Bosch ჭურჭლის სარეცხი მანქანები

საყოფაცხოვრებო ტექნიკის საიმედო მწარმოებელ Bosch-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანების ფართო სპექტრი აქვს. სახლისთვის მოდელის არჩევის გამარტივების მიზნით კი გთავაზობთ საუკეთესო მოდელების განხილვას.

Bosch Serie 2 SMS24AW01R

სტანდარტული ზომების მქონე (60x60x85 სმ) თეთრი ჭურჭლის სარეცხი მანქანა  იტევს 12 კომპლექტს. შიდა ნაწილები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო ჭურჭლის ბადის რეგულირება შესაძლებელია სიმაღლის მიხედვით. ელექტრონულ პანელზე განთავსებულია ეკრანი, რომელიც აჩვენებს მუშაობის რეჟიმს, დასრულების დროს და ა.შ. ჩვეულებრივ რეჟიმში, ყოველ რეცხვაზე 11.7 ლიტრი წყალი იხარჯება, ენერგიის მოხმარება კი 1.05 კვტ/სთ-ია.

Bosch ჭურჭლის სარეცხი მანქანები

აქვს 4 პროგრამა და 2 ტემპერატურის პარამეტრი. გათვალისწინებულია ნახევრად დატვირთვის ოპერაცია, რომელსაც სენსორი თავად აფიქსირებს. მარილი და სარეცხი საშუალებები თავსდება განყოფილებებში და დოზირებულია ავტომატურად, მათი მოცულობა კი მითითებულია შესაბამისი სენსორით. აქვს გაჟონვისგან დაცვის ფუნქციაც.

უპირატესობები:

  • დიდი ტევადობა (თავსდება ღუმელის ფურცელი, ტაფები და ქვაბები);
  • მარტივი მართვა;
  • კარგად რეცხავს საკვების გამხმარ ნარჩენებსა და ცხიმს;
  • არსებობს ECO რეჟიმი;
  • საკმაოდ ეკონომიურია.

ნაკლოვანებები:

  • ხმაურიანი (არ შეესაბამება მახასიათებლებში მითითებულ დონეს);
  • კარის საკეტი არ აქვს;
  • არ არის დაცული ბავშვებისგან.

Bosch Serie 4 SMS44GI00R

ვერცხლისფერ მანქანას, რომელსაც ნათითურების საწინააღმდეგო  საფარი აქვს, დამატებით აღჭურვილია დიდი ინფორმაციული ეკრანითაც. გთავაზობთ 4 პროგრამას: ინტენსიური - ძალიან ჭუჭყიანი ჭურჭლისთვის, ეკონომიური - არც ისე სწრაფი, სწრაფი და ავტომატური. ტემპერატურაც ოთხია, რომლის არჩევაც თავადაც შეგიძლიათ.  დაცულია შემთხვევითი ჩართვის ან პარამეტრების შეცვლისგან (ბავშვებისგან განსაკუთრებით). დანარჩენი მახასიათებლები ზემოთ მოყვანილი მოდელის მსგავსია.

Bosch ჭურჭლის სარეცხი მანქანები

უპირატესობები:

  • დიდი ტევადობა;
  • კალათის რეგულირება შესაძლებელია სიმაღლეების მიხედვით;
  • მუშაობს ნახევრად დატვირთვით;
  • კარგად რეცხავს ნებისმიერ ჭურჭელს;
  • როდესაც ელ.ენერგია გათიშულია,  განაგრძობს მუშაობას შეჩერების მომენტიდან;
  • რეგულირდება წყლის სიხისტეზე;
  • სარეცხი საშუალების ავტომატური დოზირება.

ნაკლოვანებები:

Bosch Serie 2 SMV25EX01R

60x55x82 სმ-იანი მოდელის კარი იხსნება ქვემოთ. ჭურჭლის თაროების გადაწყობა იოლად შეიძლება. გარდა ამისა,  გათვალისწინებულია ცალკე უჯრა ჩანგლებისთვის, კოვზებისთვის და სხვა ჭურჭლისთვის.

Bosch ჭურჭლის სარეცხი მანქანები

აქვს  ტემპერატურის 4 მნიშვნელობა და 5 ოპერაციული რეჟიმი, მათ შორის ძირითადი, ინტენსიური და ეკონომიური. ტაიმერის დაყენება შეგიძლიათ 3-9 საათის განმავლობაში. რეცხვის დასასრული აღინიშნება ხმოვანი სიგნალით. ზემოთ მოყვანილი ჭურჭლის სარეცხი მანქანებისგან  განსხვავებით, ამ მოდელს არ აქვს ნახევრად დატვირთვის რეჟიმი.

უპირატესობები:

  • დიდი მოცულობა;
  • კარგად რეცხავს გამხმარი საკვების ნარჩენებს და აშორებს ჭუჭყს ძნელად მისადგომ ადგილებში;
  • მარტივი მართვა;
  • შეგიძლიათ შეარჩიოთ ოპტიმალური პროგრამა;
  • მშვიდი მუშაობა;
  • მაღალი ხარისხის შეკრება.

ნაკლოვანებები:

  • ნახევრად დატვირთვის რეჟიმში რეცხვის შესაძლებლობა არ არსებობს.

პოპულარული მოდელები

ჭურჭლის სარეცხი მანქანა 12 კომპლექტი Midea MFD60S100S
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 12 კომპლექტი Midea MFD60S100S
Regular price 1,520.00 ლარი 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13 კომპლექტი Vestel DWA1E6B2B კლასი A++
ჭურჭლის სარეცხი მანქანა 13 კომპლექტი Vestel DWA1E6B2B კლასი A++
Regular price 1,099 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 14 კომპლექტი Midea MID60S300 კლასი A++
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 14 კომპლექტი Midea MID60S300 კლასი A++
Regular price 1,599.00 ლარი 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 10 კომპლექტი Midea MID45S300 კლასი A++
ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა 10 კომპლექტი Midea MID45S300 კლასი A++
Regular price 1,369.00 ლარი 1,149 ლარი / თვეში 62 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი