Bosch საუკეთესო სარეცხი მანქანები

Bosch  ბრენდი დიდი ხანია გერმანული ხარისხის ნამდვილი სიმბოლოა. კომპანია, რომელიც გასულ საუკუნეში დაარსდა, დღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის  ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია.

ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის საიმედოობამ და ფუნქციურობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა და გამონაკლისი არც საქართველოს ბაზარი აღმოჩნდა ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ Bosch  სარეცხი მანქანების საუკეთესო მოდელები.

Bosch WLG 20261

წინა დატვირთვის მქონე ამ სარეცხმა მანქანამ, მომხმარებელთა სიმპათია ფასისა და ფუნქციების ოპტიმალური თანაფარდობის გამო მოიპოვა. მასში შეგიძლიათ გარეცხოთ 5 კგ თეთრეული, ხოლო ენერგოეფექტურობის კლასია - A ++.

Bosch საუკეთესო სარეცხი მანქანები

თუ სხვა მოდელებს შევადარებთ,  ამ მანქანას 1 გარეცხვისთვის მხოლოდ 40 ლიტრი  წყალი სჭირდება. ელექტრონული პანელი აჩვენებს თქვენს მიერ შერჩეულ პროგრამებს ამიტომ,  ციკლის დასრულების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გექნებათ.  დამატებითი ფუნქციები აერთიანებს: გაჟონვისგან დაცვას, ბავშვის საკეტსა და ქაფის დონის კონტროლს.

უპირატესობები:

  • ციფრული ეკრანი;
  • ელექტრონული მართვა;
  • Stop & Go ფუნქცია;
  • დაგვიანებული დაწყების ტაიმერი;
  • დაბალი ხმაურის დონე.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუკი სარეცხი მანქანის განვადებით ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტს ესტუმროთ, სადაც თქვენზე მორგებული განვადების პირობები დაგხვდებათ.

Bosch WAN 2416 S

სარეცხი მანქანის ამ  მოდელის შერჩევით, თქვენ ირჩევთ ფუნქციურსა და მაღალხარისხიან ტექნიკას. დიდი ბარაბნის ტევადობა, მრავალფეროვანი პროგრამები და დახვეწილი დიზაინი ამ მოდელს თითქმის სრულყოფილს ხდის.

Bosch საუკეთესო სარეცხი მანქანები

უპირატესობები:

  • 8 კგ თეთრეულის დატვირთვის შესაძლებლობა;
  • ბარაბნის ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე - 1200 rpm;
  • საგარანტიო პერიოდი - 10 წელი;
  • გათვალისწინებულია სპეციალური კუპე თხევადი სარეცხი საშუალებებისთვის;
  • დაგვიანებული დაწყების ტაიმერი - 24 საათამდე.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი;
  • გაშრობის რეჟიმის არარსებობა;
  • ნაწილობრივი დაცვა გაჟონვისგან.

ეს მოდელი უბრალოდ შექმნილია მათთვის, ვისაც სურს იდეალურად სუფთა თეთრეულის მიღება. მანქანა უდაოდ დააკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნას.

Bosch WAT 286H0

ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვითაც კი შეგიყვარდებათ ეს  სარეცხი მანქანა, რომელიც ძალიან ლამაზია და მუშაობს ისევე კარგად, როგორც ბოშის ტექნიკას შეეფერება.

ერთი შეხედვით, ფასი შეიძლება მაღალი ჩანდეს, მაგრამ თუ გაეცნობით სარეცხი მანქანის შესაძლებლობებს, მიხვდებით, რომ ნამდვილად ღირს ამ მოდელში მაღალი თანხის გადახდა. მოწყობილობას შეუძლია 1 ციკლში 9 კგ თეთრეული გარეცხოს. ტრიალებს მაღალი სიჩქარით - 1400 rpm- მდე და აქვს 14 პროგრამა. ამასთან, აღჭურვილია გაჟონვისგან სრულად დაცვის ფუნქციით.

Bosch საუკეთესო სარეცხი მანქანები

უპირატესობები:

  • ფუნქციური პროგრამების დიდი არჩევანი;
  • ენერგოეფექტურობა;
  • ბარაბანის შთამბეჭდავი მოცულობა;
  • დაბალი ხმაურის დონე;
  • ბავშვებისგან დაცვა.

ნაკლოვანებები:

  • გაშრობის რეჟიმი არ არის გათვალისწინებული;
  • მაღალი ფასი.

თუ გაქვთ საშუალება შეიძინოთ ეს მოდელი, მაშინ ნუ დაგენანებათ მასში თანხის გადახდა, რადგან უდაოდ მძლავრსა და მაღალხარისხიან მოწყობილობას მიიღებთ. გერმანული ბრენდის Bosch სარეცხი მანქანების ასორტიმენტი თვალშისაცემია თავისი მრავალფეროვნებით ამიტომ, თქვენ  მარტივად შესძლებთ აირჩიოთ ზუსტად ის მოდელი, რომელიც შეესაბამება თქვენს მოლოდინსა და ფინანსებს.

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 7კგ Hagen HFW710S
სარეცხი მანქანა 7კგ Hagen HFW710S
Regular price 1,100.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 6კგ Hagen HFW610S
სარეცხი მანქანა 6კგ Hagen HFW610S
Regular price 799.00 ლარი 669 ლარი / თვეში 36 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Hagen HFW710W
სარეცხი მანქანა 7კგ Hagen HFW710W
Regular price 1,050.00 ლარი 729 ლარი / თვეში 40 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7 კგ INDESIT WIN710W
სარეცხი მანქანა 7 კგ INDESIT WIN710W
Regular price 1,300.00 ლარი 869 ლარი / თვეში 47 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი