ჩირის აპარატი - შერჩევის კრიტერიუმები და განხილვა
გაშრობა - მცენარეული პროდუქტების შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს მათ დიდი ხნით შენახვას. არსებობს სპეციალური მოწყობილობები, იგივე ჩირის აპარატები, რომელთა საშუალებითაც სწრაფად და ტექნოლოგიურად გამოაშრობთ ნებისმიერ ხილსა თუ ბოსტნეულს.
არსებობს ორი ტიპის: კონვექციური ან ინფრაწითელი საშრობები, რომლებსაც ერთი და იგივე დანიშნულება გააჩნიათ.
ჩირის აპარატების მთავარი ამოცანა პროდუქტებში ტენიანობის შემცირებაა, რომელიც აჩერებს დაშლის პროცესებს. წყლის აორთქლებას ხელს უწყობს მცირე გათბობა, რომლის მიღწევა შესაძლებელია სითბოს წარმოქმნით ან კონვექციის გამოყენებით.
კონვექციური საშრობი
კონვექციური საშრობი მოიცავს გათბობის ელემენტს და ვენტილიატორს, რომელიც წარმოქმნის თბილი ჰაერის მიმართულ ნაკადს. ასეთი ჩირის აპარატი კამერის შიგნით ტემპერატურის ერთგვაროვან განაწილებას უზრუნველყოფს, რომელიც ორთქლს გარეთ გამოდევნის.
ამ ტიპის მოწყობილობას საკმაოდ მოკლე დროში შეუძლია კარგად გამოაშროს ხილი თუ ბოსტნეული. გარდა ამისა, აპარატს არ აქვს ზომის ან მუშაობის შეზღუდვა.
ინფრაწითელი საშრობი
ინფრაწითელ საშრობს სითბოს ტალღების გამცემი აქვს, რომლებიც აცხელებენ საკვებს და არა ჰაერს. ასეთი ჩირის აპარატები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. აპარატის დამუშავების შემდეგ, ბოსტნეული და ხილი ინარჩუნებენ ბუნებრივ ფერს, ვიტამინებსა და სუნს.
Rommelsbacher DA 750
გერმანული წარმოების ამ მოდელს 4 გამჭირვალე თარო აქვს, რომლის ცენტრალურ ნაწილში თერმორეგულატორია. ამასთან, დასაშვებია ორი უჯრის დამატება.
ძირითადი ელემენტები დამზადებულია მკვრივი თეთრი პლასტმასისგან, ხოლო მთვავარი თაროები ქმნიან ცილინდრულ ღარს. გამთბარი ჰაერი ამ ღარებსა და უჯრებს შიგნით მოძრაობს და გამოდის გარეთ კიდეების საშუალებით.
მართვა ხორციელდება ორი მბრუნავი სახელურით, რომლიდანაც პირველი განსაზღვრავს მუშაობის ხანგრძლივობას (არა უმეტეს 12 საათისა), ხოლო მეორე აკონტროლებს ენერგიის სამი დონიდან ერთ-ერთს.
ძირითადი მახასიათებლები:
- ენერგიის მოხმარება 700 ვტ;
- მაქსიმალური დატვირთვა 2.4 კგ;
- გაშრობის ტემპერატურა 40-80 ° C;
- ზომები 34x34x33 სმ.
დადებითი:
- მაღალი სიმძლავრე;
- დამატებითი თაროებით შევსების შესაძლებლობა;
- ხმაურის დაბალი დონე;
- თანაბარი დონის გაშრობა;
- ხარისხიანი მასალები;
- ლამაზი აღნაგობა;
- თაროების გაწმენდა მარტივია.
მინუსები:
- მაღალი ფასი.
Ezidri Ultra FD1000 Digital
მოდელში განთავსებულია 5 თარო, რომელთა ზომები სტანდარტულია. კომპლექტში ასევე შედის მცირე ზომის პროდუქტების ბადე და არაღრმა თასი. უჯრების რაოდენობა შეიძლება 30-მდეც გაიზარდოს, მაგრამ ეს შეამცირებს გაშრობის სიჩქარეს.
მართვა შესაძლებელია ციფრული ეკრანის საშუალებით, ხოლო ტაიმერი ადგენს დამუშავების დროს 48 საათის განმავლობაში. ყველა კომპონენტი, რომელზეც ხდება ხილის ან ბოსტნეულის მოთავსება, დამზადებულია გამძლე და უსაფრთხო ABS პლასტმასისგან.
ძირითადი მახასიათებლები:
- ენერგიის მოხმარება 1000 ვტ;
- მაქსიმალური დატვირთვა 15 კგ;
- გაშრობის ტემპერატურა 30-70 ° C;
- ზომები 39x39x28 სმ.
დადებითი:
- თაროების საჭიროებისამებრ გაზრდის შესაძლებლობა;
- თანაბარი დონის გაშრობა;
- მაღალი დონის შესრულება;
- ლამაზი დიზაინი;
- გადახურებისგან ორმაგი დაცვა;
- ხმაურის დაბალი დონე.
მინუსები:
- ძალიან მაღალი ფასი.
საუკეთესო ჩირის აპარატების მიმოხილვა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები