დარტყმითი დრელების საუკეთესო მოდელები
გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი მოწყობილობის შერჩევა და შეძენა დაკავშირებულია მთელი რიგი პრობლემების გადაჭრასთან, არც დრელების შემთხვევაა გამონაკლისი. პირველ რიგსი, სასურველია განსაზღვროთ ინსტრუმენტის ტიპი - სამოყვარულო თუ პროფესიონალი?
გაითვალისწინეთ, რომ სამოყვარულო დარტყმითი დრელები, ვერ მუშაობენ გამართულად რამოდენიმე საათის განმავლობაში. თუ აპირებთ გაჩერების გარეშე მუშაობას, საბურღი მუდმივად გადახურდება და შეიძლება მწყობრიდანაც გამოვიდეს.
მეორეს შემთხვევაში, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, თუ რა მასალებთან გიწევთ აუცილებელი მუშაობა. მიზანშეწონილია, რომ შეძენამდე ყურადღება მიაქციოთ ასევე მახასიათებლებს, ფუნქციებსა და ვარიანტებს. ასევე ხელსაწყოს ძალას, რევოლუციების რაოდენობასა და ზემოქმედების სიხშირეს. დღეს შემოგთავაზებთ რამოდენიმე მოდელის აღწერას, რომელიც თქვენ საჭიროებებში უკეთ გაგარკვევთ.
- Bosch PSB 50 RE - თუ დროთა განმავლობაში, ხშირად გიწევთ თაროებისთვის, კარადებისთვის, ფოტოებისთვის ხვრელების გაკეთება, მაშინ ეს მოდელი შესაფერისია.
- Metabo SBE 900 - თუ გარეთ, სამშენებლო მასალებთან გიწევთ მუშაობა, ეს მოდელი ნამდვილად გამოგადგებათ.
- Makita 8406 C - უფრო სერიოზული შესაძლებლობებით დატვირთული ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
Bosch GSB 21-2 RCT
Bosch-ის აღნიშნულ მოდელში გაერთიანებულია მოწყობილობების, ფუნქციების და შესაძლებლობების მთელი რიგი: სწრაფი ჩაკეტვა, დამხმარე სახელური, სიჩქარის მარეგულირებელი, უსაფრთხოების მექანიზმი, გაჩერების მმართველი. სტრუქტურულად შერწყმულია საბურღი მანქანა. მახასიათებლები: 2 სიჩქარე - 900 და 3000 rpm; სიხშირე 51000 დარტმა/წთ და 43 N*მ ბრუნვის მომენტი; ბურღვის დიამეტრი - 1.6-დან 4.0 სმ-მდე.
უპირატესობები:
- მოსახერხებელი სახელური, ჩასადები ჩემოდანი;
- მუდმივი სიჩქარის შენარჩუნება, სხვადასხვა რეჟიმების არსებობა, დენის კონტროლი;
- მოსახერხებელი დიზაინი, ძალა;
- გარანტიის ვადაა 3 წელი.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
SPARKY BUR2 350E
SPARKY-ს მოდელის მუშაობს სიჩქარე 2000 და 800 rpm-ია, სიხშირე 36000 დარტყმა/წთ, 65 N*მ-მდე ბრუნვის მომენტი. ხვრელებს ქმნის სხვადასხვა სამშენებლო მასალებში შემდეგი დიამეტრით: 16-დან 45 მმ-მდე. მოწყობილობას აქვს შემდეგი დამატებითი მახასიათებელი: სიღრმის შემზღუდველი, სარეზერვო სახელური, უსაფრთხოების მექანიზმი, სიჩქარის რეგულატორი, დრაივის მმართველი, ვაზნის გასაღები.
უპირატესობები:
- ძრავის გაგრილების სისტემა, ორმაგი იზოლაცია;
- ძალა, საიმედოობა, მაღალი შესრულება.
უარყოფითი:
- შედარებით მოძველებული მოდელი.
Metabo SBE 900
2 სიჩქარიანი ბურღვა რევოლუციებისა და ზემოქმედებების რაოდენობაზე - 3100 და 59000 წუთში და 38 N*მ-მდე ბრუნვის მომენტი. მოწყობილობა კარგად მუშაობს ბეტონის, ქვის, პლასტმასის, ხის და ლითონის მასალებზე. ხვრელებს ქმნის, მასალის სიმკვრივედან გამომდინარე შემდეგი დიამეტრით 13-დან 40 მმ-მდე.
უპირატესობები:
- გრძელი 4 მეტრიანი კაბელი;
- უნივერსალურობა, ძალა, უსაფრთხოება;
- მშენებლობის და მუშაობის ხარისხი, პულსის რეჟიმი;
- გამძლეობა.
და ბოლოს, თუ გსურთ შენაძენი გააკეთოთ დღესვე, ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ როგორც ბარათით გადახდის შესაძლებლობას, ისე - განვადების უმარტივეს პირობებს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად თქვენზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგცეთ რაც შეიძლება საუკეთესო რჩევები ნებისმიერი პროდუქციის გარშემო, რათა გაგიმარტივოთ არჩევანის შესაძლებლობა.
გახსოვდეთ, რომ ნივთის შეძენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებთ. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ დრელებს.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები