De’Longhi ყავის აპარატები მექანიკური/ავტომატური კაპუჩინო სისტემით

გემრიელი და არომატული ყავა დილის საუკეთესო დასაწყისია, რომლის მიღწევა  ყავის აპარატების De’Longhi  საშუალებით ძალიან მარტივად შეიძლება.

დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ მსოფლიოში აღიარებული ბრენდის -De’Longhi ყავის აპარატები, რომლებიც განკუთვნილია როგორც სახლის პირობებში გამოყენებისთვის, ასევე - ოფისებისთვის.

თუკი ოფისის ყავის აპარატებს ეძებთ, გახარებთ და გეტყვით, რომ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე უკვე შესაძლებელია მათი შეძენა და თან ხელმისაწვდომ ფასად.

De’Longhi ყავის აპარატები მექანიკური/ავტომატური კაპუჩინო სისტემით

De'Longhi Magnifica S ECAM 21.117

ავტომატური ყავის აპარატები  კარგი სიმძლავრის მაჩვენებლით (1450 ვტ და 15 ბარიანი ტუმბო), რომელიც აღჭურვილია ხელით მოსამზადებელი კაპუჩინო სისტემით, რომლითაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით ყავისა და რძის სასმელების მომზადება. წყლის ავზის მოცულობა თითქმის ორი ლიტრია,  რომელიც საკმარისია მრავალშვილიანი ოჯახისთვის ან მცირე სამუშაო ჯგუფისთვის.

ღილაკების საშუალებით, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია თავად შეარჩიოს ყავის მომზადების პარამეტრები: როგორი სიძლიერის სურს და რამდენად ცხელი წყალი გამოიყენოს.

მოწყობილობაში ჩაშენებულია 250 გრ-იანი ყავის საფქვავი და ერთდროულად შეგიძლიათ  ორი ჭიქა ყავაც მოამზადოთ. ამავე დროს, არსებობს წყლის ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს როდის არის საჭირო მისი შევსება. წყლის კონტეინერი და წვეთოვანი უჯრა ადვილად გამოეყოფა კორპუსს, რომლის გარეცხვაც შეგიძლიათ.

De’Longhi ყავის აპარატები მექანიკური/ავტომატური კაპუჩინო სისტემით

ძირითადი მახასიათებლები:

  • გამოყენებული ყავა - მარცვალი ან დაფქული;
  • სიმძლავრე - 1.45 კვტ;
  • მაქსიმალური წნევის მაჩვენებელი - 15 ბარია;
  • მოცულობა - 1800 მლ;
  • კორპუსი - პლასტმასი.

დადებითი:

  • ყავის რაოდენობის რეგულირება;
  • შესაძლებელია ერთ ჯერზე ორი ჭიქა ყავის მომზადება.

მინუსები:

  • მარცვლის კონტეინერის სახურავი მცირე ზომისაა;
  • დასუფთავებას ბევრი წყალი სჭირდება.

De’Longhi Nespresso Essenza Mini EN 85 AE

აღნიშნული მოდელი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს მაღალი ხარისხის ყავა, მაგრამ არ აქვს საშუალება ისეთი ავტომატური ყავის აპარატი იყიდოს, რომელიც მუშაობს დაფქვილ ან მარცვლოვან ყავაზე.

კაფსულებზე განთავსებული შტრიხკოდის გამო, მოწყობილობა დამოუკიდებლად განსაზღვრავს მომზადებისათვის საჭირო პარამეტრებს და სწრაფად ავსებს ჭიქას შერჩეული სასმელით.

De’Longhi ყავის აპარატები მექანიკური/ავტომატური კაპუჩინო სისტემით

წყლის ავზის მოცულობა 600 მლ-ია, ხოლო ცხელი წყლის რაოდენობა შეიძლება ხელითაც დარეგულირდეს. მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული რძის ქაფიანი ატრიბუტის გამოყენებით, შეგიძლიათ ხელით გააკეთოთ კაპუჩინო ან ლატე.

სასიამოვნოა, რომ მოწყობილობა აღჭურვილია ტაიმერით და შეუძლია ყავის მომზადება დანიშნულ დროს, თუმცა ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ფინჯან ყავას ამზადებს.

მანქანა აღჭურვილია კონტეინერით, რომელშიც ინახება ექვსი კაფსულა. გამოყენებიდან სამი წუთის შემდეგ, ყავის აპარატი ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადადის და ცხრა წუთის შემდეგ ის თვითონ ითიშება.

ძირითადი მახასიათებლები:

  • გამოყენებული ყავა - კაფსულები;
  • სიმძლავრე - 1.26 კვტ;
  • მოცულობა - 600 მლ;
  • კორპუსი - პლასტმასი.

დადებითი:

  • მარტივი გამოყენება;
  • შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი;
  • არსებობს წყლის მაჩვენებელი;
  • ავტომატური გამორთვა.

მინუსები:

  • წყლის ავზის მცირე მოცულობა;
  • ერთ ჯერზე ამზადებს მხოლოდ ერთ ჭიქა ყავას.

პოპულარული მოდელები

ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ყავის აპარატი PHILIPS EP2030/10
ყავის აპარატი PHILIPS EP2030/10
Regular price 3,199.00 ლარი 2,199 ლარი / თვეში 118 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
Regular price 1,949.00 ლარი 1,599 ლარი / თვეში 86 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ყავის აპარატი DELONGHI Dedica Manual Espresso Coffee Maker (EC685.W)
ყავის აპარატი DELONGHI Dedica Manual Espresso Coffee Maker (EC685.W)
Regular price 839.00 ლარი 699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი