ელექტრო წისქვილის შერჩევის პარამეტრები

იმისთვის, რომ შინაური  ცხოველები და ფრინველები მარცვლეულის ჭამას უკეთ შეეჩვიონ და წონაშიც  უფრო სწრაფად მოიმატონ, საჭიროა  მათი დიდ ან მცირე დონეზე დაფქვა. ამისათვის  კი გამოიყენება ელექტრო წისქვილები, რომლებიც მუშაობენ ელექტროძრავის საშუალებით და ავტომატურად ფქვავენ ნებისმიერ ბურღულეულს.

დღევანდელ ბლოგში გვსურს ვისაუბროთ არათუ კონკრეტული მოდელების განხილვაზე, არამედ იმაზე თუ  როგორ შევარჩიოთ ელექტრო წისქვილი.  ძირითადი მახასიათებლების ცოდნა  დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, არის თუ რა განსხვავებაა მოდელებს შორის და რომელი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საჭიროებისთვის ყველაზე ოპტიმალური.

ძალა

მარცვლეულის ელექტრო წისქვილების სიმძლავრე ძირითადად 800-დან 2500 ვტ-მდეა. რაც უფრო ძლიერია აღჭურვილობა, მით უფრო მაღალია ბრუნვის სიჩქარე. ეს პარამეტრი ასევე მოქმედებს უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობაზე.

მაღალი ძაბვის მქონე ელექტროძრავები უკეთესია გრძელვადიანი მუშაობისთვის, რომლებსაც გადახურებისგან დაცვის მექანიზმი აქვთ. დაბალი სიმძლავრის ძრავებში კი უფრო დიდია იმის რისკი, რომ საერთოდ დაიწვას მოწყობილობა.

 ელექტრო წისქვილის შერჩევის პარამეტრები

პროდუქტიულობა

მეორე პარამეტრი მჭიდროდაა დაკავშირებული პირველთან, რომელიც იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენ კილოგრამს  ფქვავს მოწყობილობა საათში. არჩევისას უნდა მიუთითოთ რომელ პროდუქტზეა საუბარი, რადგან ზოგიერთ  მანქანას სხვადასხვანაირად  შეუძლია დაამუშაოს პროდუქტები. მაგალითად, მარცვლეულს ამუშავებს 170 კგ/სთ სიჩქარით, ბოსტნეულს - 450 კგ/სთ-ით, ხოლო ბალახეულს 650 კგ/სთ-ით.

სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, რომელთა სიმძლავრე 140-180 კგ /სთ-ია შესაფერისია პირადი მოხმარებისთვის, ასევე ცხოველებისა და ფრინველის საკვების სწრაფად მოსამზადებლად.

ძრავის ტიპი

მარცვლეულის წისქვილში ელექტროძრავა შეიძლება იყოს ორი ტიპის. არსებობს ისეთი დასამუშავებლები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მარცვლეულისთვის (ხორბალი, ქერი, შვრია, ფეტვი და ა.შ.) სხვა მოდელებს შეუძლიათ დაშალონ მთლიანი სიმინდი, სიმინდის წისქვილში ამისათვის  გათვალისწინებულია ცალკე სათავსო.

ელექტრო წისქვილის შერჩევის პარამეტრები

თუ გარკვეული საკვები ჩაიტვირთება წისქვილში, რომელიც მათთვის შექმნილი არ არის, ეს ხელს შეუშლის ჭრის სისტემას და ავტომატურად გააჩერებს ძრავას. წინასწარ იფიქრეთ, თუ რა სახის საკვები გსურთ მოათავსოთ მოწყობილობაში და ამის შემდეგ მოძებნეთ შესაბამისი შესაძლებლობების მქონე წისქვილები.

დაფქვის სისტემის ტიპი

რამდენიმე სახეხი სისტემიდან ყველაზე გავრცელებულია წრიული დანები. ისინი ეფექტურად ფქვავენ მარცვლებს და ჭრიან მცენარეულობას. ჩაქუჩებს შეუძლიათ არა მარტო მარცვლეულის დამტვრევა, არამედ ფქვილად დაფქვაც. რულონები კიდევ ერთი სახეობაა, მაგრამ მათი დამუშავების სიჩქარე უფრო ნელია.

დიამეტრი

დაქუცმაცებული მარცვლების ფრაქციების ზომა დამოკიდებულია საცერის ბადის დიამეტრზე. ცხოველებისთვის საკვების მოსამზადებლად გამოიყენეთ 4-5 მმ-იანი ბადეები. უფრო მცირე მნიშვნელობები კი შესაფერისია ფქვილის დასამზადებლად.

მოცულობა და წონა

წისქვილის ზომა გავლენას ახდენს შენახვის მოხერხებულობაზე. მოწყობილობების ზომები იცვლება 26x26x30 სმ-დან 50x31x50 სმ-მდე. წონა კი გავლენას ახდენს განლაგების სიმარტივეზე. ყველაზე კომპაქტური მოდელები იწონის 5-8 კგ-ს, უფრო მძლავრი კი - 15-19 კგ-ს.

მარცვლეულის დასამუშავებელი მოწყობილობის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ სრულ კომპლექტს. ზოგიერთი მწარმოებელი პროდუქტთან ერთად გთავაზობთ სხვადასხვა დიამეტრის მქონე საფქვავ თავებს. ასევე არსებობს მოდელები სადგამით ან მიმაგრებული სათლით ( ე.წ. ვედროთი). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ბორბლებიანი მოწყობილობები მარტივი ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა ადგილზე განთავსებისთვის.

პოპულარული მოდელები

2 განყოფილებიანი სიმინდის ტაროს ელექტრო საფშვნელი Royal
2 განყოფილებიანი სიმინდის ტაროს ელექტრო საფშვნელი Royal
Regular price 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო წისქვილი - მარცვლეულის საფქვავი 3900W ELEFANT 350E
ელექტრო წისქვილი - მარცვლეულის საფქვავი 3900W ELEFANT 350E
Regular price 360.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო წისქვილი - მარცვლეულის საფქვავი Baltica KP-RRO
ელექტრო წისქვილი - მარცვლეულის საფქვავი Baltica KP-RRO
Regular price 300.00 ლარი 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სიმინდის ტაროს ელექტრო საფშვნელი OEM BT3981
სიმინდის ტაროს ელექტრო საფშვნელი OEM BT3981
Regular price 300.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი