ბლენდერების მიმოხილვა

ზაფხულში, როდესაც ნატურალური ხილ-ბოსტნეული თავზე საყრელად გვაქვს ხოლმე, არაფერი სჯობს ვიტამინებით გაჯერებული წვენების მიღებას.

ფაქტია, რომ ნატურალური წვენები ორგანიზმის სიჯანსაღეს უწყობს ხელს და ყოველდღიურად თითო ჭიქის დალევა, ნამდვილად კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა.

იმისათვის, რათა სხვადასხვა ხილის ასორტიმენტით უგემრიელესი წვენები დაამზადოთ, ამას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება.

ბლენდერების მიმოხილვა

მთავარია, კარგად გარეცხოთ ხილ-ბოსტნეული, დაჭრათ ისინი საშუალო ზომებად, ჩაყაროთ ბლენდერში, დააყენოთ სასურველ რეჟიმზე და მზადაა.
დიახ, დიახ, ის რაც კეთილ საქმეს ამარტივებს, სწორედ ბლენდერია, რაზეც დღეს ბლოგში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

არსებობს სხვადასხვა ტიპის ბლენდერი და ერთ-ერთი სწორედ ხელისა, რომელსაც ის უპირატესობა გააჩნია, რომ კომპაქტურია. მისი დახმარებით, საშუალო ზომის ნაწილების დაბლენდერება ნებისმიერ კონტეინერში, სათავსოში შეგიძლიათ.

ამ შემთხვევაში უყურადღებობა გამორიცხულია, რადგან ბლენდერი ხელით გიჭირავთ , რასაც ავტომატური რეჟიმი არ აქვს.

მოწყობილობა მოსახერხებელია პატარა სამზარეულოში შენახვისა და ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

დასადგამი ტიპის ბლენდერი:

იდეალური ვარიანტია წვენების მოსამზადებლად, მაგრამ შეუძლია სხვა დავალებებსაც მარტივად გაუმკლავდეს.

მუშაობის პროცესში არ საჭიროებს თქვენს უშუალო მონაწილეობას, რადგან ავტომატურ რეჟიმზეა.

ხელის ბლენდერთან შედარებით, დასადგამი ბლენდერი სამზარეულოში უფრო მეტ ადგილს იკავებს, მაგრამ მარტივად შეგიძლია მოარგოთ იგი სამზარეულოს დიზაინს და ასე დაიმკვიდროს თავისი ადგილი.

ასეთი ბლენდერი იდეალურია კოქტეილებისა და სუპების მოყვარულთათვის, რადგან მასში მოთავსებული სითხე არ იღვრება. მოწყობილობის გამოყენება კი ყოველდღიურადაც საკმაოდ მოსახერხებელია.

მოწყობილობების სიმძლავრე მერყეობს 140-დან 2000 ვტამდე. რაც უფრო ძლიერია ხელის ბლენდერი, ის უფრო სწრაფად ამუშავებს საკვებს.

თუ აპირებთ რბილი საკვების დამუშავებას, 450 ვატამდე საკმარისია, მაგრამ თუ ბლენდერი რთული დავალებების შესასრულებლად გჭირდებათ, მაგალითად: ყინულის დასაჭრელად, თხილის, ხორცის ან გაყინული ბოსტნეულის დასამუშავებლად, მაშინ უმჯობესია აირჩიოთ მოდელი 600-800 ვატით.

1000 ვატი და მეტი ენერგიის ბლენდერი უკვე პროფესიონალურია, რომელიც უმკლავდება აბსოლუტურად ყველანაირ პროდუქტს, მაგრამ ფასიც, რა თქმა უნდა, მაღალი აქვს.

სიმძლავრესთან ერთად, ყურადღებას სიჩქარესაც ვაქცევთ, რადგან მისი წყალობით, ზუსტად შეგვიძლია დავარეგულიროთ დანის როტაციის სიჩქარე.

თუ გსურთ შეიძინოთ საიმედო და მარტივი მოწყობილობა, უმჯობესია არჩევანი 1-2 სიჩქარის მქონე ბლენდერზე შეაჩეროთ, მაგრამ თუ სიჩქარის მოქნილი პარამეტრი თქვენთვის მნიშვნელოვანია, შეარჩიეთ მოწყობილობა 5-8 სიჩქარით.

ხელის ბლენდერების უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიით იკვებება და 1.5 მ სიგრძის სადენა აქვს.

თუ თქვენ დიდი სამზარეულო გაქვთ უფრო კომფორტული უკაბელო ბლენდერია.

დასადგამი, დიდი ბლენდერების სიმძლავრე 250-დან 1500 ვტამდე მერყეობს.
თუ ხშირად გიწევთ თხილის, გაყინული კენკრის და ყინულის დამუშავება, უმჯობესია აირჩიოთ ბლენდერი 750–900 ვტ სიმძლავრით.

ამ ტიპის ბლენდერებს ჩვეულებრივ 1-დან 20 სიჩქარე აქვთ. 2-4 სიჩქარე საკმარისია გაუმკლავდეს მცირე საყოფაცხოვრებო ამოცანებს.

ბლენდერს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი დანა. რაც უფრო მეტი დანა, მით უფრო სწრაფად შეიძლება პროდუქტის დამუშავება. ამასთან, რაც უფრო დიდია თასი, მით უფრო მეტი პროდუქტი შეგიძლიათ დაჭრათ ერთდროულად.
1,5–2 ლიტრიანი მოცულობის თასი, მოსახერხებელია სუპების და სასმელების მოსამზადებლად. თასი შეიძლება იყოს პლასტიკური, მინის ან ლითონისგან.

პლასტიკური თასი მსუბუქი და კომფორტულია. შუშის არ გაძლევთ ცხელი ინგრედიენტების დამუშავების შესაძლებლობას. აი ლითონის - კი, თუმცა მისი ფასიც ბევრად მეტია.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ როგორ შევარჩიოთ ბლენდერი?

პოპულარული მოდელები

ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბლენდერი Franko FBL-1127
ბლენდერი Franko FBL-1127
Regular price 205.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ბლენდერი SENCOR SHB 4461GR-EUE3
ბლენდერი SENCOR SHB 4461GR-EUE3
Regular price 249.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბლენდერი SENCOR SHB 4468RS
ბლენდერი SENCOR SHB 4468RS
Regular price 239.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი