დასადგამი კონდიციონერების დადებითი და უარყოფითი მხარეები

თუკი კედლის კონდიციონერებისთვის გათვალისწინებული ფინანსები არ გაქვთ,  გამოსავლის პოვნა მარტივად მინი კონდიციონერების  დახმარებით შეიძლება, რომელთა ღირებულება 30-40 %-ით ნაკლებია.

მინი კონდიციონერები  კარგი ალტერნატივაა  იმ თვალსაზრისით, რომ მარტივია მისი დამონტაჟებაც და დიდ დროს არ მოითხოვს. მოდით, უფრო დეტალურად გავერკვეთ, რომელ მოდელებს ენდობიან მომხმარებლები და რა მახასიათებლები გააჩნია თითოეულ მათგანს.

Funai-MAC_SK35HPN03 - იატაკის მინი კონდიციონერი

მოწყობილობა მუშაობს 220 V ქსელიდან და მიეკუთვნება ენერგოეფექტურობის - A კლასს. კონდიციონერს შეუძლია ერთ წუთში მაქსიმალურად უზრუნველყოს 5.5 მ³ ჰაერის ნაკადის მიმოქცევა, რაც (ამ კატეგორიაში) მოდელს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურს ხდის.

დასადგამი კონდიციონერების დადებითი და უარყოფითი მხარეები

კონდიციონერის ზომებია 29x65x49 სმ, რომელიც იატაკზე ბორბლების საშუალებით მოძრაობს. კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია პატარა ეკრანი, რომელზეც თეთრი რიცხვები შავ ფონზეა წარმოდგენილი და აჩვენებს არსებულ ტემპერატურას. მის გვერდით არსებული ღილაკები საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მოწყობილობის ყველა ფუნქცია. ტექნიკას შეუძლია გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და გაშრობა.

მინი კონდიციონერი გამოირჩევა გაზრდილი სიმძლავრით, რის გამოც სიცივეს წარმოქმნის  35 მ²-მდე ფართობზე. გათბობის რეჟიმში, გამოიმუშავებს 3.3 კვტ-ს, ხოლო გაგრილებისთვის - 3.4 კვტ-ს.

უპირატესობები:

  • მარტივი მოძრაობისთვის გათვალისწინებულია ოთხი ბორბალი;
  • მონაცემები მკაფიოდ ჩანს შავ ფონზე;
  • სენსორული კონტროლი;
  • გათვალისწინებულია კონტროლის ფუნქცია.

უარყოფითი:

  • მუშაობის დროს ხმაურის მაჩვენებელი - 51 დბ;
  • მაღალი ფასი;
  • საჭიროა საჰაერო არხთან კავშირი;
  • დისტანციური მართვა ჩვენების გარეშე.

Zanussi ZACM-12 MS/N1 Black

გამომდინარე იქიდან, რომ მოწყობილობის კლიმატური ტექნოლოგია ვერ ახერხებს გათბობას, ამიტომ იატაკის კონდიციონერი Zanussi ჩვენს სიაში მეორე ადგილს იკავებს.

მწარმოებელი გირჩევთ გამოიყენოთ დასადგამი კონდიციონერი, რომლის ზომებია 43x71x35 სმ (30 მ² ფართობზე). ეს არის კიდევ ერთი მინი მოდელი, რომელიც შესაფერისია სტუდიის ტიპის ბინაში ან ფართო საკონფერენციო დარბაზში კლიმატის კონტროლისთვის. მოწყობილობას აქვს ტაიმერი და სამი მუშაობის რეჟიმი.

დასადგამი კონდიციონერების დადებითი და უარყოფითი მხარეები

დისტანციური მართვის ნაცვლად, მოდელი აღჭურვილია Wi-Fi მოდულით, რაც აადვილებს შიდა ქსელთან დაკავშირებას. თქვენს ტელეფონში არსებული პროგრამის საშუალებით, შეგიძლიათ აკონტროლოთ რეჟიმები და დაარეგულიროთ ტემპერატურა.  გამომდინარე იქიდან, რომ ახლა სმარტფონებს ყველა იყენებს, აღნიშნული ფუნქციით სარგებლობაც ადვილია. ამასთან, არც დისტანციურ პულტში გჭირდებათ ელემენტების შეცვლა.

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • ეკრანზე მკაფიოდ ნაჩვენები რიცხვები, რომლებიც შორიდანაც ჩანს;
  • ტელეფონიდან მართვა;
  • შესაფერისი 30 მ² ფართობისთვის.

უარყოფითი:

  • არ აქვს გათბობის რეჟიმი;
  • იწონის 30 კგ-ს;
  • მაღალი ფასი.

Hyundai-H_PAC09_R10E

კორეული ბრენდის კლიმატური მოწყობილობა შესაფერისია 16 მ² ფართობის მომსახურებისთვის. შენარჩუნებული ტემპერატურის დიაპაზონია 16-31 გრადუსი. თუ ოთახში ჭარბი ტენიანობაა დაგროვილი, მოწყობილობა აშორებს  მას 0.9 ლ/სთ სიჩქარით.

დასადგამი კონდიციონერების დადებითი და უარყოფითი მხარეები

კონდიციონერთან ერთად მწარმოებელი გაწვდით დისტანციური მართვის საშუალებასა და ინსტალაციის მილს. დანადგარი მუშაობს უსაფრთხო R410A ფრეონზე, ხოლო მოწყობილობა, ჰაერის ნაკადის რეგულირებით,  შეიძლება მიმართული იყოს სასურველი ადგილისკენ. სენსორული ტიპის კლავიატურა განლაგებულია ბლოკის თავზე და არა წინა მხარეს, ამიტომ მომხმარებელს არ სჭირდება დახრა გარკვეული კორექტირების შესასრულებლად.

უპირატესობები:

  • ბორბლები გვერდებზე 360º-ით ბრუნავს;
  • მოწყობილობას შეუძლია ჰაერის გამოშრობა;
  • სენსორული მართვა;
  • კლავიატურა მდებარეობს კონდიციონერის ზემოდან, რაც აადვილებს მართვას.

უარყოფითი:

  • ხმაური - 65 დბ მოცულობით;
  • მაღალი ფასი.

კედელზე დასაკიდი, სტანდარტული დიზაინის საუკეთესო კონდიციონერების მახასიათებლები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ.

პოპულარული მოდელები

კონდიციონერი 35-40 მ2 MIDEA MSAF-12HRN8-W
კონდიციონერი 35-40 მ2 MIDEA MSAF-12HRN8-W
Regular price 1,459.00 ლარი 999 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
კონდიციონერი 15-25 მ2 BEKO BBFDA 070/071
კონდიციონერი 15-25 მ2 BEKO BBFDA 070/071
Regular price 1,300.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 4 წელი
კონდიციონერი 55-60მ2 MIDEA MSAF-18HRN8-W
კონდიციონერი 55-60მ2 MIDEA MSAF-18HRN8-W
Regular price 2,039.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
პორტატული კონდინციონერი 35მ2 Chigo SKY-6A-12000
პორტატული კონდინციონერი 35მ2 Chigo SKY-6A-12000
Regular price 1,079.00 ლარი 929 ლარი / თვეში 50 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი