ყველაფერი ეპილატორის შესახებ
ჩვენ საკმაო პოსტები გვაქვს დაწერილი ეპილატორების საჭიროებისა, მისი მოხმარების ინსტრუქციებისა და მისი შერჩევის სიადვილის შესახებ.
თუმცა ახლა მივხვდით, რომ ეს ბლოგპოსტები ყოველთვის კონკრეტულ სეგმენტის - ქალბატონების კითხვებს პასუხობდა (რაც, თუ დავფიქრდებით, ლოგიკურია). ამ პოსტით კი გვინდა რომ ეპილატორის საჭიროებაზე მამაკაცების ყურადღებაც გავამახვილოთ.
პრობლემის შესავალში სიმელოტე გავიხსენოთ. რა დიდი დისკომფორტია როდესაც ადამიანის ჩვეული გარეგნობა (როგორადაც ის საკუთარ თავს იცნობდა, როგორსაც იცნობდნენ მეგობრებო, კლასელები, ცოლი და ა.შ.) ნელნელა იცვლება და ჩვენი ორგანიზმის ის წევრები, თითქოს რომ მილიონობით გვაქვს, ნელნელა გვტოვებენ.
პირველი მილიონის დაკარგვა არაფერია, არც მეორე, მაგრამ ბოლოში უკვე ბევრისთვის დიდი დისკომფორტის წყარო ხდება და ზოგი, თუ არა უმეტესობა მამაკაცებისა ან მიმართავს თმის გადანერგვის პროცესებს (მას შემდეგ რაც სპეციალური შამპუნები და სხვადასხვა ექიმბაშური მეთოდები უკვე გამოცდილია), ან მინიმუმ განიხილავს მაინც.
ეს შესავალი მიგვახვედრებს რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავია თმას ადამიანის ცხოვრებაში. და ის ფაქტი რომ ზოგისთვის მისი დაკარგვა არის სტრესის გამომწვევი მიზეზი, ზოგისთვის კი მისი ზედმეტობა - უკვე ტექნიკური ფაქტორად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
მითუმეტეს, როდესაც მამაკაცები ოპერაციაზეც კი მიდიან თმის გადანერგვისთვის (მითუმეტეს ძველი ყაიდის ოპერაციები, ლამის სკალპის ახდამდე რომ მიდიოდა საქმე), რაღა გასაკვირია ისიც რომ ზედმეტი თმის მოსაშორებლად მისი მოსურნეები მცირეოდენ ტკივილის ატანასაც არ ერიდებიან.
არადა ეს მართლა ასეა. ეპილატორი კი არის დისკომფორტთან დაკავშირებული, მაგრამ მხოლოდ მცირედით. მისი ტკივილი გარკვეულწილად შეგვიძლია შევადაროთ ვარჯიშის დროს კუნთების ტკივილს - თითქოს უსიამოვნოა, მაგრამ შენი გონება ამ დროს ისეთ ბედნიერებას გრძნობს, ისე უხარია რომ სხეულისთვის რაღაც კარგი ხდება, რომ არათუ უგულებელყოფს, არამედ შეჰხარის კიდევაც ამ ტკივილს
ეპილატორების ტექნოლოგია არც თუ ისე რთულია, და დიდად არ განსხვავდება წვერსაპარსისგან. თუმცა რა თქმა უნდა, არც ისეა რომ სხვაობა არ იყოს. სხვა თუ არაფერი ეპილაციის შემდეგ ხელის თმის საწინააღმდეგოს ასმისას იგივე შეგრძნება რომ გაგიჩნდეთ რაც წვერის შემთხვევაში ჩნდება, დამეთანხმებით თქვენი ცხოვრება ცოტათი კი არა, ბეეეევრად უბედური გახდებოდა.
ხავერდოვანი და გლუვი კანის მისაღებად ეპილატორების ორი ტიპის პროცესის საშუალებით მოქმედებენ - დისკების ან ე.წ. სამტვრევების (მამაკაცებისთვის <დრაბილკის> პრინციპით). დისკების შემთხვევაში მბრუნავი ფოლადის დისკები მათ შორის იქცევენ თმას და ძირიანად აცალკევებენ მას სხეულიდან. სამტვრევების პრინციპსაც იგივე შედეგამდე მივყავართ, თუმცა პროცედურა უფრო ნელა ხორციელდება და ამიტომ შედარებით უფრო ნაკლებ მტკივნეულია.
აღსანიშნავია ეპილატორების ერთი კარგი გამოგონება, რომელიც ჯერ საპარსებისთვის არ შემოუთავაზებიათ - ეს არის მათი თანდაყოლილი განათება, რომელიც საშუალებას გვაძლევს (აძლევთ თუ ჩვენზე არაა საუბარი) ადამიანებს უკეთესად დავინახოთ ის წერტილი რომელიც ახლა ეპილატორით მუშავდება. (პ.ს. რა კარგი იქნებოდა არა ისე საპარსის შემთხვევაში ეს. იძულებული აღარ ვიქნებოდი მანქანის წინა საბარგულში, ე.წ. <ბარდაჩოკში> ერთჯერადი საპარსი მეტარებინა რომლითაც დარჩენილი წვერის აღმოჩენის შემთხვევაში მომენტალურ ქირურგიულ ჩარევას ვახდენ ხოლმე).
ამიტომ, ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ ეპილატორის მიზნობრივი აუდიტორია უნდა გაორმაგდეს ახლო მომავალში.
პოპულარული მოდელები