ელექტრო გრილები - ყოველდღიურობის კომფორტი

ელექტრო გრილი  საშუალებას გაძლევთ სწრაფად და გემრიელად მოამზადოთ ლანჩი ან ვახშამი მთელი ოჯახისთვის. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ მოკლე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შესანიშნავი ელექტრო გრილი არჩევისას, რათა გავითვალისწინოთ ფასისა და ხარისხის თანაფარდობა.

ჩვენ გავაანალიზეთ  მომხმარებელთა მიმოხილვები, გაყიდვადი პროდუქციები და შევარჩიეთ საუკეთესო ელექტრო გრილები თქვენთვის. მოდელების არჩევისას ასევე გათვალისწინებული იქნა ოფიციალური ტესტის შედეგები და მფლობელების მიერ ელექტრო გრილების ხარისხისა და საიმედოობის შესახებ მიმოხილვები.

REDMOND SteakMaster RGM-M805

ელექტრო გრილი REDMOND-სგან, რომელსაც 2100 ვატიანი სიმძლავრე აქვს, რომელიც 2020 წლის ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის მოდელია.

გრილის აპარატის კორპუსი დამზადებულია კომბინირებული მასალებისგან, ხოლო მოსახსნელი პანელები, ჩამონტაჟებული გათბობის ელემენტებით, დამზადებულია ლითონისაგან და აქვთ წებოვანი საფარი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მოამზადოთ თქვენი საყვარელი კერძები ზეთის გარეშე. მათი გაწმენდაც ძალიან მარტივია და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება.

ელექტრო გრილები - ყოველდღიურობის კომფორტი

გრილის სახურავის გახსნა შესაძლებელია 180 გრადუსით. ძლიერი გათბობის შემთხვევაში კი აქტიურდება დაცვის რეჟიმი და  მოწყობილობა ავტომატურად ითიშება პანელების გაცივებამდე.

აპარატს აქვს ავტომატური სენსორი, რომელიც ზომავს ნაჭრების სისქეს და ადგენს კერძის ოპტიმალურ დროსა და ტემპერატურას. დაინსტალირებული 7 პროგრამა მნიშვნელოვნად ამარტივებს მომზადების პროცესს.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 2100 ვტ;
  • ტემპერატურის კონტროლი - დიახ;
  • არაწებოვანი საფარი - დიახ;
  • დაცვა გადახურებისგან - დიახ.
  • ზომები - 32.5 × 35.6 × 16.8 სმ;
  • წონა - 4.50 კგ.

დადებითი:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • ავტომატური რეჟიმები;
  • ადვილად აწყობა, დაშლა და რეცხვა.

მინუსები:

  • დენის მოკლე  კაბელი.

Kitfort KT-1627

ელექტრო გრილის სიმძლავრე 2000 ვტ-ია. 29x23 სმ ზომის ლითონის მოსახსნელ პანელებს კი წებოვანი საფარი აქვს. მათი გაწმენდა მარტივია და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში უსაფრთხოდ მოთავსება.

გრილის ზედა ნაწილის (რომელიც 180 გრადუსით იშლება)  გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე სამუშაო ზედაპირი. მექანიკური კონტროლის საშუალებით  კი, ტემპერატურა შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც დაარეგულიროთ.

ელექტრო გრილები - ყოველდღიურობის კომფორტი

მოწყობილობა საკმაოდ სტაბილურია,  რომელიც მუშაობის დროს სამზარეულოს ზედაპირზე არ სრიალებს.  დაბალი ღირებულება ამ გრილის კიდევ ერთი უპირატესობაა.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 2000 ვტ;
  • ტემპერატურის კონტროლი - დიახ;
  • არაწებოვანი საფარი - დიახ;
  • დაცვა გადახურებისგან - დიახ.
  • ზომები - 32 × 33.5 × 12.5 სმ;
  • წონა - 2.90 კგ.

დადებითი:

  • დაბალი ფასი;
  • მარტივი მოვლა;
  • შესაძლებელია ვერტიკალურად შენახვა.

მინუსები:

  • ფხვიერი საფარის დიზაინი, საჭიროა ჭანჭიკების პერიოდულად მოჭერა;
  • დენის მოკლე  კაბელი.

Tefal GC306012

მოდელი დამზადებულია კომბინირებული მასალებისგან, სამუშაო ზედაპირი კი ლითონისაა, რომელსაც არაწებოვანი საფარი აქვს. ფირფიტები მოსახსნელია და ადვილად იწმინდება, მზა პროდუქტის ამოღებისთანავე რეკომენდებულია ზედაპირის გაწმენდა.

ელექტრო გრილები - ყოველდღიურობის კომფორტი

გრილის აპარატი აღჭურვილია მომზადების სამი რეჟიმით: ღუმელი, ბარბექიუ და გრილი. მოწყობილობა მაქსიმალურ ტემპერატურაზე სწრაფად, 5-6 წუთში თბება. ასევე დასაშვებია ტემპერატურის ხელით კონტროლი. მისი ზომისა და ფორმის გამო, იდეალურია კარადაში ვერტიკალურად მოთავსებისთვის.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 2000 ვტ;
  • ტემპერატურის კონტროლი - დიახ;
  • არაწებოვანი საფარი - დიახ;
  • დაცვა გადახურებისგან - დიახ.
  • ზომები - 37x38x20  სმ;
  • წონა - 4.10 კგ.

დადებითი:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • ავტომატური რეჟიმები;
  • ადვილად აწყობა, დაშლა და რეცხვა.

მინუსები

  • მოკლე დენის კაბელი.

პოპულარული მოდელები

აეროგრილი 17ლ ILITEK IL 5011 / 8436645212478
აეროგრილი 17ლ ILITEK IL 5011 / 8436645212478
Regular price 219.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
აეროგრილი Weimar WE 5077
აეროგრილი Weimar WE 5077
Regular price 229.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
აეროგრილი Weimar WE-5078 (Black)
აეროგრილი Weimar WE-5078 (Black)
Regular price 245.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
აეროგრილი FRANKO FHO-1168
აეროგრილი FRANKO FHO-1168
Regular price 229.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი