ფოტოეპილატორების შერჩევის კრიტერიუმები

 ფოტოეპილაცია  მრავალი ქალისთვის ახალი ფენომენია, რომელსაც ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. თუმცა, როდესაც ამ ბლოგს გაეცნობით, აუცილებლად მიხვდებით, რომ ფოტო ეპილატორი  ეს არის თანამედროვე, სრულიად ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

იმისათვის, რათა  არასასურველი თმისგან განთავისუფლდეთ, აუცილებელილა სწორად შეარჩიოთ ფოტოეპილატორი.   სწორედ ამიტომ, დღეს შემოგთავაზებთ  საუკეთესო ლაზერული ეპილატორების  რეიტინგს,  რომელსაც მომხმარებლები ყველაზე მეტად უწევენ რეკომენდაციას.

როგორ შევარჩიოთ  ფოტოეპილატორი?

მიუხედავად იმისა, რომ ფოტო ეპილატორები გაყიდვაში ცოტა ხნის წინ ჩაეშვა, დღეს უკვე არჩევანი საკმაოდ დიდია. როგორ არ უნდა შეცდეთ და შეიძინოთ ნამდვილად ეფექტური და მაღალხარისხიანი მოწყობილობა,  როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა  კრიტერიუმებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამას უფრო კონკრეტულად ქვემოთ აღვწერთ:  

ფოტოეპილატორების შერჩევის კრიტერიუმები

ციმციმების მაქსიმალური რაოდენობა - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი - მით უკეთესი.  მოწყობილობის მომსახურების ხანგრძლივობა პირდაპირაა დამოკიდებული ციმციმებზე. მცირე რაოდენობის ციმციმების შემთხვევაში, ერთ-ერთი ალტერნატივა  ნათურის შეცვლაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს  საუკეთესო მოწყობილობა გახდება მხოლოდ უსარგებლო, უფუნქციო პლასტმასი.

დაფარვის ზონა - მაჩვენებელი  უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენჯერმე მოგიწევთ იმავე ადგილის თმისგან გასუფთავება და ტყუილად ციმციმების დახარჯვა. რა არის ოპტიმალური მაჩვენებელი? - რაც უფრო დიდია დაფარვის ზონა, მით უკეთესი!

კვება - კარგ მოდელებს შეუძლიათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იმუშაონ დამატებითი დატენვის გარეშე. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ მოწყობილობა,  რომელიც მუშაობს ქსელში ჩართვით, მაგრამ მისი გამოყენება ყოველთვის მოსახერხებელი არ არის.

პულსის სიმძლავრე - რომელია საუკეთესო საზომი ამ შემთხვევაში? ექსპერტების აზრით, 5 ჯ /სმ² საკმაოდ უსაფრთხოდ ითვლება.

უსაფრთხოება - საუკეთესო ფოტოეპილატორებს აუცილებლად აქვთ რამდენიმე დონის დაცვა. მათ შორის: ბავშვებისგან, შემთხვევითი დაჭერისგან და სხივის თვალებში გადატანის  დაბლოკვა.

გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი:

  • აუცილებლად გაეცანით მომხმარებლის მიმოხილვებს;
  • მასალა, რისგანაც მზადდება მოდელი;
  • მოხერხებულობა და მარტივად გამოყენებადობა;
  • ერგონომიულობა;
  • დიზაინი;
  • სხვადასხვა ტიპის თმასა და კანის ტონზე გამოყენების შესაძლებლობა;
  • გაღიზიანების ნაკლებობა, დისკომფორტი და ალერგიული რეაქციები;
  • გამოყენების შესაძლებლობა სხეულის სასურველ ზონაზე;
  • შედეგის ხანგრძლივობა;
  • მშენებლობის ხარისხი;
  • ღირებულება.

Braun IPL BD 3001

ერთადერთი  ფოტოეპილატორი IPL ტექნოლოგიით,  რომელიც ავტომატურად ერგება ნებისმიერი კანის ტიპს, ფერს და თავად არჩევს რეჟიმს. მოწყობილობის რესურსია - 250 ათასი ციმციმა.

SensorAdapt ფუნქცია წამში ცნობს კანის ტონს. გარდა ამისა, აქვს მაღალი სიმძლავრე - 6 კვ/სმ² და მუშაობის ინტენსივობის 3 რეჟიმი: ნორმალური, დელიკატური, ექსტრა დელიკატური. ფოტო ეპილაციის  ჩატარება  შესაძლებელია სახეზეც.

ფოტოეპილატორების შერჩევის კრიტერიუმები

უპირატესობები:

  • ლამაზი დიზაინი;
  • მაღალი სიმძლავრე;
  • კანის ტონის მაჩვენებელი;
  • დელიკატური რეჟიმები;
  • უმტკივნეულო პროცედურა

ნაკლოვანებები:

  • მუშაობს ქსელიდან;
  • ნათელი ციმციმი;
  • არ არის გათვალისწინებული შენახვისა და ტრანსპორტირების ყუთი;
  • ფასი საშუალოზე მაღალია.

Braun ფოტოეპილატორი კარგი მოწყობილობაა, რომელსაც ხელმისაწვდომ ფასად  ძლიერი სპეციფიკაციები და რეჟიმების მრავალფეროვნება აქვს. მის უშუალო კონკურენტს - SmoothSkin Muse-ს მსგავსი ფუნქციები აქვს, მაგრამ ციმციმების შეუზღუდავი რესურსის გამო, ის უფრო ძვირი ღირს.

Remington IPL 6780

მოდელი აღჭურვილია თანამედროვე დონის IPL სინათლის ინტენსივობის ტექნოლოგიით, რომლის ციმციმების რაოდენობა 300 000-მდეა.  სინათლის პულსის ინტენსივობაა 8ჯ/სმ². ამასთან ერთად, გათვალისწინებულია პროპულსის ტექნოლოგია, იგივე მსუბუქი პულსი, რომელიც მოქმედებს თმის ბოლქვებზე და ბლოკავს თმის ზრდას.

ფოტოეპილატორების შერჩევის კრიტერიუმები

მახასიათებლები:

  • 5 ინტენსივობის რეჟიმი;
  • კარგი შედეგი სამი გამოყენების შემდეგ;
  • გათვალიწინებულია სხეულისა და სახისთვის;
  •  მრავალჯერადი ფლეშ რეჟიმი;
  • კანის ტიპის გამოვლენის სენსორი;
  • UV დამცავი ფილტრი;
  • დაცვა ბავშვებისგან და  შემთხვევითი გააქტიურებისგან;
  • კომპლექტში შედის  სადგამი;
  • უსაფრთხოება დამტკიცებულია კლინიკური ტესტირებების საფუძველზე.

უპირატესობები:

  • ლამაზი დიზაინი;
  • ინოვაციური ტექნოლოგიები;
  • მრავალსაფეხურიანი დაცვა;
  • 5 ინტენსივობის რეჟიმი;
  • 2 ფლეშ რეჟიმი;
  • კანის ტიპის გამოვლენის სენსორი.

ნაკლოვანებები:

  • სამწუხაროდ, არ არის შესაფერისი მუქი ფერის კანისთვის;
  • მაღალი ფასი.