზი  მუშაობს 2300 ვატიანი ძრავით, რბილი დაწყების სისტემით, სიჩქარის რეგულირებითა და ენერგიის დაზოგვით. 70 მმ-ის ხელმისაწვდომ სიღრმეთან ერთად, ეს ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ ნებისმიერი დავალება, რომელიც ხელმისაწვდომია პროფესიონალურ დონეზე.

ფრეზის აპარატები ხის მასალებთან მუშაობისთვის

დადებითი:

  • 2300 ვატიანი ძრავა საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ სხვადასხვა სახის მასალებთან;
  • ერგონომიული რეზინის სახელურები არ სრიალებს და ხელშიც ადვილად თავსდება;
  • მაღალხარისხიანი რბილი დაწყების სისტემა;
  • ძრავის შედარებით დაბალი ხმაური;
  • სამუშაო ადგილის მაღალი ხარისხით განათება;
  • დენის კაბელის სიგრძე 4 მეტრია, რაც საკმარისია კომფორტული სამუშაოსთვის;
  • მტვრის მოშორების სისტემა ჩაშენებულია პირდაპირ კორპუსზე. ამიტომ, თქვენ უბრალოდ უნდა დააკავშიროთ მტვერსასრუტის შლანგი კორპუსზე.

მინუსები:

  • უწყვეტი მუშაობის დროს, ქვედა ძირი საგრძნობლად თბება;
  • დროდადრო მარჯვენა სახელური იწყებს მოდუნებას, რისთვისაც საჭიროა დაშლა და გამაგრება;
  • კომპლექტში არ შედის ქეისი.

DeWALT DW 625 E

DeWALT ხის ფრეზი მუშაობს სხვადასხვა მასალასთან: ხესთან, ალუმინთან ან პლასტმასთან. მოწყობილობის მაღალი სიმძლავრე შერწყმულია რევოლუციების რაოდენობასთან.

ფრეზის აპარატები ხის მასალებთან მუშაობისთვის

დადებითი:

  • მუშაობისას როტაციის სიჩქარის ელექტრონული რეგულირება და ენერგიის შენარჩუნება;
  • გამოყენებული კომპონენტებისა და მასალების ხარისხი;
  • ინტუიციური მართვის სისტემა ჭრის სიღრმეზე.

მინუსები:

  • წონა სიმძლავრის პროპორციულია - ის განსაკუთრებით იგრძნობა მცირე ნამუშევრებზე მუშაობისას;
  • ნაკრები შეიცავს მხოლოდ 12 მმ ცანგს, ხოო თუ 8-იანი დაგჭირდებათ, მაშინ მისი ცალკე შეძენა მოგიწევთ.

ჩვენს წინა ბლოგში მიმოცვიხილეთ საშუალო სიმძლავრის Bosch და Metabo  ხელის ფრეზები, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

ელექტრო ფრეზი 500W INGCO PLM5002
ელექტრო ფრეზი 500W INGCO PLM5002
Regular price 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ფრეზი Bosch GOF 130
ფრეზი Bosch GOF 130
Regular price 489.00 ლარი 379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ფრეზი Bosch GKF 550
ფრეზი Bosch GKF 550
Regular price 299.00 ლარი 259 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. როუტერი 2200W INGCO RT22008
ელ. როუტერი 2200W INGCO RT22008
Regular price 329.00 ლარი 274 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი